ნათია ლომიძე 17.02.2017
2017 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულს აუცილებლად გადასცდება. ამაზე სპეციალისტები ხმამაღლა საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფასების ზრდას მთავრობის მხრიდან აქციზის გაძვირება და სავალუტო რყევებიც უწყობს ხელს.
|
მარი ჩიტაია 17.02.2017
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილების გამო, სახელმწიფოსა და სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენელთა შორის დიდი უთანხმოებაა. კომპანიების მხრიდან კრიტიკა საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის პაკეტების გამიჯვნას მოჰყვა. ჯანდაცვის მინისტრს კი მიაჩნია, რომ ახლა, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები მზადაა და გადაწყვეტილება კი - მიღებული, კერძო სექტორის მხრიდან შენიშვნები არალოგიკურია.
|
ნათია ლომიძე 17.02.2017
საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი ერთპიროვნულად ბანკების მხრიდან კონტროლდება. საბაკო სექტორის ინტერესებში სულაც არ შედის სხვა საფინანსო მიმართულების განვითარება, რომელიც მათ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ ბანკები საფონდო ბირჟის განვითარებას ხელოვნურად აფერხებენ. იგი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ახალ რეფორმას საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით არადამაჯერებლად მიიჩნევს.
|
ნათია ლომიძე 16.02.2017
საქართველოში მსხვილი სავაჭრო ობიექტები იხურება და ეს ტენდენცია მთელი წელი გაგრძელდება. ამ ტენდენციას იმპორტიორები და დარგის სპეციალისტები სხვადასხვა მხრივ განიხილავენ. იმპორტიორთა თქმით, სავაჭრო ქსელებს უჭირთ ფინანსური ვალდებულების შესრულება და თავიდან იცილებენ ნაკისრ ვარლდებულებებს. ექსპერტების აზრით კი, მსხვილი სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზი მონოპოლიზებული ბაზარია.
|
მარი ჩიტაია 16.02.2017
სპეციალისტების მიერ დაწუნებული მოგების ახალი გადასახადი უკვე ძალაშია. გადამხდელებს დეკლარაციის წარდგენა ახალი წესის შესაბამისად მოუწევთ. მთავრობა ფიქრობს, რომ ე.წ. ესტონური მოდელის შემოღება ეკონომიკურ ზრდას, დაახლოებით, 1,5%-ით დააჩქარებს. საგადასახადო სფეროს სპეციალისტების შეფასებით, მოგების გადასახადის რეფორმირების შემოღებამ შესაძლოა, ეკონომიკური ეფექტი ნამდვილად მოგვცეს, მაგრამ არც იმდენად მნიშვნელოვანი, როგორი განცხადებაც მთავრობის მხრიდან კეთდება.
|
ნათია ლომიძე 15.02.2017
2017 წლის იანვარში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა. მთავრობა ირწმუნება, რომ შემოდგომისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს. მათ ოპტიმიზს მაინცდამაინც არ იზიარებენ სპეციალისტები, რადგან ექსპორტის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შეფარდებით ზრდა თვალშისაცემი არ არის.
|
მარი ჩიტაია 15.02.2017
საწვავის ფასი ლამის ყოველდღიურად იცვლება. იანვრიდან მოყოლებული, საწვავი 35 თეთრით გაძვირდა. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ფასმა და ლარის კურსმა, რამაც გარკვეულწილად მოხმარების შემცირება გამოიწვია, რასაც იმპორტიორებიც ადასტურებენ.
|
ნათია ლომიძე 15.02.2017
მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადი გაიზარდა და მომხმარებელთა უმრავლესობა შედარებით იაფფასიანი სიგარეტის მოხმარებაზე გადავიდა, თამბაქოს ბიზნესი მაინც ფართოვდება. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგალითი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თამბაქოს ბაზარზე შემოსვლაა. გარდა ამისა, დიდი ომი გაჩაღდა ორ უმსხვილეს კომპანიას - "ფილიპ მორისსა" და "თბილისის თამბაქოს" შორის. თამბაქოს ბიზნესში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლას, სპეციალისტები მისი მაღალი შემოსავლიანობით ხსნიან.
|
მარი ჩიტაია 14.02.2017
მარტში, დიდი ალბათობით, ლარის გამყარების ტემპი დაჩქარდება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, კურსი სავარაუდოდ, 2,50-ის ფარგლებში დაფიქსირდება. "ბლუმბერგის" პლატფორმაზე ლარის გამყარების ტენდენცია თვენახევრის წინ დაიწყო და სხვადასხვა ამპლიტუდით დღემდე გრძელდება. 5 იანვარს კურსი 1 დოლარი 2,76 ლარი ღირდა, ამჟამად 2,63-ის ფარგლებშია.
|
მარი ჩიტაია 14.02.2017
ლარის გაუფასურების გამო, მედიკამენტების ფასი 2016 წელს, დაახლოებით, 20-22%-ით გაიზარდა. ეს არაოფიციალური მონაცემებია, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის წარმომადგენლებმა (არაბრენდირებული აფთიაქებიდან) მოგვაწოდეს. დასახელებულ ციფრს დამაჯერებელს უწოდებს სამედიცინო სფეროს სპეციალისტების უმეტესობა, რომელთა შეფასებითაც ლარის დევალვაციამ მომხმარებელს წამლები საგრძნობლად გაუძვირა, რასაც ექსპერტები ოფიციალური სტატისტიკის გარეშეც ადასტურებენ.
|
ნათია ლომიძე 14.02.2017
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის სოციალური ფონი დღითი დღე უარესდება. მათ პირველადი მოხმარების პროდუქტის შეძენაც უჭირთ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ყველანაირი წარმოება შემცირებულია. იმისათვის, რომ ხალხის მდგომარეობა გამოსწორდეს და მათ შეძლონ გაზარდონ მოხმარება სხვადასხვა პროდუქტზე 4-5 წელია საჭირო. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი 2017 წლიდან დაიწყება ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
|
ნათია ლომიძე 11.02.2017
მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული მთლიანი შიგა პროდუქტის 4%-მდე ზრდას არ ეთანხმება ფინანსისტთა ნაწილი. ამის მიზეზი კი 2016 წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია, რომლებიც საკმაოდ არასახარბიელო აღმოჩნდა. მთავრობის მოლოდინი, რომ 2017 წელი კარგი იქნება ვერ გამართლდება, თუკი ისინი რადიკალურად არ შეცვლიან ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|