ნათია ლომიძე
24.06.2017

 საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადი და საწვავი მკვეთრად გაძვირდა, ამას იმპორტიორი კომპანიების საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები და ავტობიზნესით დაკავებული ადამიანები აცხადებენ, რომ საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი თანხობრივად გაიზარდა და არა მანქანების რაოდენობის მხრივ. იაპონიის ბაზარი ამერიკამ და ევროპულმა ქვეყნებმა ჩაანაცვლა.

მარი ჩიტაია
24.06.2017

 საქართველოსთვის რუსული ინვესტიციები არასაიმედოა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რა პროექტიც უნდა განახორციელონ, რუსული ბიზნესი მუდმივად კრემლის პოლიტიკაზე იქნება მიბმული. "ინტერ-რაოს" მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირება თვალსაჩინო მაგალითია, რატომ არ უნდა ვენდოთ რუს ინვესტორებს, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ საკუთარი მზაკვრული "კარტის" გათამაშება.

მარი ჩიტაია
23.06.2017

 გაზის გაძვირება ინფლაციას გაზრდის და დააჩქარებს. თუკი სპეციალისტების პროგნოზი გამართლდება და ტარიფი 5 თეთრით მოიმატებს, ქვეყანა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,3%-იან სხვაობას მიიღებს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ფასები სხვა მიმართულებით არ გაიზრდება. ასეთი რამ კი წარმოუდგენელია და ბუნებრივი აირის გაძვირება რეალურად აისახება ყველა მიმართულებით - პურის ფასიდან დაწყებული, ელექტროენერგიის ტარიფის ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში ინფლაცია გაცილებით მაღალი იქნება.

მარი ჩიტაია
23.06.2017

 ქონების ღირებულების ლარში მითითების ვალდებულება ბინებს დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებში გააძვირებს. ლარის არასტაბილურობის გამო გარკვეული მარჟის დაკავებას ყველა შეეცდება, რაც ფასზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს. დეველოპერები ფიქრობენ, რომ მოსახლეობასთან ერთად მოუწევთ საკმაოდ რთული პერიოდის გავლა, სანამ სიტუაცია დარეგულირდება და უძრავი ქონების ბაზარი შეეგუება ცვლილებას.

მარი ჩიტაია
22.06.2017

 საწვავის ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ფასებისადმი არაადეკვატურია. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ბაზრებზე ნავთობის გაიაფების ტენდენცია, დიდი ხანია, გრძელდება და ლარიც შესაშურად სტაბილურია, საქართველოში ნავთობპროდუქტები, პრაქტიკულად, არ გაიაფებულა. ბრენდირებულ სადგურებში 1 ლიტრი ბენზინი დაახლოებით 2 ლარად იყიდება მაშინ, როცა მისი საბითუმო ღირებულება 1,60 ლარია. გამოდის, რომ მოგების მარჟამ უკვე 40 თეთრს მიაღწია.

ნათია ლომიძე
22.06.2017

 2017 წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონებში წყლის ერთიანი გათანაბრებული ტარიფი დადგინდება, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ. მანამდე კი "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" სემეკს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით უნდა მიმართოს, რაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შემდეგ მოხდება ახალი გაანგარიშება. ხომ არ არის საფრთხე, რომ რეგიონებისთვის წყალი გაძვირდეს?

ნათია ლომიძე
21.06.2017

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი დღის განმავლობაში 30 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზრიდან დოლარი ამოიღო. მათი ქმედება მიუთითებს, რომ კურსის 2.40-იან ნიშნულზე დაჭერას ცდილობენ. ამ დროს სებ-ი ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს და მცურავი კურსის რეჟიმს უშლის ხელს.

ნათია ლომიძე
21.06.2017

 მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი კლებისკენ მიდის და 1 ტონა მზა პროდუქტი 33%-ით გაიაფდა, საქართველოში ფასის კლებაზე არავინ ფიქრობს. აგარის შაქრის ქარხანა ჯერ 10 დღეა, რაც ამოქმედდა და მისი დირექტორი ამბობს, რომ მომხმარებელს შეღავათიან ფასს შესთავაზებს. სხვა დაპირება გაიაფების თაობაზე ჯერჯერობით არავის დასცდენია.

მარი ჩიტაია
21.06.2017

 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე რთული მდგომარეობაა. ქართველი დასაქმებულები გზის მშენებელ კომპანია "ალტკომთან" თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, სანამ კუთვნილ ხელფასს არ მიიღებენ. ამასობაში, ავტომაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა შეიძლება, ჩავარდეს.

მარი ჩიტაია
20.06.2017

 ბუნებრივი აირის გადასახადი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ტარიფი დაახლოებით 5 თეთრით მოიმატებს. მართალია, ეს დიდი ცვლილება არაა, მაგრამ ღარიბი მოსახლეობისთვის მაინც რთული გადასატანი იქნება. მათ არსებულ ტარიფთანაც უჭირთ გამკლავება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

ნათია ლომიძე
20.06.2017

 საქართველოში დეფიციტური პროფესიები მომრავლდა. ამის მიზეზი დასაქმების უპერსპექტივობაა. აბიტურიენტებისა და სტუდენტების უმრავლესობის თქმით, არაპოპულარულ ფაკულტეტებზე სწავლა მათთვის მიუღებელია, რადგან არ იციან, დასაქმების მხრივ რამდენად გაუმართლებთ. სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ თუ ისინი იშვიათ პროფესიებს დაეუფლებიან, დასაქმებისა და შემოსავლის გაჩენის მეტი შანსი აქვთ. ამ სპეციალობების მოთხოვნაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რაც კონკრეტული ფაკულტეტების დაფინანსებასა და დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს.

მარი ჩიტაია
20.06.2017

 "ყაზტრანსგაზის" დავა საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, არბიტრაჟში აღარ გაგრძელდეს. ყაზახურ კომპანიაში არ მალავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მისაღებ წინადადებას ელოდებიან. საქართველოს მთავრობაშიც გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შეთანხმებით დასრულდება დავა, რისი რესურსიც რეალურად აქვთ. გაცილებით პრინციპული პოზიცია აქვს მთავრობას "ინტერ-რაოს" მიმართ, რომლის პრეტენზია საქართველოში სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში რუსული კომპანიის პოზიციას უსაფუძვლოს უწოდებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×