ნათია ლომიძე
15.07.2017

 მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ხან ელვისებურად იაფდება, ხანაც - ძვირდება. თუკი რამდენიმე დღის წინ 1 ბარელი 45 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, დღეს უკვე 49 აშშ დოლარს მიაღწია. ამის გამო საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის კლებაზე თავს ყველა იკავებს.

მარი ჩიტაია
14.07.2017

 საქართველოში მეორადი საბურავების გადამუშავება უკვე შესაძლებელია. ინოვაციური პროექტის ფარგლებში, მულტიფუნქციური სპორტული მოედნებისა და მოდერნიზებული ასფალტის წარმოება იგეგმება. ახალ ბიზნეს წამოწყებას ბიძგი გაზეთმა "რეზონანსმა" და მისმა კვლევამ მისცა.

ნათია ლომიძე
13.07.2017

 დაბალალკოჰოლურ ლუდზე გადასახადი 2017 წლის 30 ივლისიდან შეიცვლება. პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო და ახლა მეწარმეები პრეზიდენტის ხელმოწერასა და კანონის ძალაში შესვლას ელოდებიან. ამის შემდეგ ზოგიერთი კატეგორიის ლუდი გაიაფდება. შესაბამისად, მეწარმეები რეალიზაციის ზრდას ელოდებიან.

თეო გუდავაძე
13.07.2017

 რამდენიმე დღეში გაზის ტარიფი გაიზრდება, თუმცა ეს მხოლოდ მომხმარებელს შეეხება თუ საწარმოებსაც, ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის. თუკი ბუნებრივი აირი კომერციულ ობიექტებს გაუძვირდება, ასეთ შემთხვევაში ეს იმ პროდუქტების თვითღირებულებას გაზრდის, რომლის დამზადებისა და რეალიზაციისთვის გაზი აუცილებელი რესურსია. გამოდის, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდით მოსახლეობა ორმაგად დაზარალდება.

ნათია ლომიძე
13.07.2017

 საქართველოს საგარეო ვალი მკეთრად იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 15,5 მილიარდი დოლარია, რაც თითქმის მთელი ჩვენი ეკონომიკის ტოლია. საგარეო და შიგა ვალის მატების მიუხედავად, თანაზომიერად არ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც მდგომარეობას ართულებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საგარეო ვალის ოდენობა საგანგაშოა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. მათი ვარაუდით, ვალის რაოდენობა არჩევნების პერიოდში კიდევ გაიზრდება.

მარი ჩიტაია
12.07.2017

 საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა. გაძვირების ტენდენცია 25 ივნისიდან დაიწყო და დღემდე ნარჩუნდება. ამ ეტაპზე 1 ბუშელი ხორბალი 5,40 დოლარი ღირს, რაც ყველაზე მაღალი ფასია 2015 წლის ივნისის შემდეგ. საფასო ცვლილება უკავშირდება უამინდობას, რის გამოც უცხოურ ბირჟებზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაირღვა.

ნათია ლომიძე
12.07.2017

 ბოლო ერთი კვირაა, ლარი მყარდება და უკვე 2.39-ის ნიშნულს ჩამოსცდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გამყარების პროცესს ხელოვნურად უშლის ხელს და მიმოქცევიდან დოლარს იღებს, ლარი პოზიციებს შეუმჩნევლად მაინც იუმჯობესებს. ფინანსისტების აზრით, გამყარების ტენდენცია ოქტომბრამდე შენარჩუნდება და ეროვნული ვალუტა 2.38-ის ფარგლებში იტრიალებს.

ნათია ლომიძე
12.07.2017

 წლის ბოლოს შეიძლება თბილისში დენის გაძვირების საშიშროება შეიქმნას. ჯერ ერთი, რომ სემეკს 1 კვირაში უწევს გაზის ტარიფის გადახედვა და მისი გაძვირება თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებას შეცვლის. ამას გარდა, მარეგულირებელ კომისიას რუსულმა "ინტერ რაომ" ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმართა. საფრთხე არსებობს, თუმცა ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ სემეკი ტარიფებს არ გაზრდის და დენის გაძვირების საშიშროება ამ ეტაპზე არ იკვეთება.

თამარ მუკბანიანი
11.07.2017

 საქართველოში ბოლო პერიოდში საშუალო და დაბალი პოზიციის ვაკანსიებზე ხელფასი შემცირებულია. კომპანიები ფინანსური სირთულეების გადალახვას და ხარჯების დაზოგვას დასაქმებული ადმიანების ხარჯზე ცდილობენ. ყველა იაფი მუშახელის ძიებაშია.

მარი ჩიტაია
11.07.2017

 პირამიდულმა საფინანსო კომპანიებმა მოსახლეობას ბოლო წლებში წელიწადში 100 მლნ დოლარზე მეტი გამოსძალეს. ეს მონაცემი სხვადასხვა დროს მეანაბრეებისთვის მიყენებული ზარალის ამსახველ ციფრებს ეყრდნობა. მარტო საფინანსო კომპანია "საქართველოს" შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70 მლნ დოლარს შეადგენს. "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას" მეანაბრეებისგან 20 მლნ დოლარზე მეტო თანხა აქვს მითვისებული, ხოლო უფრო ადრე "ოქროს ირემმა" კლიენტების 10 მლნ დოლარი მიითვისა. მიუხედავად ამისა, მომხმარებლების უფლებების დაცვაზე საქართველოში არავინ ზრუნავს.

მარი ჩიტაია
08.07.2017

 საქართველოს ეკონომიკა იზრდება, მაგრამ მოსახლეობის მდგომარეობა უარესდება ან, უკეთეს შემთხვევაში, არ იცვლება. ოფიციალური მონაცემებით, მშპ წლიდან წლამდე მატულობს, მაგრამ ხალხი ამას ვერაფრით გრძნობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ არა მარტო მიმდინარე პერიოდში, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე გავლენას საშუალოვადიან პერიოდშიც კი ვერ მოახდენს.

ნათია ლომიძე
08.07.2017

 თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის მკვეთრ მატებას რეალიზაციის კლება არ გამოუწვევია. მართალია, ძვირი სიგარეტის გაყიდვა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ, სამაგიეროდ, გაიზარდა იაფფასიანი სიგარეტის მოხმარება. პარალელურად, დიდი სისწრაფით იზრდება კონტრაბანდის მასშტაბი. აქციზის ზრდას სხვა უარყოფითი პროცესებიც მოჰყვა. თამბაქოს ერთბაშად გაძვირებამ (ნავთობპროდუქტებთან ერთად) ინფლაციაზე ნეგატიურად იმოქმედა და თვიდან თვემდე არასასურველი სტატისტიკა უარესდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×