ნათია ლომიძე 10.03.2017
ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით დაამტკიცა საფინანსო ზედამხედველობის საქართველოს ეროვნულ ბანკში დაბრუნების კანონპროექტი. მთავრობის პოზიციის სასწრაფად შეცვლა სავალუტო ფონდს უკავშირდება, რასაც დაუფარავად ადასტურებენ ფინანსთა სამინისტროში. წელიწად ნახევრის წინ "ქართული ოცნება" თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დატოვება არ შეიძლებოდა, ახლა კი იგივე შემართებით საპირისპიროს ასაბუთებს.
|
მარი ჩიტაია 10.03.2017
ბუნებრივი აირის გადასახადი ძველი და ახალი აბონენტებისთვის გათანაბრდება. ცვლილება მას შემდეგ მოხდება, რაც გაზის ტარიფები სემეკის სრულ რეგულირაციაში დაბრუნდება. მოსალოდნელია, რომ ძველი მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზრდება, რასაც სპეციალისტები ვარაუდობენ კიდეც. მარეგულირებელ კომისიაში გაზის გადასახადის გაძვირების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.
|
ნათია ლომიძე 09.03.2017
მეზობელი რეგიონებიდან საქართველოში კონტრაბანდის საფრთხე დღითი დღე მატულობს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ახლა უკვე ოქროს ნაკეთობების არალეგალურად შემოტანის ფაქტები გახშირდა. ერთი მხრივ, ეს აქციზის განაკვეთის ზრდას უკავშირებენ, ხოლო მეორე მხრივ, ამა თუ იმ საქონლის დაბალ ფასს მეზობელ ქვეყნებში;
|
მარი ჩიტაია 09.03.2017
სამომხმარებლო ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქტი უკვე ამოიწურა. ცოტა ხნის წინათ დახლებზე ქართული მარცვლეული, ბოსტნეული და ხილიც შეიმჩნეოდა, ამ პერიოდში ყველა მათგანი მთლიანად იმპორტირებულმა ჩაანაცვლა. უკეთ რეალიზაციის მიზნით მოვაჭრეები მუდმივად ცდილობენ შემოტანილი პროდუქტის ქართულად გასაღებას. იმპორტირებული პროდუქტი საკმაოდ ძვირად იყიდება, რაც ნიშნავს, რომ მარტ-აპრილში ინფლაციის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნება.
|
მარი ჩიტაია 09.03.2017
სად გაჩერდება კურსი და რა იქნება მისი სტაბილურობის გარანტი, უცნობია. სპეციალისტებს ლარის სწრაფი გამყარება აეჭვებთ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე ტრენდი გალარების პროგრამის მოკლევადიანი ეფექტით იყოს გამოწვეული. თუკი ტენდენცია 17 მარტის შემდეგაც შენარჩუნდება, ცხადია, ეჭვიც გაიფანტება. ამ შემთხვევაში, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კურსი შესაძლოა, 2,30-2,35 ნიშნულზე დაბალანსდეს და ეს იქცეს ახალ საორიენტაციო ნიშნულად.
|
ნათია ლომიძე 08.03.2017
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების შესახებ ერთგვარი დასტურია იმისა, რომ სებ-ი ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას არ აღიარებს. ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ სებ-მა აქცენტი ეკონომიკურ ზრდაზე გააკეთა და ფასების ზრდას ყურადღება არ მიაქცია.
|
ნათია ლომიძე 08.03.2017
უცნობია, მოხმარდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კერძო დაზღვეულების გამიჯვნის შემდეგ დარჩენილი თანხა იმ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით მომავალშიც ისარგებლებენ. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება. ჯანდაცვის სამინიტრო დეტალებს ამ კვირაში წარმოადგენს.
|
მარი ჩიტაია 08.03.2017
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს მიმოსვლის ახალ პირობებთან შეგუება იძულებით უწევთ. მეოთხე დღეა, დანარჩენ საქართველოს გალი ცენტრალური გადასასვლელით უკავშირდება, რაც ერთადერთი საზღვარია და ამიერიდან არანაირი "პირობითი საზღვარი" არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ გალი ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცა, ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდება.
|
მარი ჩიტაია 07.03.2017
"საქართველოს რკინიგზაში" ხელფასების სისტემა იმდენად გაუმართლებელია, რომ უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. უწყებაში, რომლის სახელფასი ფონდი დაახლოებით 145 მილიონი ლარია, 10 000 ადამიანის შრომის ანაზღაურებისთვის 90 მილიონი ლარი იხარჯება. 50 მილიონზე მეტი ხმარდება 2000 ადამიანის ხელფასს, რომელიც "საქართველოს რკინიგზაში" წამყვან თანამდებობებს იკავებს.
|
მარი ჩიტაია 07.03.2017
გალარების პროგრამის მიმართ ინტერესმა ასე თუ ისე მოიმატა, თუმცა მომხმარებელთა აქტივობა კვლავ დაბალ ნიშნულზეა. ბოლო მონაცემებით, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა პროექტით გათვალისწინებულ მსესხებელთა მხოლოდ 8,5%-ს შეადგენს. ჯამში, სესხების გალარებაში მონაწილეობა 27 000 ადამიანმა უნდა მიიღოს, არადა მათი რიცხვი 2300-ს არ აღემატება ეს ნიშნავს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის მცდელობა უშედეგოა.
|
ნათია ლომიძე 04.03.2017
ბოლო დრო სავალუტო ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული ეჭვი გააჩინა. მთელი კვირის განმავლობაში ლარი თავბრუდამხვევი სისწრაფით მყარდებოდა, ხოლო ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში ასეთივე სისწრაფით დაიწყო ვარდნა და რამდენიმე საათში თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა. ფინანსისტი დავით ასლანიშვილი სავალუტო ქაოსის შექმნაში ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების პასუხისმგებლობას ხედავს.
|
მარი ჩიტაია 04.03.2017
აქციზის გადასახადის გაძვირებამ საქართველოში საავტომობილო ბიზნესის განვითარებას, შეიძლება ითქვას, წერტილი დაუსვა. ავტოიმპორტიორები ბაზარს უკანმოუხედავად ტოვებენ. ბევრი მცირე კომპანია დაიხურა, პრობლემა აქვს საშუალო სიდიდის შპს-ებსაც. ზოგი, პირიქით, ძალების მოკრებას ცდილობს, რათა შექმნილ სიტუაციას თავი დააღწიოს. "რეზონანსთან" საუბრისას ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ბაზარზე კატასტროფული სიტუაციაა.
|
|