მარი ჩიტაია
06.06.2017

 5 თვის მონაცემების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულების მხრივ არასახარბიელო მდგომარეობა გამოიკვეთა. პრობლემაა როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელებში. გამორიცხული არ არის, 6 თვის ბიუჯეტი ორივე მიმართულებით გაირღვეს.

მარი ჩიტაია
03.06.2017

 ინფლაციის მხრივ 6-წლიანი რეკორდი დამყარდა. მაისში, 2011 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი ინფლაცია იყო - 6.6%. სპეციალისტების შეფასებით, ფასების ზრდა სუბიექტური ფაქტორითაა განპირობებული. ეროვნულმა ბანკმა დაკისრებულ მოვალეობას ვერ გაართვა თავი და ინფლაციის სადავეები ხელიდან გაექცა.

ნათია ლომიძე
03.06.2017

 უხარისხო საშენ მასალას, რომელიც დღემდე იყიდება და აქტიურად გამოიყენება სამშენებლო სფეროში, სამომავლოდ ხარისხიანი და ძვირადღირებული პროდუქცია ჩაანაცვლებს. 2020 წლიდან საქართველოში საშენი მასალის სერტიფიცირება დაიწყება. რეგულაცია ფასზეც მოახდენს გავლენას, რაც თავისთავად მშენებლობასაც გააძვირებს.

ნათია ლომიძე
02.06.2017

 ეროვნული ბანკის მხრიდან საფინანსო ორგანიზაციებზე რეგულაციის გატარებამ, შესაძლოა, არსებული მდგომარეობა მომხმარებელთა სასიკეთოდ შეცვალოს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან გატარებული ცვლილებები დროულია. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციებმა არ დააზარალოს ბიზნესი, მაგრამ არსებითად შეცვალოს მდგომარეობა მომხმარებლის სასიკეთოდ.

მარი ჩიტაია
01.06.2017

 ყველაზე მომგებიან ბიზნესებს საქართველოს ბიუჯეტში ყველაზე ნაკლები თანხა შეაქვს. ბანკებისა და აზარტული თამაშებიდან შენატანი საბიუჯეტო შემოსავლების მხოლოდ თითო-თითო პროცენტია. ამ დროს აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა შარშან 4,235 მლრდ ლარი შეადგინა, მოგებამ - 363 მლნ ლარი, ბიუჯეტმა კი მხოლოდ 109 მლნ ლარი მიიღო. ზუსტად იგივე ვითარებაა ბანკების მხრივაც. მიუხედავად იმისა, რომ ბანკებმა 2016 წელს 679 მლნ ლარის წმინდა მოგება მიითვალეს, ბიუჯეტში მხოლოდ 79 მლნ ლარი გადაიხადეს.

მარი ჩიტაია
01.06.2017

 საბანკო სექტორს ახალ რეგულაციებს უწესებენ. უკვე ყველა ლაპარაკობს, რომ ბიზნესის განვითარებას ბანკების არაპროფილური საქმიანობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ბანკებს ეს არ აშინებთ, მაგრამ როგორც მათი წარმომადგენლები ამბობენ, აცნობიერებენ რისკს, რომ შეიძლება, დაფინანსების მხრივ პრობლემა შეიქმნას.

ნათია ლომიძე
31.05.2017

 მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, აპრილში ეკონომიკის ზრდის ტემპი მკვეთრად შემცირდა. აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2,1%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩება როგორც გასული წლის აპრილის მონაცემს (4,3%), ასევე მიმდინარე წლის მარტის მონაცემს (5,3%). ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება ვერ ხერხდება და ყველაფერი შემთხვევით წარმატებაზეა დაფუძნებული.

მარი ჩიტაია
31.05.2017

 სამეწარმეო დარგის განვითარებისთვის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორის მხრიდან თითქმის არაფერი კეთდება. თანაინვესტირების ფონდი, რომელიც მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სხვადასხვა დარგის დახმარების ნაცვლად, სასტუმროების მშენებლობებითა და თხილის პლანტაციების მოშენებითაა დაკავებული. გამოდის, რომ ფინანსდება ისეთი მიმართულებები, რომლებიც ისედაც კარგადაა განვითარებული და მაღალი მომგებიანობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, თანაინვესტირების ფონდი წმინდა სახის კომერციითაა დაკავებული.

მარი ჩიტაია
30.05.2017

 შიდა გადაზიდვის ბაზარზე მონოპოლიის საფრთხეა. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეგულაციების პარალელურად, შესაძლოა, მსხვილმა ბიზნესმა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა მთლიანად ხელში ჩაიგდოს. გამორიცხული არ არის, ისეთი სქემა გათამაშდეს, როგორიც თბილისში ყვითელი მიკროავტობუსების სისტემის დანერგვის შემთხვევაში, როდესაც ერთმა კომპანიამ ხელში ჩაიგდო ყველა ხაზი და დედაქალაქის მგზავრთა გადაყვანა.

მარი ჩიტაია
27.05.2017

 ოპეკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 9 თვით გააგრძელებენ შეთახმებას ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირების ნაცვლად, ნავთობის ფასი ერთბაშად 6,5%-ით გაიაფდა. ნავთობის სიჭარბემ და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციამ გავლენა მოახდინა და ნავთობის ფასმა მოულოდნელად ვარდნა დაიწყო.

ნათია ლომიძე
26.05.2017

 "საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი," რომელზეც მსჯელობა უკვე მიმდინარეობს, მშენებლობის ნებართვის გაცემას მხოლოდ იმ პირებზე ითვალისწინებს, რომლებიც სერტიფიცირებული სპეციალისტები იქნებიან. სხვა შემთხვევაში ისინი სამშენებლო ტიპის პროექტებს ვერ განახორციელებენ. ურბანისტებს მიაჩნიათ, რომ ახალი კოდექსით გათვალისწინებული პირობები მისაღებია და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიყვანონ სისრულეში.

ნათია ლომიძე
26.05.2017

 სააფთიაქო ქსელებს, შესაძლოა, კლინიკების ფლობა აეკრძალოთ. ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს. კანონპროექტის წინააღმდეგი არიან თავად ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები, სფეროს სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება მართებულია. იგი დაარეგულირებს ბაზარზე იმ პრობლემებს, რაც ფასის ზრდით და არამიზნობრივად დანიშნული მედიკამენტებითაა გამოწვეული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×