თამარ მუკბანიანი
07.02.2017

 ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო ავეჯის ბიზნესით დაკავებული ადამიანები შემცირებულ რეალიზაციაზე ჩივიან. ბოლო 2 წელიწადში გაყიდვის მაჩვენებელმა 30-40%-ით დაიკლო.

ნათია ლომიძე
06.02.2017

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, დოლარმა შესუსტება დაიწყო. ევროსთან მიმართებით ამერიკულმა ვალუტამ პოზიცია უკვე დათმო, თანდათან ძვირდება ნავთობი და ძვირფასი ლივონებიც. როგორც ჩანს, ძლიერი დოლარის ეპოქა სრულდება. ქართველი ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ დოლარის დასუსტება საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტს გაიაფებს, მაგრამ შეიძლება პრობლემა შეექმნას ექსპორტს, თუმცა ამ მხრივ ისედაც მუდმივად პრობლემებია.

მარი ჩიტაია
04.02.2017

 სამომხმარებლო პროდუქტების მასშტაბური გაძვირების ფონზე, 3,9%-იანი წლიური ინფლაცია, რასაც ოფიციალური სტატისტიკა გვთავაზობს, ნაკლებად დამაჯერებელია. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშიც შეინიშნება, მეთოდოლოგიური ხარვეზის გამო, კვლევის შედეგი რეალობას არ ასახავს. ყოველ შემთხვევაში, ცდომილება დაფიქსირებულ მონაცემსა და რეალობას შორის საკმაოდ დიდია.

მარი ჩიტაია
03.02.2017

 საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ეკონომიკურად დიდ სარგებელს ვერ მოუტანს, თუმცა პოლიტიკურად ქვეყანა საკმაო დივიდენდს მიიღებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებით ქვეყანა, შესაძლოა, ცალკეული გამოწვევების წინაშეც დადგეს, რის საპასუხოდაც მთავრობას სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნვა გაორმაგებულად მოუწევს. თავისთავად ფაქტი, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, პოლიტიკურად დიდი გამარჯვებაა და ამას ვერავინ უარყოფს.

მარი ჩიტაია
02.02.2017

 ლუდის წარმოებაც და რეალიზაციაც მკვეთრად შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქციის გაყიდვამ დაახლოებით 15%-ით დაიკლო. თავის დროზე ლუდის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა აქციზის გადასახადის გაძვირებამ გამოიწვია, რასაც ლარის გაუფასურებაც დაემატა. სპეციალისტების ვარაუდით, წელს პრობლემა მოსალოდნელია თამბაქოსა და საწვავის ბიზნესშიც, რადგან აქციზის გაძვირება უარყოფით გავლენას ამ სექტორშიც მოახდენს.

მარი ჩიტაია
02.02.2017

 მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა მოსახლეობის გაღარიბებას გამოიწვევს. იმის ნაცვლად, რომ გადასახადები შეამცირონ და შეჭირვებულ მოქალაქეებს მდგომარეობა შეუმსუბუქონ, ხელისუფლება მის გაზრდას ცდილობს. ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა პოზიცია კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღების შესახებ, რომელიც გადასახადების გაზრდის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.

ნათია ლომიძე
02.02.2017

 საქართველოში ყოველი მესამე ოჯახი სრულფასოვნად ვერ იკვებება. მათ რაციონში ყოველდღე ერთი და იგივე საკვები შედის, რის გამოც არ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამის მთავარი მიზეზი, რასაკვირველია, უსახსრობაა. საქართველოში მხოლოდ შეძლებული ოჯახები ახერხებენ ასე თუ ისე სრულფასოვან კვებას. საშუალო ფენას კი, რომ აღარაფერი ვთქვთ ღარიბებზე, ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

მარი ჩიტაია
01.02.2017

 ეკონომიკის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების შენახვა, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია, ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება. იმის მაგიერ, რომ ამ სისტემაში დასაქმებულები კუთვნილ შრომის ანაზღაურებას დასჯერდნენ, სახელფასო დანამატების სახით ბიუჯეტის ფულს თვითნებურად ანაწილებენ. ამას ადასტურებს აუდიტის სამსახურის დასკნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებში დასაქმებულთა სახელფასო დანამატებს ეხება.

თამარ ვეფხვაძე
31.01.2017

 სესხების გალარების პროგრამა საფრთხის ქვეშაა. ბანკების პირობებით კლიენტებისთვის იმდენად მიუღებელია, რომ უმნიშვნელო ნაწილი გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს. შეიძლება მთავრობის ძლივს მოფიქრებულ-დაგეგმილი პროექტი ჩავარდეს. ამიტომ ეროვნულ ბანკში სასწრაფოდ შეიკრიბნენ კომბანკების პირველი პირები, რათა არაეფექტურად წამოწყებული პროგრამის გადარჩენა შეძლონ.

მარი ჩიტაია
31.01.2017

 აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი უფრო და უფრო გაურკვეველი ხდება. უცნობია, ენგურჰესის ჩაკეტვის გამო ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას რომელი მხარე უზრუნველყოფს ან მოხდება თუ არა ტარიფის სრულად ანაზღაურება ქართული მხარის მიერ. ენერგეტიკის სამინისტრო, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ევალება, დუმილის პოლიტიკას არჩევს. "ბიზნეს-რეზონანსის" გათვლით, სეპარატისტული რეგიონის ელექტროენერგიით დამატებით მომარაგებას საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე შევსებული ბიუჯეტიდან 33 მლნ ლარი შეეწირება.

მარი ჩიტაია
28.01.2017

 უახლოეს პერიოდში პურის ფასი არ მოიმატებს. როგორც მწარმოებლები განმარტავენ, პროდუქტის გაძვირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ თუკი ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, გარკვეულ გავლენას პურის ფასზეც მოახდენს. მწარმოებლების ინფორმაციით, თუ სავალუტო ბაზარზე მდგომარეობა არ გართულდება, პურპროდუქტებზე ფასი შენარჩუნდება.

ნათია ლომიძე
28.01.2017

 საქართველოში ბიზნესის განვითარებას საგადასახადო სისტემა და კოდექსი ხელს უშლის. მაღალი გადასახადები და მოუწესრიგებელი გარემო პრობლემას უქმნის როგორც მცირე საწარმოების განვითარებას, ასევე მსხვილი ბიზნესის გამართულ მოქმედებას. საგადასახადო კოდექსის მთელი რიგი მუხლები განსაკუთრები აზარალებს მცირე ბიზნესს. წლიდან წლამდე ვითარება უცვლელია, რის გამოც საწარმოებით ვერ უძლებენ უთანასწორო კონკურენციას და ხშირ შემთხვევაში საქმიანობას წყვეტენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×