ნათია ლომიძე
29.12.2016

 ონლაინ სესხები არ უქმდება. პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები ისევ ხელშეუხებელნი დარჩნენ და მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას. მთავრობის შემუშავებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ონლაინ სესხებზე ეფექტური ზედა საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, საბანკო სფეროს სპეციალისტები არარეალურად აფასებენ. ისინი განაკვეთის შემცირებას მოითხოვენ.

მარი ჩიტაია
29.12.2016

 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულება უკვე სამჯერ გადავადდა. თურქეთმა ვერ მოახერხა, რომ რკინიგზის მშენებლობა საკუთარ, 76 კმ სიგრძის მონაკვეთზე 2016 წლის ბოლოს დაემთავრებინა, რისი პირობაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დადეს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, პროექტის დასრულებას თურქული მხარე 2017 წლის პირველ კვარტალში ვარაუდობს. ქართველი სპეციალისტების ვარაუდით კი, პროექტი, შესაძლოა, ვერც გაზაფხულზე დასრულდეს, რადგან ზამთარში სამშენებლო სამუშაოები, რთული რელიეფიდან გამომდინარე, გაჭირდება.

მარი ჩიტაია
28.12.2016

 ლარი მკვეთრად გამყარდა, მაგრამ ერთხელ უკვე გაძვირებული პროდუქტი აღარ გაიაფდება. წინასაახალწლოდ მოთხოვნის ზრდა ეროვნული ვალუტის კურსს სასიკეთოდ დაეტყო, თუმცა პერსპექტივაში ტენდენცია ვერ შენარჩუნდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იანვრიდან ლარი გაუფასურებას გააგრძელებს. ამ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა მინიმუმამდე დავა, ხოლო ფულადი გზავნილები და ინვესტიციებიც საკმაოდ შემცირდება.

მარი გოცირიძე
28.12.2016

 2017 წლიდან უძრავი ქონება მხოლოდ ლარში გაიყიდება. საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებაც ეროვნულ ვალუტაში მოხდება. დეველოპერები ამბობენ, რომ ლარიზაცია სამშენებლო ბიზნესს სერიოზულ პრობლემას არ შეუქმნის.

მარიამ მაჭავარიანი
27.12.2016

 ბიძინა ივანიშვილის ოთხი წლის წინანდელი პროგნოზით, 2016 წელი, ანუ მეოთხე წელი ყველაზე საუკეთესო წელი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, 2012 წლის 24 დეკემბერს დამაიმედებლად გაისმა ყოფილი პრემიერის სიტყვები: "პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და ჯიბეზე იგრძნობს, მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი".

მარი ჩიტაია
27.12.2016

 ელექტროენერგიის გაძვირება მინიმუმ 1 წლით გადაიდო. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, დენზე კომუნალური გადასახადი თბილისში უცვლელი რჩება. სამაგიეროდ, კომერციულ სექტორს გადასახადი გაუძვირდა.

ნათია ლომიძე
27.12.2016

 ზამთრის დადგომასთან ერთად ის ადამიანები გააქტიურდნენ, რომლებიც კლიენტებისგან ინდივიდუალურ შეკვეთებს იღებენ. მათი არეალი, ძირითადად, ქსოვას და კერვას მოიცავს. შარშანდელთან შედარებით შეკვეთაზე მოთხოვნა შემცირებულია. კლიენტთა სიმცირეს ზოგიერთი, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნის, ზოგი კი ხელსაქმით გატაცებული ადამიანების სიმრავლეს აბრალებს. იმის გამო, რომ ტანსაცმლის შეკვეთა საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული, ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა თავად მიჰყო ხელი ამ საქმიანობას.

მარი ჩიტაია
27.12.2016

 სამშენებლო კომპანია "აქსისს" დაზარალებული მობინადრეები თაღლითობაში სდებენ ბრალს. თბილისში, საირმის ქუჩაზე ობიექტის მშენებლობა არც კი დაწყებულა, როცა კომპანიას, როგორც დაზარალებულები ამბობენ, ასეულ ათასობით დოლარი გადაუხადეს. თანხა კლიენტებმა, ფაქტობრივად, ჰაერში გადაიხადეს ისე, რომ დაგეგმილი მშენებლობის საძირკველიც არ გაჭრილა. ხელშეკრულება მომხმარებლების ნაწილმა "აქსისთან", ნაწილმა კი "აქსის დეველოპმენტთან" 2007-08 წლებში გააფორმა. მშენებლობა 2012 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე არც დაწყებულა.

ნათია ლომიძე
24.12.2016

 ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა მომსახურების თითქმის ყველა სექტორში საფასო ცვლილებას გამოიწვევს. იანვრიდან ბენზინი, დიზელი და ავტოგაზი ძვირდება. ტაქსის კომპანიები და ინდივიდუალურად მომუშავე "ტაქსისტები" ტარიფების ზრდასა და კლიენტების შემცირებაზე საუბრობენ. ზოგიერთი უკვე არჩევანის წინაშე დგას - ახალი წლიდან მუშაობა განაგრძოს, თუ საქმიანობა შეწყვიტოს.

მარი ჩიტაია
24.12.2016

 მოსახლეობა სამომხმარებლო ტარიფის მკვეთრ გაძვირებას გადაურჩება. სემეკის გადაწყვეტილება, რითაც ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფი უმნიშვნელოდ შეიცვალა, დენის გადასახადზეც სასიკეთოდ იმოქმედებს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ტარიფი არ შეიცვლება ან მოიმატებს ისე, რომ მისი გადახდა ხალხს ტვირთად არ დააწვება.

მარი ჩიტაია
24.12.2016

 კომერციული ბანკის ხელმძღვანელის ეროვნულ ბანკში გადასვლამ ფინანსისტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სპეციალისტების ერთ ნაწილს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ სებ-ი, შესაძლოა, კომერციული ბანკების ან კონკრეტული ბანკის ლობი გახდეს, რაშიც იგი ისედაც შემჩნეული იყო. ეკონომისტთა მეორე ნაწილის შეფასებით კი, ეროვნული ბანკის ახალი ვიცე-პრეზდინეტის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა, რამდენადაც ამ თანამდებიობაზე დანიშნული მურთაზ კიკორიას ბიოგრაფიაშია სებ-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც.

ნათია ლომიძე
23.12.2016

 გადასახადების ზრდა ბიზნესს დიდ პრობლემას უქმნის. აქციზის გაზრდამ მკვეთრად შეამცირა ლუდის რეალიზაცია. ამის გამო მწარმოებლები, ჯერ ხარჯების ოპტიმიზაციას, შემდეგ კი თანამშრომლების შემცირებას აპირებენ. მსგავს სიტუაციაში არიან თამბაქოს კომპანიები. აქციზის გაძვირება უკვე აისახა მათ მუშაობაზე. ზოგიერთი ბიზნესმენი პირდაპირ ამბობს, რომ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×