მარი ჩიტაია
21.01.2017

 გაზაფხულიდან ავიაბილეთების ფასი მოიმატებს. მასზე პირველ ეტაპზე მგზავრთა მოსაკრებლის გაძვირება იმოქმედებს. სამომავლოდ კი, როგორც ავიაკომპანიებში განმარტავენ, ტარიფს საწვავის კომპონენტიც დაემატება. ჯერჯერობით ავიაკომპანიებში ტარიფის გადახედვას არ ჩქარობენ, რასაც ხსნიან იმით, რომ ავიანავთის ძველი მარაგი აქვთ შემორჩენილი.

ნათია ლომიძე
21.01.2017

 ზამთრის კურორტებზე სადღესასწაულო დღეების შემდეგ დამსვენებლების სიმრავლე აღარ შეინიშნება. საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებმა და კერძო გამქირავებლებმა დიდი უქმეების შემდეგ ტარიფები შეამცირეს, რათა შეძლონ როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ასევე უცხოელი ტურისტების მოზიდვა. ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა დიდ სასტუმროებში, მაგრამ ისინიც ფრთხილობენ და ფასდაკლების სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რათა სეზონი არ ჩაუვარდეთ.

ნათია ლომიძე
21.01.2017

 საქართველო კიდევ უფრო მეტად გახდა იმპორტზე დამოკიდებული, რადგან საგარეო ვაჭრობა მხოლოდ იმპორტის ხარჯზე იზრდება. სპეციალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საექსპორტო საქონელში სიახლე არ შეიმჩნევა, რაც უცხოეთში ქართული პროდუქციის გატანის შესაძლებლობას ამცირებს.

მარი ჩიტაია
20.01.2017

 დავოსის ეკონომიკური ფორუმის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი წელსაც გადაჭარბებულია. რეალური შედეგი, რაც შეიძლება წლების განმავლობაში ქართულ მხარეს ფორუმში მონაწილეობით მიეღო, სპეციალისტებს ნაკლებად ახსენდებათ. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საქართველოსთვის ეკონომიკური შედეგის მომტანი, დავოსის ფორუმი არც იმდენად უპერსპექტივოა, რომ მასში მონაწილეობა ზედმეტად ჩაითვალოს.

ნათია ლომიძე
20.01.2017

 მანქანების გაძვირებამ ავტობაზარი უკვე შესამჩნევად დააზარალა. ზოგიერთმა კომპანიამ და კერძო დილერმა, რომლებიც საქართველოში ავტომობილების იმპორტს ეწეოდნენ, საქმიანობა შეწყვიტა. ნაწილი კი იმ მანქანების გაზრდილ ფასად გაყიდვას აპირებს, რომლებიც შეკვეთილი აქვთ და ჩამოსვლას ელოდებიან. ამასობაში წლის დასაწყისიდან მოყოლებული უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი მანქანები 10-15%-ით გაძვირდა.

მარი ჩიტაია
19.01.2017

 მთავრობა შიდა ვალის ზრდის მანკიერ ტენდენციას არ ცვლის. უკვე ორ კვირაში ფინანსთა სამინისტრომ მთელი წლის გეგმის 10%-ზე მეტი სახაზინო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას სერიოზული პრობლემა აქვს ბიუჯეტის შევსების მხრივ, რაც "რეზონანსთან" საუბრისას სპეციალისტებმა დაადასტურეს კიდევაც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შიდა ვალის ზრდამ უარყოფითად იმოქმედოს კურსის სტაბილურობაზე, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკა რეალურ შემოსავალზე მეტ ფულს ხარჯავს.

თამარ ვეფხვაძე
19.01.2017

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა გამოეთიშება. ძირითადი ცვლილება თებერვლიდან განხორციელდება, დანარჩენი კი ეტაპობრივად რამდენიმე თვის განმავლობაში. როგორც ჩანს, სახელმწიფო პროგრამის რეფორმა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მარი ჩიტაია
19.01.2017

 პირამიდული ბიზნესის ჩამოშლამ საშიში ფორმა მიიღო. გამორიცხული არ არის, საფინანსო ბაზარზე უამრთავი პროცესები დაიწყოს. კომპანია "საქართველოს" შემდეგ, მეანაბრეები თანხების მითვისებაში ქაჩ იკწლუკ პუწკპშფ-ს ადანაშაულებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, პროცესი ამით არ შეჩერდება და აღნიშნულ კომპანიებს სხვებიც მიჰყვებიან.

მარი ჩიტაია
18.01.2017

 "რეზონანსის" გაანგარიშება გამართლდა, ექსპორტი ექვსწლიან მინიმუმზეა. შარშანდელთან შედარებით, ექსპორტი კიდევ 4%-ით შემცირდა და 2011 წლის მაჩვენებელსაც ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, არაფერი შეცვლილა იმპორტის კუთხით და ისევ პიკურ მაჩვენებელზეა.

მარი ჩიტაია
18.01.2017

 ლარიზაციის პროგრამაში მონაწილეობა მსესხებლების ნაცვლად, სარგებელს საბანკო სექტორისთვის მოიტანს - ასე ფიქრობს ეკონომისტთა ნაწილი. მათი აზრით, ეს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისთვის თავსმოხვეული პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ ლარიზაციაზე მთავრობა დიდ იმედს ამყარებს, სპეციალისტების მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულება იგრძნობა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმაზეც, რომ პროექტის დეტალები ბუნდოვანია და მისი გაგება არათუ რიგით მოქალაქეებს, ეკონომისტებსაც კი უჭირთ.

მარი ჩიტაია
17.01.2017

 "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულებით საქართველო მილიონობით დოლარს დაკარგავს. ეკონომისტები დაახლოებით 12 მლნ-ზე საუბრობენ, თუმცა, "ბიზნეს-რეზონანსის" გათვლით, შესაძლოა, იგი გაცილებით მეტი აღმოჩნდეს. რუსულ მხარესთან მიღწეული "შეთანხმებით", გამორიცხული არ არის, საქართველომ 20 მლნ დოლარი იზარალოს. "გაზპრომისგან" მიღებული თანხა კი დამატებით შესაძენ გაზის რაოდენობას სანახევროდაც არ ეყოს.

მარი ჩიტაია
17.01.2017

 2016 წელს მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. მართალია, ოფიციალური მონაცემი არ მოგვეპოვება, მაგრამ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სიღარიბის ზრდა უდავოა. მართალია, 2014-15 წლებში "საქსტატის" მონაცემით, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია, მაგრამ უკვე 2016 წლისთვის ტენდენციის შენარჩუნებაზე საუბარი წარმოუდგენელია. სპეციალისტთა ვარაუდით, რა მაჩვენებელიც უნდა დასახელდეს სიღარიბის დონედ 2016 წელს, ცდომილება მინიმუმ, 8-10%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×