მარი ჩიტაია
23.12.2016

 ლარის კურსი როგორი სისწრაფითაც დაეცა, ახლა ისეთივე ტემპით მყარდება. აშკარაა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გამყარება ეკონომიკური პროცესის მიღმა მიმდინარეობს. ქვეყანაში სპეკულაცია მძვინვარებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ლარზე სპეკულაცია ხდება დღესაც, ადრეც ხდებოდა და იგივე მოხდება მომავალშიც, თუკი შესაბამისი სტრუქტურები საფინანსო სექტორის რეგულაციებზე არ იზრუნებენ.

მარი ჩიტაია
22.12.2016

 ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. დენის გადასახადთან ერთად, საფასო ცვლილება მოსალოდნელია მრეწველობის ყველა იმ დარგში, რომლის თვითღირებულებაშიც ენერგომატარებლების ხარჯი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება. თითქმის არ რჩება სამომხმარებლო ბაზრის ისეთი მიმართულება, სადაც გაძვირება არ იგეგმება.

ნათია ლომიძე
22.12.2016

 ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდის პარალელურად, ავტომფლობელებისთვის ბუნებრივი აირის საცალო ფასი მკვეთრად მოიმატებს. სავარაუდოდ, იანვრიდან გაზგასამართ სადგურებზე 1 კბ/მ-ის ფასი 1,40 ლარს გადააჭარბებს.

მარი ჩიტაია
22.12.2016

 თბოელექტროსადგურებისთვის დენის ტარიფი 1,2-5,5 თეთრის ფარგლებში გაიზარდა. დიდია ალბათობა, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია გაუძვირდეს. გამანაწილებელი კომპანიები გადასახადის შესაძლო გაძვირების შესახებ ჯერჯერობით მინიშნებების დონეზე საუბრობენ. საზოგადოებისთვის მტკივნეულ კითხვას - გაძვირდება თუ არა დენის ტარიფი - სემეკი პასუხს ორშაბათს გასცემს.

მარი ჩიტაია
21.12.2016

 ლარის მასშტაბური გაუფასურების მიზეზი სპეკულაციაა. ამაზე ფინანსისტები დიდი ხნია საუბრობენ, წერდა მედიაც, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ამ აღიარება მხოლოდ მაშინ ინება, როცა ლარის კურსმა 2,82-ს გადააჭარბა. სებ-ის განცხადებიდან რამდენიმე საათში ლარზე სპეკულაციის გავლენა მთავრობამაც დაადასტურა.

მარიამ მაჭავარიანი
20.12.2016

 სპეციალისტები საშუალო ფენის გაქრობის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ ხელისუფლებას, რაც ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება. ლარის დევალვაციას მდიდრები როგორმე გაუძლებენ, ღატაკები კიდევ უფრო გაღატაკდებიან, ხოლო ყველაზე მრავალრიცხოვანი - საშუალო ფენა არა მარტო გაღარიბდება, არამედ გაქრობის გზას დაადგება.

მარი ჩიტაია
20.12.2016

 ლარის კურსის კატასტროფულმა ვარდნამ დოლარში გამოსახული მთლიანი შიგა პროდუქტი მნიშვნელოვნად შეამცირა. მთავრობის მუდმივი მტკიცება, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია, ისეთივე არარეალურია, როგორც მისივე შეგონება ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებით. რატომღაც მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს ახლაც ჰგონია, რომ ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება ან საზოგადოებას ასე აჩვენებს თავს. სინამდვილეში საქმე გაცილებით რთულადაა და ეროვნულ ვალუტასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებიც უარესდება, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს.

მარი ჩიტაია
20.12.2016

 რეფინანსირების სესხები რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. იმის ნაცლად, რომ ლარის გაუფასურების შემაკავებელ ღონისძიებებს მიმართოს, ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ლარის მასას დაუსაბუთებლად ზრდის. წლის ბოლოს რეფინანსირების სესხის მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს მიაღწია. სავარაუდოდ, ბანკები სერიოზულ გასაჭირში არიან და ლიკვიდობის პრობლემა აქვთ ან სებ-ი ახდენს ბიუჯეტის დაკრედიტებას კომერციული ბანკების მეშვეობით, რითაც იგი უხეშად არღვევს კანონს.

მარი ჩიტაია
20.12.2016

 ლარიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა მსესხებლების დახმარებას გეგმავს, თანდათან ინტერესს კარგავს. მოსახლეობის მოლოდინი ამ "შეღავათის" მიმართაც ისევე ბუნდოვანია, როგორც ეროვნული ვალუტის მომავალი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბევრი ადამიანი დაფიქრდება, უღირს თუ არა სარგებლობა ამ შეღავათით. ეროვნული ვალუტა იმდენად უფასურდება, რომ ლარში კრედიტის გადატანა რისკს შეიცავს.

მარი ჩიტაია
17.12.2016

 ლარის კურსი უახლოეს პერიოდში 2,80-ს გადააბიჯებს. კურსი უკვე ყოველდღიურად უფასურდება. ეს პროცესი ისე გრძელდება, რომ არც ერთხელ არ მოგვისმენია მთავრობის და ეროვნული ბანკის შეფასება, თუ რეალურად რა აუფასურებს ლარს და საით მიექანება ქვეყანა, რომელმაც ეროვნულ ვალუტაზე კონტროლი დაკარგა. ისმის მხოლოდ არაადეკვატური შეფასებები, რომლის არავის სჯერა.

მარი ლიკოკელი
17.12.2016

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი მერაბ ფერაძე დააკავა.

ნათია ლომიძე
17.12.2016

 ლარმა გაუფასურების ისტორიულ მინიმუმს დიდი ხანია გადააჭარბა და ახალ ისტორიას ქმნის. ანალიტიკოსებსა და ექსპერტებს არათუ გამყარების, არამედ დასტაბილურების იმედიც არ აქვთ, პირიქით, მის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ. ქვეყანაში სრული უიმედობაა და ამიტომ საზოგადოება მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ეკონომისტები და ფინანსისტები ამბობენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტი არარეალურია, ამიტომ მთავრობის გადადგომა გარდაუვალია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×