ნათია ლომიძე
13.06.2017

 მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად გაიაფდა და საქართველოშიც კარგი პროგნოზი კეთდება. მცირე ავტოგასამართ სადგურებზე ფასის კორექტირება სწრაფად მიმდინარეობს. თუ ასე გაგრძელდა, საწვავი ზაფხულის განმავლობაში კიდევ უფრო იაფი ეღირება.

მარი ჩიტაია
10.06.2017

 უძრავ-მოძრავი ქონების ეროვნულ ვალუტაში გაყიდვა ლარზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად გაზრდის. არ არის გამორიცხული, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების სესხების გაზრდაც დასჭირდეს, რათა ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა მოუხსნას. ფინანსისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ლარის მიმართ ბაზრის მოთამაშეებს გარკვეული ნდობა დაუბრუნდებათ, ექსპერტების მეორე ჯგუფი კი ამ აზრს არ იზიარებს.

ნათია ლომიძე
10.06.2017

 თამბაქოს იმპორტიორებმა ადგილობრივ მწარმოებლებს სასამართლო დავა მოუგეს. ერთი მხრივ ეხება "ბრითიშ-ამერიკან თობაქოსა" და "ომეგა ჯგუფის", ხოლო მეორე მხრივ "ფილიპ მორისისა" და "თბილისის თამბაქოს" შორის არსებულ დავას. მართალია პირველი ინსტანციში ყველაფერი ადგილობრივი მწარმოებლების სასარგებლოდ გადაწყდა საქმე, თუმცა სააპალაციო სასამათრლომ საპირისპირო განაჩენი გამოიტანა. იმპორტიორი კომპანიების წარმომადგებლები პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაციას უწუნებენ.

ნათია ლომიძე
09.06.2017

 ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევა მკაცრად გაკონტროლდება. ამ კანონზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც რამდენიმე კანონდარღვევა გამოაშკარავდა და მეზობელი რეგიონებიდან იაფად შემოყვანილი ცხოველები როგორც ქართული ისე გაჰყავდათ ექსპორტზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებას კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მთავრობის მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მარი ჩიტაია
08.06.2017

 სახელმწიფო საწარმოთა უმეტესობა, გარდა იმისა, რომ წამგებიანია, კერძო ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. წელს 30 სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია მოხდება, მაგრამ კიდევ ათეულობით ორგანიზაცია დარჩება, რომელთა მიზნობრიობა საეჭვოა.

ნათია ლომიძე
08.06.2017

 საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების ფონზე, საჯარო სექტორში პრემია-დანამატების ოდენობამ 321 758 000-ს მიაღწია. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა უკეთესისკენ არ ვითარდება და ყოველდღიურ სიღარიბეს ასეული ათასობით ადამიანი ებრძვის. გამოდის, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს პრემიებს მაინც იღებს. ასეთი რამ ნორმალურ ქვეყანაში დაუშვებელია.

მარი ჩიტაია
08.06.2017

 კანონის მიღებამდე, შესაძლოა, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელ მოქალაქეებზე მიყიდვის ფაქტები გახშირდეს. ერთადერთი, რაც ამ პროცესს შეაჩერებს, მორატორიუმის გამოცხადებაა. ხელისუფლება სწორედ ამ გზას ადგას. ეს პროცესი იმავდროულად კანონპროექტის უკან გატანასაც ნიშნავს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განმარტებით, მორატორიუმი მოიცავს იმ ვადას, სანამდეც კონსტიტუციის ახალი ვერსია დარჩება ძალაში.

მარიკა გოგოხია
08.06.2017

 სააფთიაქო ქსელებისათვის კლინიკების ფლობის შესაძლო აკრძალვამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არაერთგვაროვნად განაწყო. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააუარესებს.

მარი ჩიტაია
07.06.2017

 საქართველოს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ეეჭვება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წელს მშპ-ის ზრდის ტემპი 3,5%-ს არ აღემატება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 3,9%-ზე დატოვა, სავალუტო ფონდის ვარაუდით კი, მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს იმედი, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი 4%-ს მიაღწევს.

ნათია ლომიძე
07.06.2017

 საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა 15%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში დამტენი სადგურების პრობლემაა, მანქანების შეძენის მსურველები მაინც არიან. ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი უფასო განბაჟებაა, რომელიც ამ ტიპის მანქანებზე დაწესდა.

ნათია ლომიძე
07.06.2017

 ყატარის კრიზისი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების მიზეზი გახდა. თუკი 5 ივნისამდე საერთაშორისო ბირჟებზე ფასი 51 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, გუშინ 49 დოლარამდე ჩამოვიდა. ზოგადად ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნა და გაურკვეველია, მოკლევადიან პერიოდში რა მიმართულებით იმერყევებს საწვავის ფასი.

ნათია ლომიძე
06.06.2017

 ივნისში გაზის ტარიფი შეიცვლება, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, დაუბრუნდება თუ არა ძველ, 50-თეთრიან ნიშნულს. ბუნებრივი აირის ღირებულების მომატება პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააძვირებს, რაც კიდევ უფრო მეტად აწევს ინფლაციის მაჩვენებელს. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ გაზის ტარიფის ზრდა მოსახლეობას ზამთრის თვეებში წელში გაწყვეტს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×