მარი ჩიტაია 24.03.2017
სამთავრობო ქალაქის პროექტი ორთაჭალაში უძრავი ქონებისა და მომსახურების აბსოლუტურად ყველა სეგმენტში ფასს გაზრდის. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გაძვირდება ცხოვრება კონკრეტულად ამ უბანში. ჯერჯერობით არავინ საუბრობს იმაზე, რომ პროექტის განხორციელება ათეულობით მილიონ დოლარს მოითხოვს და რაში დაიხარჯება ეს ფული, გაუგებარია. თანაც იმ პერიოდში, როცა მთავრობა ხარჯების ოპტიმიზაციას გზას ადგას და ქვეყანას ეკონომიკაში არსებული სხვა უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის თავის გართმევა უჭირს.
|
მარი ჩიტაია 23.03.2017
მთიან რეგიონში საგადასახადო შეღავათის დაწესებამ მეწარმეები საგრძნობლად გამოაცოცხლა. ჯერ მხოლოდ წელიწად-ნახევარია, რაც "მთის კანონი" ძალაშია და ადგილობრივი მეწარმეებს სტიმული მიეცათ. თუმცა, ინფრასტრუქტურული პრობლემის გამო, ზოგიერთ რეგიონში საწარმოო პროცესი ჭირს.
|
მარი ჩიტაია 23.03.2017
ბრაზილიური ხორცის სკანდალმა უკვე მრავალი ქვეყანა შეაშფოთა. კიდევ ერთხელ დადასტურდა საფრთხე, რომელიც ვადაგასული პროდუქტის მომხმარებლებს ემუქრებათ. მას შემდეგ, რაც ბევრმა ქვეყანამ ბრაზილიური ხორცის იმპორტი აკრძალა, ეს პროდუქტი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ საქართველოშიც მოექცა.
|
ნათია ლომიძე 23.03.2017
2017 წლის აპრილიდან საქართველოს 4 ქალაქში მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს მგზავრობის ფასის თვითნებურად დადგენა აღარ შეეძლებათ. მიღებულ გადაწყვეტილებას მძღოლები აბსურდულს უწოდებენ, რადგან ფიქრობენ, რომ მათი მინიმუმამდე დასული შემოსავალი კიდევ დაიკლებს. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები ახალ რეგულაციას ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ საჭიროა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რაც მუნიციპალურ ტრანსპორტსაც განავითარებს.
|
თამარ ვეფხვაძე 22.03.2017
ბრაზილიის ხელისუფლებამ ვადაგასული ხორცით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრა. ქვეყანაში უკვე 30-ზე მეტი მაღალჩინოსანი გადააყენეს და ხორცის გადამამუშავებელი სამი ქარხანა დახურეს, კიდევ 20 საწარმო კი ამჟამად მოწმდება.
|
ნათია ლომიძე 22.03.2017
ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით პოზიციას იუმჯობესებს და ამ ტენდენციას უკვე თვეზე მეტია, ინარჩუნებს. ლარი, წლის დასაწყისიდან მოყოლებული, 11,5%-ით გამყარდა და, რაც მთავარია, სტაბილურობას ინარჩუნებს. წესით, სავალუტო ბაზრის დამშვიდება უნდა ასახულიყო სამომხმარებლო ბაზარზე, თუმცა ფასების კლების მიმართულებით ცვლილება იგვიანებს.
|
მარი ჩიტაია 22.03.2017
ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის პროექტი თბილისიდან ქუთაისამდე გზის ხანგძლივობას 1 საათით შეამცირებს. არ არის გამორიცხული, მგზავრობა ფასიანი გახდეს. სანამ პროექტი დასრულდება და მიმოსვლისთვის მძღოლებისთვის ტარიფი განისაზღვრება, ალტერნატიული გზაც უნდა მოწესრიგდეს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მძღოლს უნდა ჰქონდეს არჩევანი, რომელი გზით ისარგებლებს.
|
ნათია ლომიძე 22.03.2017
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, კომერციული ბანკების წმინდა მოგება დიდი სისწრაფით მატულობს. იანვარ-თებერვალში ბანკების მოგებამ 142,650 მლნ ლარი შეადგინა. აქედან განსაკუთრებით შთამბეჭდავია თებერვლის მაჩვენებელი - 83,837 მილიონი ლარი, რაც 142,5%-ით აღემატება იანვრის მონაცემებს (58,813 მლნ ლარი). შეიძლება ითქვას, რომ, ყველა სხვა სფეროსგან განსხვავებით, საბანკო სექტორს ლარის მკვეთრი დევალვაცია უარყოფითად არ შეხებია და პირიქით, საკმარისზე მეტი მოგება მიიღო.
|
მარი ჩიტაია 21.03.2017
საქართველოში რუსული საწვავი დომინანტი ხდება. ზედიზედ რამდენიმე თვეა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული საწვავის წილი მატულობს. 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა სწორედ რუსეთიდან განხორციელდა. ამ ქვეყნიდან 20,8 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 28,8%-ს შეადგენს.
|
მარი ჩიტაია 18.03.2017
გალარების პროგრამის წარუმატებლობა საბოლოოდ დადასტურდა. სესხების ლარში გადატანის მსურველთა რაოდენობა მინიმალურია, რაც ნიშნავს, რომ პროექტი ჩავარდა, რის მოლოდინიც პროექტის დასაწყისშივე არსებობდა. სპეციალისტები არ მალავენ, რომ გალარების ერთჯერადი აქცია ხელსაყრელი იყო მხოლოდ ბანკებისთვის. შეცდომას, შესაძლოა, მიხვდა მთავრობაც, რომელიც უკვე პროგრამის გაგრძელების აზრსაც ვერ ხედავს.
|
მარი ჩიტაია 18.03.2017
დაფნაზე მოთხოვნა მატულობს, მაგრამ ფასი არ იზრდება. მეწარმეები რამდენიმე დღეში პროდუქტის ექსპორტს დაიწყებენ. ყველაზე ხელსაყრელი ბაზარი ტრადიციულად რუსეთია, სადაც ქართული დაფნის ფასი 2,50 დოლარს აღწევს. ადგილობრივ ბაზარზე კი გლეხები პროდუქტს 3 ლარზე ძვირად ვერ ყიდიან, ყველაზე კარგ შემთხვევაში 3,50 ლარად. ამ ფასად მაღალი ხარისხის დაფნას იბარებენ.
|
ნათია ლომიძე 18.03.2017
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში საშუალო ხელფასი დოლარის განზომილებაში მცირდება. ამის მთავარ მიზეზად სპეციალისტები ლარის დევალვაციას ასახელებენ. 2013 წელთან შედარებით, საქართელოში საშუალო ხელფასი დაალოებით 50 დოლარით შემცირდა.
|
|