მარი ჩიტაია 21.04.2017
საქართველოში საწვავის კონტრაბანდის საფრთხე ჯერ არ გამოკვეთილა, თუმცა აქციზის გაძვირებამ ამ მხრივ რისკი გაზარდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, საწვავი ყველაზე ძვირი ახლა სწორედ საქართველოშია. თუ რას ნიშნავს პროდუქციის ფასს შორის დიდი სხვაობა, ეს თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაშიც ნათლად გამოჩნდა. იანვრიდან მოყოლებული სიგარეტის კონტრაბანდა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა სწორედ იმის გამო, რომ სომხეთში თამბაქო გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში.
|
ნათია ლომიძე 20.04.2017
წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, ბაზარზეც ფასი შესამჩნევად დაკლებულია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში თხილის მარაგი არის, რეალიზაციისგან უმეტესობა თავს იკავებს, რადგან ფასის ზრდას ელოდებიან. საქართველოს ბაზარზე თხილის ფასი 4-5 ლარის, ხოლო მსოფლიო ბაზარზე 6 დოლარის ფარგლებში მერყეობს. სპეციალისტები თხილის ხარისხის სტანდარტის შემოღებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
|
თეო გუდავაძე 20.04.2017
მთავრობას ხუდონჰესის აშენება სურს, თუმცა - კერძო ინვესტორის გარეშე. კონკრეტულ გეგმაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აშკარაა, რომ ინდოელ ინსვესტორებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ამგვარი ცვლილებების დროს აუცილებელია ალტერნატიულ პროექტზე მუშაობა. მისი განხორციელების შემთხვევაში შენარჩუნდება ის ტერიტორია, რომლის გამოც ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
|
მარი ჩიტაია 20.04.2017
ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ინტერვენციებმა ლარზე ცუდად იმოქმედა. აპრილში სებ-მა უკვე ზედიზედ ორჯერ სავალუტო აუქციონის მეშვეობით თითქმის 20 მლნ დოლარი ამოიღო. ფინანსისტების აზრით, ეროვნული ბანკი უხეშად ერევა სავალუტო ბაზარზე და ლარის გამყარებას ხელს უშლის. ეს მაშინ, როცა ლარის გაუფასურების დროს, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს.
|
სოფო ჩხიკვაძე 19.04.2017
ბოლო წლების განმავლობაში საჩუქარმა სახე და ფორმა იცვალა. ახლა ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთს ორიგინალური საჩუქრები მიუძღვნან. ეს ყველაფერი მოდის ტენდენციაა. ამის გამო, ბევრს ერთი და იგივე სუვენირი ან ნივთი ხვდება წილად. უფროსი თაობა ჯერ კიდევ იმ აზრზეა, რომ კარგია ფულის ჩუქება, რადგან მას ყველაზე მიზანმიმართულად გამოიყენებს ადამიანი.
|
ნათია ლომიძე 19.04.2017
თევზის სხვადასხვა სახეობის მოპოვებისთვის ახალი მოსაკრებლის დადგენამ შესაძლოა, პროდუქტი გააძვიროს. საგადასახადო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი სახის გაზრდილი გადასახადი, როგორც მოსაკრებლის, ასევე სხვა სახის, თევზის თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ფასზე აისახება.
|
ნათია ლომიძე 19.04.2017
კონსულტაციები, რომლებიც კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით აქტიურდ მიმდინარეობს, შესაძლოა, ახალი გადასახადების შემოღებითა და არსებულის გაზრდით დასრულდეს. ეკონომიკის სფეროს სპეციალიტები მიიჩნევენ, რომ 94-ე მუხლი ბიზნესის ერთგვარი დაცვაა და მას შეცვლა არ სჭირდება. მათი თქმით, საქართველოში იმდენად მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ქვეყანა ახალი გადასახადების დაწესებას ან მიმდინარე ვალდებულებების გაზრდას ვერ გაუძლებს.
|
მარი ჩიტაია 18.04.2017
ბოლო 4-5 წელიწადში თბილისის გარეუბნებსა და ახლომდებარე სოფლებში წვრილი ფერმერული მეურნეობა საგრძნობლად განვითარდა. ვისაც კი მცირე შესაძლებლობა აქვს, საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებას საკმაოდ წარმატებით ახერხებს. ხშირია შემთხვევა, როცა ოჯახს კარგი შემოსავალი აქვს მებოსტნეობითა და მცირე სათბურებით, სადაც, ძირითადად, საადრეო ბოსტნეული და ყვავილები მოჰყავთ. პარალელურად, ხალხი მეცხოველეობა-მეფრინველეობასაც მისდევს.
|
მარი ჩიტაია 18.04.2017
ავტობაზარზე ბუნებრივ აირს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა. გათხევადებული საწვავის მიმართ ინტერესი გაცილებით დიდია, ვიდრე 3-4 წლის წინ იყო. თბილისის მასშტაბით, გათხევადებულ აირზე თვეში, საშუალოდ, 60 მანქანა "გადადის". ტენდენცია მზარდია და არ არის გამორიცხული, ძალიან მალე ეს მაჩვენებელი გაორმაგდეს.
|
ნათია ლომიძე 15.04.2017
მარტის საარსებო მინიმუმი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4-5%-ით გაიზარდა. ეკონომიკურად რთული თვეების შემდეგ, რამდენიმე ლარით მატება, არასაკმარისად მიაჩნიათ სპეციალისტებს. მათი აზრით, საარსებო მინიმუმი რეალური ინფლაციის შესაბამისად არ გაზრდილა. ის უნდა განისაზღვრებოდეს, არა ინფლაციის დონით, არამედ დევალვაციიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში მაჩვენებელი რეალობას მოკლებული იქნება.
|
ნათია ლომიძე 14.04.2017
სავალუტო ფონდმა საქართველოს 285-მილიონიანი პროგრამა დაუმტკიცა. მის განხორციელებას ეკონომიკური რეფორმის გარანტად მიიჩნევს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ამ მოსაზრებას იზიარებს ეკონომისტთა ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ სავალუტო ფონდი არის ორგანიზაცია, რომელიც სინამდვილეში წარუმატებელ პროგრამებს ახორციელებს.
|
მარი ჩიტაია 14.04.2017
წლის დასაწყისიდან მოყოლებული ექსპორტი შეუჩერებლად იზრდება. ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ საქართველომ საექსპორტო მაჩვენებლები წლის პირველ კვარტალში საგრძნობლად გააუმჯობესა. სპეციალისტების შეფასებით, ნეგატიური ფონი შედარებით შესუსტდა ქვეყანაში, რამაც ვითარება სასიკეთოდ შეცვალა. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კვლავ მაღალია და ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ქვეყანას, ხანგძლივი დრო დასჭირდება.
|
|