მარი ჩიტაია
01.04.2017

 საგადასახდელო ბალანსის დეფიციტმა 2016 წელს თითქმის 2 მლრდ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის მონაცემებით ირკვევა, რომ უარყოფითი ბალანსი შარშან, 2015 წელთან შედარებით, 229 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. შარშანწინ ეს მაჩვენებელი 1,480 მლრდ-ს შეადგენდა.

ნათია ლომიძე
01.04.2017

 საქართველოში ბიზნესმენები მაღალპროცენტიან კრედიტებზე ჩივიან. მათი თქმით, ბანკები არ ზრუნავენ ბიზნესის განვითარებაზე და მათი მთავარი მიზანი საკუთარ მოგებაზე მუშაობაა. იგივე პოზიციას იზიარებენ საბანკო სფეროს სპეციალისტებიც, თუმცა ისინი საკითხს სხვა მხრივაც განიხილავენ - ზედმეტად დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა, შესაძლოა, გარკვეული რისკი წარმოშვას.

მარი ჩიტაია
31.03.2017

 მიწის რეგისტრაციის მიმართ ინტერესი სახელმწიფო რეფორმის ფარგლებშიც კი დაბალია. სარეგისტრაციო პირობების გამარტივების მიუხედავად, მიწა საკუთრებაში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა, რაც მანამდე რეგისტრირებულ რაოდენობას მხოლოდ 10%-ით აღემატება. საკუთრებაში საერთო მიწების სულ 35%-ია მოქცეული, 2/3 ჯერ ისევ დასარეგისტრირებელია ჯერ. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრაციის ტემპი დაბალია.

მარი ჩიტაია
31.03.2017

 საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი დამაკმაყოფილებელია. ლარის გამყარებამ და შედარებით სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ეკონომიკურ ზრდაზე სასიკეთოდ იმოქმედა. წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, ხოლო პირველი 2 თვის საშუალო მაჩვენებელმა 4,8% შეადგინა. ოფიციალურმა სტატისტიკამ როგორც სამთავრობო გუნდის, ასევე სპეციალისტების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

ნათია ლომიძე
31.03.2017

 მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "თბილისის თამბაქომ" "ფილიპ მორისს" სასამართლო დავა მოუგო, ორ მხარეს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი იმ მოსამართლეს, რომელმაც "თბილისის თამბაქოს" სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე, კორუმპირებულს უწოდებს. მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები. მათი აზრით, იმპორტიორი კომპანიების ხარჯზე ადგილობრივი ბიზნესი არ უნდა ზარალდებოდეს.

ნათია ლომიძე
30.03.2017

 საქართველოში აქტიურად საუბრობენ უმუშევართა კომპენსაციის თაობაზე. ამ საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არასამთავრობო ორგანიზაციები და გაერთიანებული პროფკავშირები აყენებენ. საფინანსო სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ დღევანდელ ბიუჯეტს ამ ხარჯის გაწევის შესაძლებლობა არ აქვს. სამომავლოდ კი საკომპენსაციო თანხები ისე უნდა გაიწეროს, რომ სოციალურად დატვირთული ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს.

მარი ჩიტაია
30.03.2017

 ლარიზაციის გეგმა ეროვნული ვალუტის გამყარებას მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში დაეხმარება. ფინანსისტების აზრით, დოლარიზაციის შესამცირებლად მთავრობის მხრიდან ხელოვნური ჩარევა შედეგს ვერ მოიტანს, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი ღონისძიება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ნათია ლომიძე
29.03.2017

 დოლარი მსოფლიო ვალუტებთან მიმართებით მეთოდურად სუსტდება. ეს ტენდენცია იანვრიდან მოყოლებული შესამჩნევი გახდა. უცხოელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ძლიერი დოლარის ეპოქა ნელ-ნელა მთავრდება. რა ელის საქართველოს და მის ირგვლივ მყოფ ქვეყნებს, რომლებიც შარშან და შარშანწინ სავალუტო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ? ქართველი ეკონომისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქვეყნის წინსვლისთვის, დოლარის შესუსტების გარდა, ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებაა საჭირო.

მარი ჩიტაია
29.03.2017

 უახლოეს წლებში საქართველოს გაზის ბალანსის შესავსებლად ალტერნატიული წყაროების ძიება მოუწევს. არ არის გამორიცხული, გარკვეული მოცულობის იმპორტი განხორციელდეს რუსეთიდანაც. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამის საჭიროება ქვეყანაში აუცილებლად დადგება. როგორც ოფიციალური მონაცემებიდანაც ჩანს, 2017 წელს გაზის მოხმარება ქვეყანაში 2,6 მლრდ კბ/მ-ს მიაღწევს, რამდენიმე წლის წინ კი საქართველო 2 მლრდ კბ/მ-ს ფარგლებში მოიხმარდა. გაზზე მოთხოვნა ყოველწლიურად მინიმუმ 5%-ით. იმატებს

ნათია ლომიძე
25.03.2017

 საქართველოში ამ დროისთვის 2 ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერია. ისინი ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებენ და ფასებსაც შესაბამისად ადგენენ. მომხმარებლები კი ინტერნეტის სიჩქარესაც უჩივიან და კომპანიებისგან დაწესებული მაღალი ტარიფების შემცირებას ითხოვენ. სპეციალისტები დადგენილ ფასებს არაადეკვატურად მიიჩნევენ და მომხმარებლების პროტესტს საფუძვლიანს უწოდებენ.

ნათია ლომიძე
24.03.2017

 მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს და ქვეყანაშიც ეროვნული ვალუტა მყარდება, საქართველოში საწვავის ღირებულება თითქმის უცვლელია. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე დიზელისა და ბენზინის ფასი აქციზის გაზრდის შემდეგ 2,10 ლარს გადასცდა და ჯერჯერობით აზრად არავის მოსდის მისი შემცირება. უმნიშვნელო ძვრა შეინიშნება პატარა აგს-ებზე, სადაც საწვავი 5-7 თეთრით გაიაფდა.

ნათია ლომიძე
24.03.2017

 სახელმწიფო ტენდერების კუთხით ვითარება ისევ მოუწესრიგებელია და უკვე უამრავმა პრობლემამ მოიყარა თავი. საკითხი მთავრობის სხდომაზეც გაიტანეს და ტენდერებში მონაწილეთათვის ხელფასების დაგვიანების მიზეზებზე ისაუბრეს. კომპანიები თანამშრომლებისთვის ხელფასების დაგვიანების მთავარ არგუმენტად ტენდერებში დაბალი ფასით გამარჯვებას ასახელებენ. მინისტრები მკაცრ კონტროლზე და მონაწილეების დახმარებაზე აკეთებენ აქცენტს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×