მარი ჩიტაია 25.07.2017
დოლარის კურსი ყველა მსხვილ ვალუტასთან მიმართებით ეცემა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე წამყვანი ვალუტის პოზიცია საგრძნობლად შეირყა. 1 თვის წინ დოლარის კურსი ევროსთან 1,11-ზე იყო, ამ ეტაპზე კი 1,17-ის ფარგლებშია. ფაქტია, რომ დოლარი სუსტდება დიდი სისწრაფით, რის გავლენას ვერც ქართული ვალუტა გაექცევა. მთავრობა და სებ-ი რაც არ უნდა ეცადონ, ლარის 2,40-იან ნიშნულზე დაჭერა გაძნელდება, რადგან დოლარი ყველა ვალუტასთან თმობს პოზიციას.
|
ნათია ლომიძე 22.07.2017
ბანკების მოგება არნახული ტემპით მატულობს. იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკაში მინიმალური ზრდაა, საწარმოო პროცესი ჩიხშია და ნორმალურად ვერც ბიზნესი ვითარდება, საბანკო სექტორის მოგება არნახულ მასშტაბებს აღწევს. სპეციალისტების განმარტებით, გარკვეული გავლენა კომერციული ბანკების წმინდა მოგების გაზრდილ მაჩვენებელზე სავალუტო რყევებმა მოახდინა. თუმცა, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორების გავლენაც.
|
მარი ჩიტაია 22.07.2017
ზედიზედ 4 წელია, ავტომობილების ექსპორტი კლების გზას ადგას. მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ბოლო პერიოდში კი როგორც სავალუტო რყევების, ასევე აქციზის გადასახადის გაძვირების გამოც საქართველოში საავტომობილი ბიზნესის განვითარებას, შეიძლება ითქვას, წერტილი დაესვა. გადაუჭარბებლად შეიძლება თქმა, რომ საავტომობილო ბაზარზე საექსპორტო შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო იკლებს.
|
ნათია ლომიძე 21.07.2017
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭარბვალიანობას უჩივის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემოსავლების გარკვეული ზრდაა, ქართული ოჯახების კეთილდღეობა ოდნავადაც ვერ უმჯობესდება. როგორც კვლევებით დადასტურდა, გაზრდილი შემოსავლები სასესხო ვალდებულებებს ხმარდება.
|
მარი ჩიტაია 20.07.2017
საქართველო საგარეო ვაჭრობაში არ ცვლის ტრენდს და კვლავ ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნად რჩება. როგორც ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, სხვაობა მხოლოდ ციფრებშია და ბოლო 15 წლის განმავლობაში სტრუქტურულად ქართულ ეკონომიკას თითქმის არაფერი შემატებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემითაც, ექსპორტზე პირველ ადგილს კვლავ ფეროშენადნობები იკავებს.
|
მარი ჩიტაია 20.07.2017
არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ. "არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაცია", - ასე ეწოდება ორგანიზაციას, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა. ასოციაციის შექმნის მიზანია, ხელი შეეწყოს არასაბანკო ფინანსური ბაზრის განვითარებას, სექტორის მონაწილეების დაცვასა და მთლიან საფინანსო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას.
|
მარი ჩიტაია 19.07.2017
სემეკ-მა თბილისელების გული მოიგო, მაგრამ რეგიონში მცხოვრებლებს იმედი აშკარად გაუწბილა. სპეციალისტების თქმით, რეგიონებში განხორციელებული ინვესტიციები ტარიფზეც აისახა, რის გამოც გადასახადი, თბილისთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუძვირდათ.
|
ნათია ლომიძე 19.07.2017
შარშანდელთან შედარებით, ხორბალი წელს ოდნავ ნაკლებია. თუმცა, არასახარბიელო საერთაშორისო ტენდენციის ფონზე, ქართველი მეხორბლეები გაცილებით იმედიანად არიან. კახეთში ალოობას მალე დაასრულებენ. ამ დროისთვის დიდ ნაკვეთებზე საშუალოდ 3-დან 4 ტონამდე (1 ჰა ფართობზე) ხორბალია აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ფასი დაბალია, მოსახლეობა სეზონის დასრულებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება.
|
ნათია ლომიძე 19.07.2017
ქართული ჯარი, ადგილობრივი წარმოების საქონლის ხორცის ნაცვლად, უკრაინული პროდუქტით მომარაგდება. ტენდერში გამარჯვებულ უკრაინულ კომპანიასთან 1,64-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა და ადგილობრივი ბაზარი მეზობელმა ქვეყანამ ჩაანაცვლა. ერთ-ერთი ვერსიით, უკრაინული კომპანიით დაინტერესება გამოიწვია დაბალმა ფასმა. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ხელს უშლის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი არ ითვალისწინებენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებს და ქართულ პროდუქტს უცხოურით ანაცვლებენ.
|
თამარ მუკბანიანი 18.07.2017
საქართველოში შიდა რეისებზე ფასები კვლავინდებურად მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ავიაციისთვის განკუთვნილი საწვავი დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლდა, ამას ბილეთების ფასზე არ უმოქმედია. მაღალი ფასის გარდა, ხშირია შემთხვევა, როცა, მეტეოროლოგიური პირობების მცირე გაუარესების გამო, ფრენა უქმდება, რაც მომხმარებლებისათვის სერიოზული დისკომფორტია.
|
მარი ჩიტაია 18.07.2017
დღეს ბუნებრივი აირი გაძვირდება, მაგრამ სპეციალისტები ტარიფის ცვლილებას 5 თეთრის ფარგლებში პროგნოზირებენ. მანამდე კი გაზის ტრანსპორტირების ფასი გაიზარდა, რომელიც გავლენას სამომხმარებლო ტარიფზეც მოახდენს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 1 კუბურ მეტრზე გადასახადი, საშუალოდ, 0.5 თეთრით გაზარდა.
|
მარი ჩიტაია 18.07.2017
არცთუ შორეულ პერსპექტივაში შესაძლოა, საქართველოს ავტოგასამართ სადგურებს პრობლემა შეექმნათ. ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება, რისი ტენდენციაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უკვე დაიწყო, რამდენიმე წლის შემდეგ გავლენას აქაც მოახდენს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ პროცესს ვერც საქართველო აუვლის გვერდს, თუმცა ამისთვის რამდენიმე წელი უნდა გავიდეს.
|
|