მარი ჩიტაია 25.02.2017
საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის საზღვარზე პრობლემა ისევ აქვთ. წელიწადზე მეტია, ქართველ მოგზაურებს გაურკვეველი საბაბით აკავებენ და ქვეყანაში არ უშვებენ. იმის მაგიერ, რომ პრობლემა მოგვარდეს, ისრაელის მხარე ქართულ ტურისტულ კომპანიებს ადანაშაულებს და მოუწოდებს მათ, თავი შეიკავონ სამუშაო ვიზების გაცემისგან, რაც არ წარმოადგენს ადგილობრივი კომპანიების პრეროგატივას. როგორც ქართველი ტუროპერატორები განმარტავენ, მათი საქმიანობა მხოლოდ ტურიზმის სფეროს მოიცავს და სამუშაო ვიზებს ისედაც არ გასცემენ.
|
მარი ჩიტაია 24.02.2017
ხუდონჰესის პროექტის დაწყება 2017 წელსაც ვერ მოხერხდება. ის კი არადა, როგორც ინვესტორ კომპანია "ტრანს ელექტრიკში" განმარტავენ, არათუ მიმდინარე წელს, პროექტის განხორციელება 2018 წელსაც საეჭვოა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხუდონჰესის პროექტი გაჩერდა, ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებას უკავშირდება, რაც ბოლო დროს ჩიხშია შესული.
|
მარი ჩიტაია 24.02.2017
სამომხმარებლო ბაზარს ხორცის დეფიციტი აშკარად დაეტყო. ბოლო თვეებში თურქი და აზერბაიჯანელი ყასბების გააქტიურებამ და ხორცის გადინებამ საქართველოში პრობლემა გაამწვავა. ახლა გასატანიც აღარაფერია, ხოლო ადგილობრივი ბაზარი ხორცის სიმცირეს განიცდის. ამის გამო მოვაჭრეებიც უკმაყოფილონი არიან და მომხმარებლებიც.
|
ნათია ლომიძე 23.02.2017
საქართველოს ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის ოპტიმალურ ნიშნულს ეძებს. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე სასურველია, ეროვნული ვალუტა 2.30-2.40-ის ფარგლებში მერყეობდეს. ისინი გამოსავალს ეძებენ იმისათვის, რომ კურსის მაღალმა ნიშნულმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ არ დაამძიმოს, ხოლო უმოკლეს დროში გამყარებულმა ვალუტამ კი ბაზარზე ფულის დეფიციტი არ გამოიწვიოს. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ ლარი ერთ თვეში კიდევ უფრო გამყარდება და შეიძლება, 2.30-მდეც ჩამოვიდეს, თუმცა შემდეგ კურსი ისევ მაღლა წავა.
|
თეო გუდავაძე 23.02.2017
2017 წლიდან ავტომობილების იმპორტი, როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირდა. იმპორტიორების თქმით, ჩამოყვანილი მანქანების რეალიზაცია გაჭირდა. შედარებით სწრაფად იყიდება ის ავტომობილები, რომელთა იმპორტი ჯერ კიდევ დეკემბერში მოესწრო. დილერებიც და კლიენტებიც მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდებიან.
|
ნათია ლომიძე 23.02.2017
ეკონომისტებს ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნიათ ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მსხვილი ბიზნესი მონოპოლიის გზას ადგეს. მართალია, რამდენიმე დარგის მიმართ მსგავსი ეჭვები ადრეც არსებობდა, როგორიცაა ფარმაცევტული ბაზარი, ნავთობკომპანიები და საბანკო სექტორი, თუმცა ოფიციალურად ეს არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
|
მარი ჩიტაია 23.02.2017
საპენსიო რეფორმა უკვე მერამდენედ გადავადდა. დიდია ალბათობით იგი 2019 წლამდე ვერც განხორციელდება. თავდაპირველად ითქვა, რომ რეფორმაზე მუშაობას 2017 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყებდნენ. დათქმული ვადა არც ამოწურულა, რომ სხვა თარიღი დასახელდა და პროცესის დაწყება წლის ბოლომდე გადადეს. ამასობაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 2018 წლამდე არაფერი იგეგმება. ფაქტია, რომ მთავრობა გრაფიკში ვერდავერ ეტევა.
|
მარი ჩიტაია 22.02.2017
კონტრაბანდის საფრთხე მატულობს. როგორც იმპორტიორები ვარაუდობდნენ, თამბაქოს არალეგალურად, შემოტანის ფაქტები გახშირდა. "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით, კონტრაბანდის 320 შემთხვევა გამოაშკარავდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცილებით მეტი, შესაძლოა, ორჯერ მეტი იყოს არალეგალურად შემოტანილი საქონლის რაოდენობა, რომლის აღრიცხვაც ვერ მოხერხდა.
|
ნათია ლომიძე 22.02.2017
2017 წლის ზაფხულში გაზის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა, ადგილობრივ წარმოებაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება. გადასახადის მატება პროდუქციის ფასს აუცილებლად გაზრდის. ამაზე საუბრობენ როგორც მეწარმეები, ასევე სპეციალისტებიც. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ოდენობა არ სახელდება, თუ რამდენით გაიზრდება გადასახადი, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ინფლაციის მაჩვენებელს გაზრდის და სამომხმარებლო ბაზარზეც მორიგ გაძვირებას გამოიწვევს.
|
მარი ჩიტაია 21.02.2017
აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი გარკვეულია - ენგურჰესის გაჩერების გამო, სეპარატისტულ რეგიონს ელექტროენერგიის 60%-ს რუსეთი მიაწვდის, ხოლო 40%-ს საქართველო საკუთარ თავზე იღებს. ამას ჩვენი ქვეყანა აქამდეც "უანგაროდ" აკეთებდა და აფხაზეთის ელექტრომომარაგების მიმართ მიდგომას არც ამჯერად ცვლის. ამჯერად საქართველოს ბიუჯეტს 8 მილიონ ლარზე მეტის გაღება მოუწევს, რომ სეპარატისტებს უკმაყოფილების გრძნობა არ დარჩეთ.
|
მარი ჩიტაია 21.02.2017
საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების გაზრდის დიდი რისკია. არსებული სისტემის შენარჩუნება, რომელიც ახალ ხელისუფლებას წინამორბედისგან ერგო, არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში დიდი გავლენა მოახდინა ლარის დევალვაციამაც. ადამიანები ცდილობენ რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალი ნებისმიერი გზით იპოვონ. ეს კი ქმნის საფრთხეს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ისედაც მაღალი მაჩვენებელი, კიდევ უფრო გაიზარდოს.
|
ნათია ლომიძე 18.02.2017
კომპანიებისთვის სასამართლოსა და კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არაადეკვატური ჯარიმების დაწესებას ბიზნესმენებთან ერთად ეკონომისტებიც აპროტესტებენ. მათი აზრით, მაღალი ჯარიმებით ბიზნესზე ზეწოლა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. ამიტომ საჭიროა შესაფერისი და ზომიერი სანქციების დაწესება.
|
|