მარი ჩიტაია
11.01.2017

 2016 წლის პირველ 9 თვეში ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 254 მლნ დოლარით გაიზარდა. იმის ნაცვლად, რომ ვალი შემსუბუქდეს, მთავრობა ტენდენციას არ ცვლის და ახალი ფინანსური ვალდებულებების წამოკიდებაზე უარს არ ამბობს. ამას ისიც მოწმობს, რომ სამთავრობო ვალი 263 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

ნათია ლომიძე
11.01.2017

 აქციზის გაზრდის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, საწვავის ფასმა 2 ლარს მიაღწია. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ მომატებული აქციზი საწვავის ფასში ბოლომდე არ ასახულა, ამიტომ ახლო მომავალში ბენზინი და დიზელი შეიძლება ცოტა კიდევ გაძვირდეს. თუმცა, თუკი ლარი ოდნავ მაინც გამყარდება და მსოფლიო ბაზარზეც შავი ოქროს ფასი დღევანდელ ნიშნულზე შეჩერდება, შესაძლოა, ადგილობრივი ბაზარი ფასის მორიგ ზრდას გადაურჩეს კიდეც.

მარი ჩიტაია
10.01.2017

 აქციზის გადასახადის გაზრდამ ავტომობილები კანონმდებლობის ამოქმედებამდე გააძვირა. დეკემბრიდან მოყოლებული მანქანების ფასმა 15-20%-ით მოიმატა, რაც რეალიზაციასაც დაეტყო. იმპორტიორები აცხადებენ, რომ სადღესასწაულო გავლენა ავტობიზსნესში არ იგრძნობა და არანაირი ძვრა გაყიდვის მიმართულებით არ შეიმჩნევა. უმნიშვნელოდ მოიმატა მარჯვენასაჭიანების რეალიზაციამ, რადგან მსურველები ცდილობენ მისი შეძენა მოასწრონ.

მარი ჩიტაია
10.01.2017

 მთავრობის წევრთა თანმიმდევრულ განცხადებებს, რომ სავალუტო რყევა მოკლევადიანია, საზოგადოების მხრიდან ნდობა არ აქვს. სპეციალისტების და ექსპერტთა გარდა, ნაკლებად ისმის საუბარი პრობლემაზე, რომელიც ლარს გრძელვადიან პერიოდში ემუქრება. სხვადასხვა დროს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას იმეორებს ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი გახარია, რომლის შეფასებითაც, სავალუტო რყევა არის მოკლევადიანი და გრძელვადიან პერიოდში ლარი გამყარების გზას დაადგება.

ნათია ლომიძე
10.01.2017

 2017 წელს საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს სპეციალისტები გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. ეკონომისტების უმთავრესი რჩევა ეროვნული ვალუტის დასტაბილურება და სოციალური უკმაყოფილების აღმოფხვრაა. ისინი შარშანდელის მსგავსად, 2017 წელსაც რთულად მიიჩნევენ. ამიტომ მთავრობას პრობლემების დასაძლევად გაათმაგებული მუშაობა მოუწევს.

ნათია ლომიძე
01.01.2017

 ეკონომიკური ზრდის გეგმა პირწმინდად ჩავარდა. შარშანდელი 3%-დან 2.7%-მდე ჩამოსული პროგნოზიც კი ვერ გამართლდა. წლიურ მაჩვენებელზე განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა დეკემბრის მონაცემებმა. 2017 წელს მთავრობას 4%-იანი ზრდის იმედი აქვს. სპეციალისტები ამ რიცხვს რეალურს უწოდებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია როგორც ქვეყნის შიდა, ასევე რეგიონალურ ფაქტორებზე.

მარი ჩიტაია
31.12.2016

 მთავრობამ წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვალა ეკონომიკური მაჩვენებელი და როგორც ირკვევა, მინიმალურ მაჩვენებელსაც ვერ ასრულებს. საეჭვოა, წლის ბოლოს მთლიანი შიგა პროდუქტი დაგეგმილი 2,7%-ით მაინც გაიზარდოს. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ მორიგ ამოცანას ვერ გაართვა თავი.

მარი ჩიტაია
31.12.2016

 ბოლო ერთ კვირაში ქართულ ბაზარზე საწვავის ფასმა 5 თეთრით, ხოლო დაახლოებით თვენახევარში 20-25 თეთრით მოიმატა. იმპორტიორების შეფასებით, საცალო ბაზარზე ფასის ზრდა ნაწილობრივ უკავშირდება აქციზის გაორმაგების მოლოდინს, რაზეც დამატებით რამდენიმე სხვა ფაქტორმაც მოახდინა გავლენა. განსაკუთრებით თვალშისაცემია მსოფლიო ბაზარზე "შავი ოქროს" გაძვირების ტენდენცია.

ნათია ლომიძე
31.12.2016

 მომავალი იანვარი სავალუტო ბაზრისთვის რთული იქნება. ამას ფინანსისტებიც ადასტურებენ. მათი ვარაუდით, კრიზისულ პერიოდში ლარის გაუფასურება აშკარა იქნება. ამიტომ ახალი წლის შემდგომ პერიოდს ყველა უიმედოდ უყურებს.

ნათია ლომიძე
30.12.2016

 მთავრობის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2016 კარგი წელი იყო და 2017 იქნება უკეთესი, სკეპტიკურად უყურებენ ეკონომისტები. ისინი გადაჭრით ამბობენ, რომ უკვე ჩავლილი წელიწადი არ ყოფილა წარმატებული, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების სახით იჩინა თავი, ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

მარი ჩიტაია
30.12.2016

 მთავრობის მიერ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღებას ქართველი აუდიტორების უმეტესობა არ იწონებს. ოფიციალური უწყების მხრიდან ოპტიმისტური შეფასებები საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებით ბოლო დროს ხშირად ისმის, მაგრამ სპეციალისტებს შორის ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც მთავრობის გადაწყვეტილებას ეთანხმება. მათი აზრით, ესტონური მოდელი მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებული არ არის. აზრთა სხვადასხვაობა აშკარაა, მიუხედავად ამისა, მთავრობა აღებული კურსის შეცვლას არ აპირებს.

ნათია ლომიძე
30.12.2016

 2016 წლის შეფასებისას მინისტრები და ფინანსისტები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან. როგორც ყოველთვის, მთავრობა თავს იწონებს მიღწეული შედეგებით და კიდევ უფრო მეტ დაპირებას იძლევა. მინისტრების პათოსს არ იზიარებენ სპეციალისტები. ისინი მიმდინარე წელს პრობლემურს უწოდებენ, ხოლო მთავარ გამოწვევად, რასაკვირველია, ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურებას მიიჩნევენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×