ნათია ლომიძე
08.08.2017

 2017 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, შესაძლოა, გადაიხედოს. წლის პირველი ნახევრის შედეგი დამაიმედებელია, მაგრამ მთავრობა არ ჩქარობს. ჯერჯერობით არც ეკონომისტების დადებითი დასკვნები ჩანს. მათი აზრით, დღევანდელი მაკროეკონომიკური შედეგი ხელისუფლების მუშაობიდან ნაკლებად მომდინარეობს, ამიტომ მშპ-ს პროგნოზის გაუმჯობესებაზე საუბარი ნაადრევია.

თამარ მუკბანიანი
04.08.2017

 ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობი თითქმის 12%-ით გაძვირდა. საქართველოში ჯერჯერობით ფასის მატება მხოლოდ საბითუმო ქსელზე აისახა, თუმცა ღირებულების მუდმივი ზრდის გამო უახლოეს მომავალში ნავთობპროდუქტებზე ფასის მატება საცალო ქსელშიც მოხდება.

თეო გუდავაძე
03.08.2017

 ტაქსისტების ლიცენზირებაზე ახალი არაფერი ისმის და ამ სფეროს ისევ არავინ აქცევს ყურადღებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაზიდვის სფერო არ რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელიც ტაქსის ტრაფარეტს შეიძენს, ამ საქმიანობის დაწყება შეუძლია ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადისა და დაბეგვრის გარეშე. როგორც ჩანს, არათუ 2017 წელს, არამედ 2018 წელსაც სატაქსო ბიზნესში ახალი სისტემის ამოქმედება არ იგეგმება.

თამარ მუკბანიანი
02.08.2017

 პრესის გავრცელება პრობლემებს ყოველთვის აწყდებოდა, ვითარება არც დღეს არის მოგვარებული, მაგრამ ის, რაც ბეჭდურმა გამოცემებმა და დისტრიბუტორებმა რამდენიმე წლის წინ გადაიტანეს, მათთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი ჯიხურები აიღეს და ამ საქმიანობისათვის მხოლოდ და მხოლოდ სტელაჟები დატოვეს, პარალელურად კი დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში საგაზეთო სტენდებსაც უცხადებდნენ ბრძოლას.

ნათია ლომიძე
01.08.2017

 იმპორტირებული პროდუქტის უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. სპეციალისტები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, იმპორტირებული პროდუქტის მოხმარების შედეგად წლის განმავლობაში 18 000 ადამიანი სიმსივნური დაავადებით ავადდება. მათი თქმით, პროდუქტი შესაბამისად არ მოწმდება, რაც ცალკე პრობლემას ქმნის.

ნათია ლომიძე
01.08.2017

 ბოლო დროს მოსახლეობა საკრედიტო კომპანიებისა და სააღსრულებო ბიუროებისაგან გახშირებულ მუქარაზე და ზარებზე ჩივის. როგორც ისინი ამბობენ, ძალიან გაიზარდა დაშინების შინაარსის შემცველი სატელეფონო ზარები, რითაც მომხმარებელზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ. საბანკო სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საკრედიტო კომპანიების მხრიდან მუქარა არაეთიკურია და მომხმარებელს თავის დაცვა ძალოვანი სტრუქტურების ჩარევის შედეგად შეუძლია.

ნათია ლომიძე
29.07.2017

 მენავთობეებმა კონკურენციის სააგენტოს მორიგი სასამართლო მოუგეს. საქმე იქითკენ მიდის, რომ 55-მილიონიანი ჯარიმიდან აღარაფერი დარჩება. გუშინ კონკურენციის სააგენტოს მიერ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის" დაკისრებული 14 მლნ-ის ჯარიმა სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო. კონკურენციის სააგენტო დავების დასრულების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებას გეგმავს.

ნათია ლომიძე
28.07.2017

 კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების შეზღუდვის შესახებ შემოდგომაზე ძალაში შევა. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით მორატორიუმია გამოცხადებული. სპეციალისტების თქმით, კანონი დასახვეწია და ყურადღება არა მარტო მიწის მფლობელობაზე, არამედ, ზოგადად, მიწათმოქმედებაზე უნდა გამახვილდეს.

თამარ მუკბანიანი
28.07.2017

 ღვინის სუბსიდირების წესი შეიცვალა. სახელმწიფოს თანადაფინანსება აღარ შეეხება მაღალი ხარისხის ყურძენს, ხოლო საბრენდე სპირტისა და სხვა ალკოჰოლური სასმელის დასამზადებელ ყურძენზე კომპანია მთავრობის მხრიდან 35 თეთრს მიიღებს. სუბსიდირების ახალი წესი მხოლოდ კახეთს ეხება, რაჭაში კი ნარჩუნდება ძველი ნორმა, რომლის მიხედვითაც, 1 კგ ყურძენზე მევენახე სახელმწიფოსგან 2 ლარს მიიღებს.

ნათია ლომიძე
26.07.2017

 თბილისში ავარიულ უბნებს ახალ-ახალი დასახლებები ემატება. ტრადიციულად, პრობლემურ უბნებს უკვე ნაძალადევი, დიდუბე და აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაც დაემატა. იქ ავარიული სახლების რაოდენობა უკვე ნორმას აღემატება. ასეთ სახლებში ცხოვრება სახიფათოა. ურბანისტების თქმით, ქვეყანაში არ არსებობს გასახლების როგორც პოლიტიკა, ასევე სტრატეგია.

თამარ მუკბანიანი
26.07.2017

 საბაჟო გადასახადის გვერდის ავლით ტვირთის შემოტანის მცდელობა საკმაოდ ხშირია. პარალელურად, გაზრდილია საგამოძიებო სამსახურის მხრიდან კონტროლი და პრევენციაც. აღნიშნული სახის დანაშაული აზიანებს როგორც მოქალაქეების და სახელმწიფო ინტერესებს, ასევე ხელს უშლის ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას.

მარი ჩიტაია
25.07.2017

 ტენდერში გამარჯვებული კომპანიების უმეტესობა ვალდებულებებს არ ასრულებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით რეგიონებშია შესამჩნევი, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა შუა გზაზეა მიტოვებული. გარდა იმისა, რომ დაწყებული საქმის დასრულება ვერაფრით ხერხდება, ბიუჯეტიდან თანხები იფლანგება. კომპანიებს გარკვეული თანხა ერიცხებათ, შესაბამისი მოცულობის სამუშაო კი არ სრულდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს და უგზო-უკვლოდ იკარგება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×