თეო გუდავაძე
07.07.2017

 საზღვაო სეზონი გაიხსნა და ტურისტულ ადგილებში აქტიურად დაიწყო მუშაობა, თუმცა ადგილობრივი ტურისტები რამდენიმე მიზეზის გამო პასიურობენ. ხალხს დასასვენებლად წასვლის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მათი განკარგვადი შემოსავალი წლიდან წლამდე მცირდება. საკურორტო ზონებში ფასი მატულობს, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი, უკეთეს შემთხვევაში, იგივეა ან სულაც მცირდება, რადგან ინფლაცია და ლარის დევალვაცია ადამიანებს დაზოგვის შესაძლებლობას არ აძლევს.

მარი ჩიტაია
06.07.2017

 წლის ბოლომდე ინფლაციის მხრივ 9-წლიან რეკორდს მივუახლოვდებით და შეიძლება, "გავაუმჯობესოთ" კიდეც. ჯერჯერობით კი, 2011 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში ყველაზე მაღალი, 7.1%-იანი ინფლაცია ფიქსირდება. სპეციალისტები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ წლის ბოლოს ქვეყანა ორნიშნა ინფლაციამდე მივა.

მარი ჩიტაია
05.07.2017

 ბუნებრივი აირის ახალი ტარიფის დადგენამდე 2-3 კვირა რჩება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კომპანიების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციები უკვე შესწავლილია. როგორც უწყებაში განმარტავენ, საკითხი დღის წესრიგში მალე შევა და საჯარო სხდომა დაინიშნება.

მარი ჩიტაია
05.07.2017

 დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მზადაა. ახალი წყალსადენის სისტემა, მტკვრის შენაკადი მდინარეების გახსნა და რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობა, სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდის შეზღუდვა იმ საკითხების ნაწილია, რომლებიც თბილისის გენერალური გეგმის პროექტშია ასახული.

მარი ჩიტაია
04.07.2017

 ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ინტერვენციებმა ლარი ერთ ადგილზე გააშეშა. სებ-მა სავალუტო აუქციონის მეშვეობით ბაზარს თითქმის 90 მლნ დოლარი გამოაცალა, აქედან 70 მლნ დოლარი ბოლო 3 კვირაში. შედეგად, ლარის კურსის გამყარება ვერ მოხერხდა, ამასობაში კი ინფლაციამ ბოლო წლების რეკორდი მოხსნა. ფინანსისტების გათვლით, სავალუტო ინტერვენციების გარეშე კურსი ახლა 2,30-ის ფარგლებში იქნებოდა.

მარი ჩიტაია
04.07.2017

 ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში მცირე და საშუალო საწარმოები მომრავლდა. მათი უმეტესობა რუსული, სომხური, ჩინური და უკრაინულია. როგორც "ბიზნეს-რეზონანსმა" გაარკვია, უცხოელი ინვესტორების აქტიურობა განპირობებულია პროდუქციის თვითღირებულების დაბალი ფასით, რაც იაფ ენერგიას და მუშახელს უკავშირდება. პირველ რიგში კი, ეს არის უფასო დენი, რომლითაც საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიას ამარაგებს. მისი მომხმარებელი სწორედ უცხოური საწარმოებია, რომლებიც მიზერული ტარიფით დიდ სარგებელს იღებენ, მაგრამ საქართველო მხოლოდ ზარალობს. აფხაზეთისთვის მიწოდებული დენის საფასურს საქართველოს ბიუჯეტი ფარავს.

რეზონანსი
04.07.2017

 სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" იწყებს ელიავას ავტობაზრობაზე 2 ივლისს მომხდარი ხანძრის შედეგად დამდგარი ზარალის დარეგულირების პროცესს. "ჯიპიაი ჰოლდინგში" დაზღვეული იყო თავად შენობა (კონსტრუქციული ნაწილი და შიდა მოპირკეთება), ხოლო რამდენიმე ათეულ მეწარმეს დაზღვეული ჰქონდა მარაგი და ინვენტარი. განაცხადების მიღება დაწყებულია, ხოლო "ჯიპიაის" ანაზღაურების ჯგუფი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რათა ოპერატიულად მოხდეს ზარალის შეფასება და ანაზღაურების გაცემა.

ნათია ლომიძე
01.07.2017

 დედაქალაქის შემდეგ სამშენებლო თვალსაზრისით პრობლემები სხვა ქალაქებშიც გაჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ბათუმში მშენებლობის ტემპი გაიზარდა და ქაოსის ნიშნები აშკარად გამოიკვეთა. ურბანისტების თქმით, ბათუმის სხვადასხვა ქუჩაში დასრულებული ან მიმდინარე მშენებლობა უსისტემოა. აუცილებელია ჩარევა და ერთიანი პროექტის შედგენა, რაც დამატებით პრობლემებს აარიდებს დასახლებულ პუნქტს. სპეციალისტების თქმით, დღეს დიდ ქალაქებში შენდება უძრავი ქონება და არა არქიტექტურული ნაგებობები.

ნათია ლომიძე
30.06.2017

 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ლარში ფასდადება ყველა საქონელსა და მომსახურებაზე სავალდებულო გახდება, თუმცა საავტომობილო ბაზარზე ახალი რეგულაცია არ იმოქმედებს. ავტოდილერები ამბობენ, რომ მანქანები არ გაძვირდება. შიდა ბაზარზე პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა გარკვეული ცვლილებები რეექსპორტს შეეხება. ავტობიზნესით დაკავებულმა ადამიანებმა არ იციან, ისევ დოლარში მოუწევთ მეზობელი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ავტომობილებზე ფასის დაწესება, თუ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა იხელმძღვანელონ.

ნათია ლომიძე
28.06.2017

 ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საქართველოდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. სხვადასხვა ტურისტულ კომპანიას სხვადასხვა მონაცემი აქვს, თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. ისინი ტურისტული პაკეტების გაძვირებაზეც საუბრობენ. შარშანდელთან შედარებით სხვაობა დაახლოებით 15-20%-ის ფარგლებშია.

მარი ჩიტაია
27.06.2017

 ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მცირე თუ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ახალი ჰესი აშენდა, საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა ვერაფრით გვარდება. სპეციალისტები დაუფარავად ამბობენ, რომ ქვეყნის ენერგოპოლიტიკა მცდარია. მთავრობა პრობლემებში სულ უფრო მეტად ეფლობა.

ნათია ლომიძე
27.06.2017

 ლარის კურსის დევალვაცია მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. 2015 წლიდან დღემდე მსესხებლები მინიმუმ 80 ლარით გაძვირებულ კრედიტს იხდიან. საკრედიტო მომსახურების წლიური თანხის თანაფარდობა საშუალო თვიურ შემოსავლებთან 80%-ის ფარგლებში იყო, ხოლო ახლა 102%-ის მიჯნაზეა. ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ხალხმა დევალვაციის გამო მარტო სესხის პროცენტებში 1 მილიარდ ლარზე მეტი იზარალა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×