ნათია ლომიძე 09.05.2017
ბიზნესი კომერციული ბანკებისადმი ნდობას ყოველდღიურად კარგავს. ბიზნესმენებიც და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბიზნესი ბანკებს უნდობლობას უცხადებს, მათ ეშინიათ ურთიერთობის, რადგან ფინანსურ პრობლემებს და რისკს ხედავენ. კომერციული ბანკების მხრიდან ბიზნესში ჩარევას ეწინააღმდეგებიან ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენლები. ისინი ბიზნესის დამოუკიდებლობას ითხოვენ.
|
მარი ჩიტაია 06.05.2017
მომავალი კვირიდან ბაზარზე ბენზინი დაახლოებით 5-10 თეთრით გაიაფდება. საფასო ცვლილებაზე გადამწყვეტ გავლენას საწვავის საერთაშორისო ფასი მოახდენს. აპრილიდან მოყოლებული, უცხოურ ბაზრებზე ნავთობი დაახლოებით 13%-ით არის გაიაფებული, რითაც ის ბოლო 5 თვის მინიმუმს მიუახლოვდა. ქართველი იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ გაიაფების ტენდენცია შენარჩუნდება და უკვე მომავალი კვირიდან საქართველოს საცალო ქსელში ფასი დაბლა წავა.
|
ნათია ლომიძე 06.05.2017
გაზის ახალი ტარიფის დადგენის დრო ახლოვდება, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, რამდენი თეთრით გაიზრდება გადასახადი. მიმდინარეობს საუბარი იმის თაობაზე, რომ გადასახადი ისევ 50 თეთრს დაუბრუნდება ან ცოტათი გადააჭარბებს. გამოყენებული იქნება ისეთივე სქემა, როგორიც დენის ტარიფის შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი საკმაოდ მალე 2013 წლამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა და ოდნავ გადასცდა კიდეც.
|
ნათია ლომიძე 05.05.2017
სასტუმროების მენეჯერები ამბობენ, რომ არსებული ტარიფების შენარჩუნება ერთადერთი გამოსავალია, რაც მათ კლიენტების მოზიდვაში დაეხმარება. ტურიზმის სფეროს ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ სასტუმროებისა და კოტეჯების მფლობელების მხრიდან დაბალი ფასის შენარჩუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში უშუალოდ სეზონის დაწყების წინ.
|
მარი ჩიტაია 04.05.2017
ფინანსური პირამიდების წინააღმდეგ სახელმწიფო საერთოდ უმოქმედოა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ათასობით დაზარალებული ჰყავს, არათუ საკანონმდებლო დონეზე, კონტროლის მიმართულებითაც კი არაფერი ხდება. ეროვნული ბანკი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც კანონით ფინანსური ბაზრის კონტროლი აკისრია, თუმცა ეს უწყება წარმოუდგენლად პასიურია. მისი საქმიანობა მხოლოდ რამდენიმე გამაფრთხილებელი გზავნილით შემოიფარგლება, რომელსაც სებ-ი ხანდახან საზოგადოებას აწვდის.
|
მარი ჩიტაია 04.05.2017
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ტენდენციაა და როგორც ჩანს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ბოლო პერიოდში 1 ბარელი ნავთობის ფასი 10-11%-ით არის გაიაფებული. თუკი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ 1 ბარელის ღირებულება 56 დოლარს აღწევდა, ბოლო მონაცემებით 50 დოლარის ზღვარზეა. მსოფლიო ბაზრებზე ვითარება იცვლება და შავი ოქრო შესაძლოა, 35 დოლარამდეც ჩამოვიდეს.
|
ნათია ლომიძე 04.05.2017
ფოთის პორტისა და ლოგისტიკური კომპანიების დავა კონკურნეციის სააგენტომ გადამზიდავების სასარგებლოდ გადაწყვიტა. სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნის შემდეგ კომპანიები საფრთხეს განეიტრალებულად მიიჩნევენ. ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელები ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ და მედიასთან საუბრის ვადად 11 მაისს ასახელებენ.
|
მარი ჩიტაია 03.05.2017
იანვრიდან მოყოლებული, ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყანაში 5%-ით არის გაზრდილი. პირველ 4 თვეში ლამის ორჯერ მეტი ენერგიის შეძენა დავჭირდა მეზობელი ქვეყნებიდან, ვიდრე შარშან. ამ ტემპს თუ მივყვებით, იმპორტმა წლის ბოლომდე შესაძლოა, 1,5 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბოს. აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა, სამომავლოდ ძვირმა ელექტრონერგიამ თავისი გავლენა მოახდინოს სამომხმარებლო ტარიფზეც და დენის გადასახადი კიდევ ერთხელ გაიზარდოს.
|
ნათია ლომიძე 02.05.2017
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7%-მდე გაზარდა. ეს გადაწყვეტილება ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. გაზრდილ რისკს ადასტურებენ ეკონომისტებიც და ეროვნულ ბანკს კიდევ უფრო გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ.
|
მარი ჩიტაია 02.05.2017
რეფინანსირების აუქციონთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, მიდგომა შეცვალოს. ერთ-ერთი ვერსიით, მოსალოდნელია რეფინანსირების აუქციონის გაუქმება, რათა კომერციული ბანკები შუალედური რგოლიდან ამოაგდონ. მიმდინარეობს მუშაობა, რომ ბანკები აუქციონს ჩამოაშორონ და პირდაპირ სახელმწიფოს ასესხონ ფული ფასიანი ქაღალდების მექანიზმის გამოყენებით.
|
ნათია ლომიძე 29.04.2017
სავალუტო ბაზარზე არავითარი სტაბილურობა არ იგრძნობა, ლარი ზემოთ-ქვემოთ დახტის. ბიზნესს, მოსახლეობას და ადგილობრივ წარმოებას არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გეგმები დასახონ. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ კურსის რყევა ეროვნული ბანკის სუსტი პოლიტიკის შედეგია, რადგან ის არის საბანკო ოლიგოპოლიის ტყვეობაში.
|
ნათია ლომიძე 28.04.2017
უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. სწორედ ასე უყურებენ საკითხს პარლამენტში. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისება დაუშვებელია, რადგან საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 0.16 ჰექტარი მიწა მოდის, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|