ნათია ლომიძე
17.05.2017

 ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობით მთავრობა ექსპორტის გაზრდას ცდილობს. ისინი ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულების შემდგომი პროცესი საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე დადებითად აისახება, ეკონომისტების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ადგილობრივი წარმოების უკუსვლის ტოლფასია.

მარი ჩიტაია
16.05.2017

 სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეებს იმედი გაუცრუვდათ. ეროვნული ვალუტის დღევანდელი კურსიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მსესხებლებს თვალსა და ხელს შუა გაუქრათ ის შეღავათი, რისთვისაც მათ გალარების პროექტში ჩართვა გადაწყვიტეს. სულ მალე კი ისინი დაზარალების საფრთხის წინაშე დადგებიან, რადგან ფინანსისტთა ვარაუდით, ლარის გამყარება სამომავლოდაც გაგრძელდება. გამოდის, რომ ლარიზაციის პროექტით ისარგებლეს მხოლოდ ბანკებმა, რომლებმაც მთავრობისგან უფასო რესურსი მიიღეს.

მარი ჩიტაია
16.05.2017

 ხელოვნური ბარიერების შექმნით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის სფეროში მონოპოლიური სისტემა მოქმედებს. სომხეთის მიმართულებით გადაზიდვის სქემა, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა რგი პუწკპშფ-ს წარმომადგენლებმა გაშიფრეს, ადასტურებს, რომ მთელი ბაზარი 2-3 ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული და იქ სხვა მოთამაშის გამოჩენა გამორიცხულია.

მარი ჩიტაია
16.05.2017

 დედაქალაქსა და რეგიონებში ხორცი გაიაფდა. ამ ეტაპზე 12 ლარზე ძვირად ხორცი არ იყიდება. ყველაზე იაფი ის სამეგრელოშია, სადაც ადგილობრივებს ხორცის ყიდვა 9-10 ლარადაც შეუძლიათ. გაცილებით იაფია ცოცხალი საქონლის ფასი. ადგილზე 1 კილოგრამ ცოცხალ ხორცს ყასბები 5 ლარად ყიდულობენ. მოვაჭრეები საქონლის ხორცის გაიაფებას მოთხოვნის შემცირებას უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, წინა თვეების განმავლობაში ხორცის რეალიზაციას ხელს უწყობდა ექსპორტზე გაზრდილი მოთხოვნა.

მარი ჩიტაია
13.05.2017

 ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მიმართ რუსეთი წესებს ცვლის. იგი აიძულებს მათ, უარი თქვან თავიანთ ქვეყნებში პროდუქციის სერტიფიცირებაზე და შესაბამისი დოკუმენტის მისაღებად ყველა საჭირო პროცედურა რუსეთში გაიარონ. მოსკოვი ამით საკუთარ ბაზარს სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციისგან იცავს.

ნათია ლომიძე
12.05.2017

 სტიქიური უბედურებისგან გამოწვეულ ზარალს წელიწადის ამ დროს ყველაზე მეტად გრძნობს ქვეყანა. მოსახლეობას უფრო ხშირად წყალდიდობისგან მიყენებული ზარალის დათვლა და მასთან გამკლავება უწევს. საქართველო ყოველწლიურად სტიქიისგან 300 მლნ დოლარით ზარალდება. ეკოლოგები ამბობენ, რომ ეს მასშტაბები სამომავლოდაც გაიზრდება.

მარი ჩიტაია
12.05.2017

 საერთაშორისო ორგანიზაციები ეკონომიკური ზრდის შესახებ საქართველოს მთავრობის მონაცემებს არ ენდობიან. მათი შეხედულება სებ-ისა და მთავრობის მოსაზრებას აცდენილია. თუკი მსოფლიო ბანკი დღემდე ქვეყნისთვის 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, ეს მაჩვენებელი მან 3.5%-მდე ჩამოიყვანა. იგივე ნაბიჯი გადადგა ცოტა ხნის წინ სავალუტო ფონდმაც. ჯერჯერობით უცვლელია საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია, რომლისთვისაც ეკონომიკური ზრდის ნიშნული 4%-ის ფარგლებშია.

ნათია ლომიძე
12.05.2017

 ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ ქვეყანაში ამდენი კომერციული ბანკი საჭირო არ არის და მათი რაოდენობა 5-7-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამჟამად საქართველოში 16 ბანკია და მათი გამესამედება კონკურენციას შეამცირებს, ხოლო მომსახურებას გააძვირებს. საბანკო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კომერციული ბანკების ოლიგოპოლიას ხელს ეროვნული ბანკი უწყობს, რომელმაც, შესაძლოა, პროცესი ხელოვნურად დააჩქაროს.

მარი ჩიტაია
11.05.2017

 შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე გაზგამანაწილებელი დერეფნის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა გაჩაღდა. გაზსადენ "თურქეთის ნაკადის" მშენებლობის დაწყებით რუსეთი ცდილობს, დაასწროს ტაპ-ის პროექტის დასრულებას და მისთვის სასურველი პროექტი 2019 წლის ბოლოს აამოქმედოს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რუსეთმა საშიში თამაში წამოიწყო და ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიჭერენ ქვეყნები, მათ შორის - საქართველო, რომ "გაზპრომს" მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ხელი შეუშალონ.

ნათია ლომიძე
11.05.2017

 ლარის სეზონური გაუფასურების პერიოდი დასრულდა და ახლო მომავალში მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის გამყარებაც კი. ფინანსისტების აზრით, ამას ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

ნათია ლომიძე
10.05.2017

 საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციულ ბანკებზე სანქციების დაწესებამ შესაძლოა, მდგომარეობა შეცვალოს და მომხმარებლები მეტად დაცული გახდნენ. აქამდე ბანკები არ ჯარიმდებოდნენ და სტატისტიკური მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ მსესხებელთა პრეტენზიების უდიდესი ნაწილი დაუკმაყოფილებელი იყო. ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ბანკების მიმართ სანქციები უნდა გამკაცრდეს და ამით მომხმარებელთა უფლებები უფრო ნაკლებად დაირღვევა.

თამარ მუკბანიანი
09.05.2017

 მიუხედავად დიდი რესურსისა, სამკურნალო ტურიზმი საქართველოში საკმარისად არ არის განვითარებული და ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლების იმედადაა. დაბალი მოთხოვნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები და მომხმარებლები მომსახურების სიძვირეს და საკურორტო ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×