მარი ჩიტაია
17.03.2017

 სხვადასხვა შემოსავლის მქონე მოქალაქე სხვადასხვაგვარ ჯანდაცვის მომსახურებას მიიღებს. საყოველთაო ჯანდაცვის ცვლილებები გუშინ გახდა ცნობილი. როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა.

ნათია ლომიძე
17.03.2017

 ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე საწარმო დაიხურა, ისინი კონკურენციას ვერ უძლებენ. მათი ხელმძღვანელები მეწარმრეობის შეჩერების მიზეზებზე საუბრობენ. ზოგიერთი იმედოვნებს, რომ პრობლემა დროებითია და სამომავლოდ ისევ დაუბრუნდება ბაზარს. სპეციალისტთა განმარტებით, საწარმოთა დახურვის მთავარი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არაჯანსაღი გარემოა.

მარი ჩიტაია
17.03.2017

 ევროპის მიმართულებით ავიაბილეთების ფასმა არნახულად მოიმატა. თუკი აქამდე ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბილეთები 140-160 ლარადაც იშოვებოდა, ახლა ფასმა 500 ლარს გადააჭარბა. ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს სექტემბრის საგზურებიც კი წინასწარ აქვთ შეძენილი. ზოგი შიშობს, რომ ქართველების მხრიდან ასეთი მოთხოვნა ევროპისთვის მოულოდნელიც შეიძლება აღმოჩნდეს. ისინი არ გამორიცხავენ ევროპის საზღვრებთან ჩვენს მოგზაურებს მოულოდნელი ხაფანგი დახვდეთ, დაახლოებით ისეთი, როგორიც ისრაელშია.

მარი ჩიტაია
16.03.2017

 შარშანდელთან შედარებით, ქართული ცხვრის ფასი გაორმაგდა, რაც პირუტყვის დეფიციტს უკავშირდება. დეკემბრის დასაწყისში თუკი 1 კგ ცხვრის ხორცის ღირებულება 8 ლარი იყო, ახლა ფასი 15 ლარს აღწევს. ეს ყველაფერი განაპირობა წარმატებულმა ექსპორტმა. ქართულ ცხვარზე დიდი მოთხოვნაა ირანსა და ერაყში.

ნათია ლომიძე
16.03.2017

 ქვეყანის ეკონომიკა მკვდარი წერტილიდან დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მშპ-ს ზრდის მაჩვენებელს აჭარბებს, სპეციალისტები საგანგაშო ვითარებას არ პროგნოზირებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გაჯანსაღების ნიშნები შეიმჩნევა. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც მოახდენს დადებით გავლენას.

ნათია ლომიძე
16.03.2017

 უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების გაზრდას ეკონომიკური თვალსაზრისით დადებითი ეფექტი აქვს, მაგრამ ამ ჭრილში უარყოფითიც ბევრია. აშკარაა, რომ ქვეყნიდან სულ უფრო მეტი სამუშაო ძალა გაედინება. ისინი უცხოეთში წლობით სახლდებიან და ზოგიერთი აღარც კი უბრუნდება სამშობლოს. შესაბამისად, დემოგრაფიული კუთხით სახელმწიფო მუდმივად საფრთხის წინაშეა. უცხოეთში მუშაობისა და თანხის გამოგზავნის სანაცვლოდ, შრომისუნარიანი ადამიანებისგან მუდმივად იცლება.

ნათია ლომიძე
15.03.2017

 საქართველოს რეგიონებში ბზის დაავადებას კიდევ ებრძვიან. მცენარეთა 95% განადგურებულია. ასწლოვანი და მეტი ასაკის ბზის ხეები მასობრივად გახმა. სპეციალისტები მოსახლებას მოუწოდებენ, თავადაც შეიტანონ წვლილი მცენარის გადარჩენაში.

მარი ჩიტაია
14.03.2017

 მომდევნო 1 კვირის განმავლობაში საწვავის ფასი 10 თეთრით შემცირდება. იმპორტიორების ინფორმაციით, გარე და შიდა ფაქტორები საწვავის ფასზე დადებითად მოქმედებს, რაც ცვლილების საშუალებას იძლევა. ჯერჯერობით ნავთობკომპანიები ფეხს ითრევენ, მაგრამ ნავთობპროდუქტები იმდენად არის გაიაფებული და ლარის კურსი კი - გამყარებული, რომ იმპორტიორებს სხვა გზა აღარ დარჩათ.

ნათია ლომიძე
14.03.2017

 სესხების გალარების პროგრამის დასრულებამდე 4 დღე დარჩა. კრედიტის ეროვნულ ვალუტაში გადატანის მსურველი კი ჯერჯერობით მხოლოდ 12% აღმოჩნდა. პროგრამის კრახი გარდაუვალია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ის უარყოფითი განცხადებებია, რაც თავდაპირველად ზოგიერთმა ექსპერტმა და პოლიტიკოსმა გააკეთა. ასეა თუ ისე მოსახლეობა უნდობლობას უცხადებს შეთავაზებულ პროგრამას.

მარი ჩიტაია
11.03.2017

 ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციების მოცულობა მატულობს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უცვლელი რჩება. ზედიზედ მესამე წელია, ინვესტიციები ქვეყანაში 1,5-1,7 მილიარდის ფარგლებში ტრიალებს. მართალია, შარშან მცირე ზრდა აღინიშნა, მაგრამ მხოლოდ წინა წელთან შედარებით.

ნათია ლომიძე
11.03.2017

 გაზის ტარიფის დაანონსებული ზრდა სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტების გაძვირებასა და სოციალური ფონის დამძიმებას გამოიწვევს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ვითარებაში სახელმწიფოს ინფლაციის თუნდაც დღევანდელ დონეზე შენარჩუნება გაუჭირდება. ისინი სამომხმარებლო ფასების კიდევ 5%-ით მომატებას არ გამორიცხავენ, რაც ინფლაციაზეც მოახდენს გავლენას. შესაბამისად, ამ მაჩვენებელმა შეიძლება ორნიშნა ნიშნულს უწიოს.

ნათია ლომიძე
10.03.2017

 ორკვირიანი გაჩერების შემდეგ ენგურის ჰიდროელექტროსადგური სრული დატვირთვით ამუშავდა. წყალსაცავი სრულად ივლისის ბოლოს შეივსება. სადერივაციო გვირაბის დათვალიერების მიზნით ჰესი 19 თებერვალს გაჩერდა და მისი ამუშავება დათქმულ ვადაში მოხერხდა. დენის მიწოდება სრულიად აღუდგა აფხაზეთს. ენერგეტიკოსები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საჭიროა აფხაზეთმა აანაზღაუროს ის ელექტროენერგია, რასაც მოიხმარენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×