მარი ჩიტაია
03.03.2017

 ლარის რევალვაციის გავლენა საწვავის ბაზარზე ჯერჯერობით არ შეინიშნება. მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში საბითუმო ფასი შემცირდა, თუმცა საცალო ქსელში საწვავის გაიაფებას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არ ვარაუდობენ. იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ლარის გამყარება საწვავზე ფასის კლების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით გახდება შესაძლებელი. დაახლოებით 10-12 დღის შემდეგ ავტომფლობელები შეღავათს იგრძნობენ.

მარი ჩიტაია
03.03.2017

 ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიების საქმიანობით ეროვნული ბანკი, როგორც იქნა, დაინტერესდა, თუმცა მხოლოდ გამაფრთხილებელი განცხადებით შემოიფარგლა. ამასობაში კი საეჭვო რეპუტაციის მქონე ფინანსური ორგანიზაციები ისევ არხეინად აგრძელებენ საქმიანობას და ხალხის თანხის მითვისებას.

ნათია ლომიძე
03.03.2017

 მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებელი აქციზის განაკვეთის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ეროვნული ბანკი უკვე რთულ მდგომარეობაშია, ხელოვნურად გამოწვეული ინფლაციის მოთოკვა მარტივი არ იქნება.

მარი ჩიტაია
02.03.2017

 2016 წელს იძულებით გასხვისებული უძრავი ქონების რაოდენობამ ბოლო წლების რეკორდი მოხსნა. წლიდან წლამდე მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ვალის გადაუხდელების გამო უძრავი ქონება დაკარგეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემით, იძულებით აუქციონზე გასხვისებული უძრავი ქონების რაოდენობამ შარშან 26,7%-ით მოიმატა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, 40,5%-იანი ზრდაა.

ნათია ლომიძე
02.03.2017

 ლარის ელვისებური გამყარების კვალდაკვალ მოსახლეობა ცდილობს, დოლარი სწრაფად გადაახურდავოს და ნაკლები ზარალი ნახოს. ამიტომ ადამიანები, რომელთაც შემოსავალი დოლარში აქვთ ან უცხოეთიდან იღებენ გზავნილს, ვალუტას მასობრივად ახურდავებენ. სავალუტო ჯიხურებში "რეზონანსს" დაუდასტურეს, რომ, რამდენიმე ლარის მოგების გამო, ხალხი ცდილობს, დოლარი "მოიცილოს". ფინანსისტების აზრით, სანამ იმპორტზე მოთხოვნა არ გაიზრდება, გამყარების ტენდენცია შენარჩუნდება.

თეო გუდავაძე
02.03.2017

 ქართველ ტურისტებს ეგვპტეში დასვენება გაუძვირდება, მაგრამ, ტუროპერატორების მტკიცებით, მოთხოვნის შემცირება მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება თურქეთის მიმართულებას, აქ ცვლილება იგეგმება.

ნათია ლომიძე
01.03.2017

 იანვარში მშპ ნახტომისებურად გაიზარდა. დეკემბერთან შედარებით სხვაობა დაუჯერებლად მაღალი აღმოჩნდა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება განაპირობა როგორც ექსპორტის მაღალმა მაჩვენებელმა, ასევე ტურისტებისა და უცხოეთიდან ფულადი ნაკადის შემოდინებამ.

მარი ჩიტაია
01.03.2017

 ლარის გამყარების პარალელურად, ეროვნული ვალუტები მეზობელ ქვეყნებშიც მკვეთრად მყარდება. თებერვლიდან მოყოლებული, ტენდენცია პოზიტიურია, რაზეც გარკვეული გავლენა სეზონმაც მოახდინა. დაახლოებით 2-3 კვირა რევალვაციის პროცესი გაგრძელდება, შემდეგ კი ლარი გარკვეულ დიაპაზონში დასტაბილურდება. წესით, და რიგით, უახლოესი პერიოდის სცენარი ასეთი უნდა იყოს, თუმცა საქართველოში ხშირად პირიქითაც მომხდარა.

ნათია ლომიძე
01.03.2017

 სულ მალე ათეულობით მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაცია დაიხურება. 2017 წლის იანვრიდან შემოღებული რეგულაციის გამო მათ უკვე შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბევრმა საფინანსო კომპანიამ უკვე დახურა გარე მომსახურების ცენტრები, ჯერ კიდევ მოქმედი ობიექტები ახლო მომავალში შეწყვეტს ფუნქციობას.

ნათია ლომიძე
28.02.2017

 მიხედავად იმისა, რომ 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან დღემდე ლარი თითქმის 5%-ით გამყარდა, იმპორტიორები სამომხმარებლო ბაზარზე ფასების გადახედვას ნაადევად მიიჩნევენ. არასტაბილური კურსის გამო, ისინი რისკის გაწევას არ აპირებენ. ბიზნესმენები ამბობენ, რომ საჭიროა სავალუტო ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურდეს და ლარის კურსმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს სტაბილურობა. სწორედ ამის შემდეგ მოხდება ფასის კორექტირება.

ნათია ლომიძე
25.02.2017

 საქართველოში სპირტიანი სასმელების რეალიზება დღითი დღე მცირდება. ამის მთავარი მიზეზი აქციზის განაკვეთის ზრდაა, რაც ადგილობრივი წარმოებას პრობლემებს უქმნის. სპეციალისტები ამ საკითხზე მთაბვრობის მხრიდან მეტ ყურადღებას ითხოვე. მათი თქმით, დიდია ალბათობა, რომ ადგილობრივი ბიზნესი იმპორტმა ჩაანაცვლოს.

ნათია ლომიძე
25.02.2017

 გალარების პროგრამის დაწყების ერთი თვის თავზე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 275 სესხი გალარდა, რაც მოცულობით 15.67 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ჯერჯერობით კრედიტების საერთო რაოდენობის 5%-იც კი არ არის ლარში გადაყვანილი. ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა საკმაოდ სწრაფად იუმჯობესებს პოზიციებს, რაც სამთავრობო პროგრამას აფერხებს. თუკი ასეთივე ტემპით გაგრძელდება გამყარება, ოდნავი უპირატესობა, რაც გალარებას გააჩნია, ისიც დაიკარგება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×