მარი ჩიტაია 17.06.2017
რეგიონებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. წვიმებისა და ღვარცოფებისგან საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. მარტო ინფრასტრუქტურულმა ზარალმა ბოლო 2 თვის განმავლობაში 6 მილიონ ლარს მიაღწია. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის წელს გამოყოფილი 12 მლნ ლარიდან ნახევარი უკვე ათვისებულია. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სფეროს დანაკარგს, ზიანი აგროპროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება და კომპენსაციას მიიღებს ყველა ოჯახი, რომელსაც მოსავალი დაზღვეული აქვს.
|
ნათია ლომიძე 16.06.2017
ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით გაზარდა. მოჰყვება თუ არა ამ ნაბიჯს დოლარის გამყარება? ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ გლობალურ ბაზრებზე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. შესაბამისად, არც ლარს ემუქრება რაიმე საფრთხე.
|
მარი ჩიტაია 16.06.2017
ახალი წლიდან ონლაინ კაზინოებს მკაცრი რეგულაციები დაუწესდებათ. პარლამენტში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც შეზღუდვებზე მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება.
|
ნათია ლომიძე 16.06.2017
2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობამ თითქმის 4-ჯერ მოიმატა. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, ესტონური მოდელის შემოღებიდან მცირე დროში ასეთი ტემპით გაზრდილიყო ინვესტიციების ოდენობა. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ესტონურმა მოდელმა გაამართლა და სამომავლოდ უფრო მეტ შედეგს ელოდებიან.
|
თამარ ვეფხვაძე 15.06.2017
კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით დაძაბულობა მატულობს. ხელისუფლება ფრთხილობს, მაგრამ დათმობას არ აპირებს. თავის მხრივ, რეალური საფრთხე იგრძნო ბიზნესმა და ამიტომ დაუფარავად ითხოვს ამჟამინდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებას.
|
მარი ჩიტაია 15.06.2017
ლარმა წონასწორობის ნიშნული იპოვა და, სავარაუდოდ, მთელი ზაფხული 2,40-2,43-ის ფარგლებში იტრიალებს. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ეს დიაპაზონი მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება. ფინანსისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საგარეო და საშინაო ფაქტორების გათვალისწინებით სავალუტო რყევას აღარ უნდა ველოდოთ.
|
მარი ჩიტაია 14.06.2017
უცხოელ მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის დაწესების შემდეგ მთავრობა აგრარულ სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, შეიცვლება მიდგომა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ქვეყანაში ახალი ბიძგი მიეცემა.
|
ნათია ლომიძე 14.06.2017
საქართველოს მოსახლეობას შორის ფინანსური შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. 2011 წელს ჯინის კოეფიციენტი - 0.42, 2015 წელს - 0.38, ხოლო 2016 წელს 0.39 იყო. ეს ნიშნავს, რომ ამ კუთხით ვითარება უარესდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ევროპული ქვეყნების 0.25-იან მაჩვენებელთან მიახლოება ახლო მომავლის საქმე არ არის.
|
ნათია ლომიძე 14.06.2017
საქართველოში სახელმწიფოს შიდა ვალი მაღალი პროცენტების ხარჯზე იზრდება. პრობლემაა ის, რომ ხშირად მთავრობა ნასესხებ ფულს არამიზნობრივად ხარჯავს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, შიდა ვალს ფინანსთა სამინისტრო მარტივად განკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალზე 5-6-ჯერ ძვირია.
|
მარი ჩიტაია 13.06.2017
ხარჯების ოპტიმიზაციისა და ქამრების შემოჭერის ნაცვლად, მთავრობამ ქამრები მოუშვა. მართალია, ამ მიზნით რამდენიმე სამინისტროდან თანამშრომლები დაითხოვეს, მაგრამ ამით არსებითად არაფერი შეცვლილა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, დათხოვნების პარალელურად, გარკვეული თანამდებობის პირებმა გაცილებით მეტი ხელფასები და პრემიები აიღეს, რამაც ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმა თავდაყირა დააყენა.
|
მარი გოცირიძე 13.06.2017
რუსულმა ენერგოგიგანტმა "ინტერ რაომ" საქართველოს წინააღმდეგ ელექტროტარიფების შესახებ დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მაინც დაიწყო. საქართველოს მთავრობაში იმედოვნებდნენ, რომ საქმე აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ რუსები სხვაგვარად ფიქრობდნენ.
|
თამარ ვეფხვაძე 13.06.2017
23 ივნისს თბილისში სტარტს აიღებს ქართულ-პოლონური ბიზნეს-ტრენინგების სერია, რომელიც ივნისი-აგვისტოს პერიოდში გაიმართება. პირველი მოწვეული სპიკერი ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი პიტერ სენკუსი იქნება. იგი ჩაატარებს ტრენინგსა და ვორკშოფს თემაზე: "თანამედროვე მსოფლიო და ევროპული ბაზრის გამოწვევები და მოთხოვნები პიარსა და მარკეტინგში"
|