მარი ჩიტაია 14.04.2017
საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი წლის დასაწყისიდან გაიზარდა. პირველი 2 თვის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე წლიური პროგნოზი. სწორედ ამ დროს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 0,5%-ით შეამცირა და იმაზე დაბალ ნიშნულზე დასწია, ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი 4%-ია. სსფ-ს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს უკვე მეორედ ამცირებს, რასაც სპეციალისტების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა.
|
მარი გოცირიძე 14.04.2017
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევა მნიშვნელოვანი საკითხია. რაც დრო გადის, საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილმა ხანძარმა პრობლემა ზედაპირზე ამოატივტივა.
|
მარი ჩიტაია 13.04.2017
სამომხმარებლო ბაზარს ლარის გამყარება ცოტათი დაეტყო. იმპორტირებული პროდუქტის ნაწილი დაახლოებით 10%-ის ფარგლებში გაიაფდა. ცვლილება მსხვილი სავაჭრო ობიექტებიდან დაიწყო, პატარა მაღაზიები კი ჯერჯერობით თავს იკავებენ საფასო ცვლილებებისგან.
|
ნათია ლომიძე 13.04.2017
"რეზონანსის" პროგნოზი სრული სიზუსტით ახდა. წინასააღდგომო დღეებში ლარმა სწრაფი ტემპით გამყარება დაიწყო და უკვე ჩამოსცდა 2,39-ის ნიშნულს. როგორც ჩანს, ტემპი ნავარაუდევზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა და საქართველოს ეროვნული ბანკიც იძულებული გახდა, სავალუტო აუქციონში ჩართულიყო. გუშინ სებ-მა ბაზრიდან ჭარბი დოლარი ამოიღო და ამით ხელი შეუშალა რევალვაციას.
|
ნათია ახალაია 13.04.2017
არსებობს რეალური მიზეზები, რის გამოც რუს ტურისტებს თურქეთში დასვენება შეიძლება ისევ აეკრძალოთ. ჩრდილოეთიდან ჩარტერული ავიარეისები უკვე იზღუდება, ხოლო ორ ქვეყანას შორის ვითარება სულ უფრო იძაბება. მსგავსი აკრძალვა 2 წლის წინაც დაწესდა და ამას, წესით, საქართველოში რუსი ტურისტების მოზღვავება უნდა გამოეწვია, მაგრამ პროგნოზი დიდად არ გამართლდა.
|
მარი ჩიტაია 12.04.2017
საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია გამოირიცხა. საერთაშორისო ბაზრებზე ფასი ლამის ყოველდღიურად მატულობს. ბოლო ორ კვირაში ნავთობპროდუქტები 12%-ით არის გაძვირებული. მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, ადგილობრივ ბაზარზე საფასო პოლიტიკა არ შეცვლილა. იმპორტიორებს ლარის კურსმა მისცა შესაძლებლობა, ამ ეტაპზე შედარებით დაბალი ფასი შეენარჩუნებინათ.
|
ნათია ლომიძე 12.04.2017
ბაზარზე ცემენტის ვარგისიანობის შემოწმება დაიწყება. კვლევას ისეთი კომპანიები აწარმოებენ, რომლებიც ბაზარზე დომინირებენ. სპეციალისტების შეფასებით, ცემენტის შემოწმება მისასალმებელია, თუმცა მას არ უნდა იკვლევდეს ორგანიზაცია, რომელსაც იმავე დარგში კერძო ინტერესი გააჩნია.
|
მარი ჩიტაია 11.04.2017
სააღდგომოდ ლარი, შესაძლოა, გამყარდეს. ფულადი გზავნილების ზრდა, ტურისტული სექტორის გააქტიურება და ლარზე გაზრდილი მოთხოვნა ეროვნული ვალუტის პოზიციებს კიდევ გააუმჯობესებს. ლარის გამყარების ტენდენცია 4 აპრილიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირასა და მომდევნო დღეების განმავლობაშიც, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს პროცესი შემდეგაც გაგრძელდეს.
|
ნათია ლომიძე 11.04.2017
როგორც მოსალოდნელი იყო, 2017 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ხორცის იმპორტი გაიზარდა. ეს ბაზარზე არსებულმა დეფიციტმა გამოიწვია, რადგან ადგილობრივი პროდუქტი მასობრივად საექსპორტოდ გაიგზავნა. საქართველოში მესაქონლეობის დარგი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, ამიტომ იმპორტირებულ ხორცზე უფრო დამოკიდებულნი ვხდებით. სპეციალისტების აზრით, თუკი სოფელში გლეხს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და სტიმული მიეცემა, ადგილობრივი წარმოების პრობლემა ავტომატურად მოგვარდება.
|
თამარ ვეფხვაძე 11.04.2017
საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2016 წლის ბოლოს მოსახლეობის 59%-ს ჯანდაცვის მომსახურებისა და მედიკამენტებისათვის ჯიბიდან გადასახდელი თანხა გაეზარდა. ეს იმ პირობებში, როდესაც კერძო დაზღვევის პარალელურად მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. გამოკითხულთა 81,5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება გაძვირდა.
|
ნათია ლომიძე 08.04.2017
ფასიანი ქაღალდები კვლავ კომერციული ბანკების ინტერესის არეალშია. ამ კუთხით მათი როლი დღითი დღე იზრდება. მრავალი წელია საფონდო ბირჟის მეწილეები და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები ამ ორი სექტორის ერთმანეთისგან გამიჯვნას უშედეგოდ ითხოვენ. მათ მოთხოვნებს საქართველოს პრეზიდენტიც უერთდება, თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის განცხადებას ძალა არ აქვს და მის მიმართვას არ გაითვალისწინებენ.
|
ნათია ლომიძე 08.04.2017
აგრარულ სექტორში იმპორტზე დამოკიდებულება მატულობს. ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგი ლამის 2 კვარტალში იწურება და წლის დანარჩენ პერიოდში ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული ხდება. განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება ზამთრის თვეებში. ამ მხრივ გამორჩეული იყო წლევანდელი იანვარ-მარტი, როდესაც იმპორტირებულ ხილ-ბოსტნეულზე დამოკიდებულება თვალშისაცემად გაიზარდა.
|