მარიკა გოგოხია 08.04.2017
კომერციულ ბანკებს საკომისიოებიდან ყოველდღიურად 1 მლნ ლარამდე შესდით. ზოგ შემთხვევაში მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხას საკომისიოს სახით 10% ეჭრება. საბანკო სექტორი ამითაც არ კმაყოფილდება და სატარიფო პოლიტიკას ცვლის. რამდენიმე დღეში "თიბისი" კომუნალურ გადახდებზე დაწესებული საკომისიოს გააორმაგებს.
|
მარი ჩიტაია 07.04.2017
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასით რეგიონები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირი მიწა გურიაში, სამეგრელოსა და რამდენიმე ისეთ სოფელშია, რომელიც ადგილწარმოშობის ღვინოებით არის ცნობილი. ამ რეგიონებში 1 ჰექტარი 8-15 ათასი ლარიც ღირს. ყველაზე იაფი (პრაქტიკულად უფასო) მიწა რაჭა-ლეჩხუმშია. ადგილობრივებს იქ მყიდველი კარგა ხანია თვალით არ უნახავთ და 1 ჰა-ს გაყიდვას 300 ლარადაც ვერ ახერხებენ.
|
ნათია ლომიძე 06.04.2017
საქართველოში უმუშევრობის გადაჭრის გზები ჯერჯერობით არ არსებობს. მთავრობა მხოლოდ ციფრებს ამცირებს, რეალურად კი უმუშევართა მაჩვენებელი მაღალია და ქვეყანაში 34%-ის ფარგლებშია. გაერთიანებულ პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ უმუშევართა რიცხვს ემატება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა საარსებო მინიმუმი 157 ლარია. ასეთი მოსახლეობის 22%-ია.
|
მარი ჩიტაია 06.04.2017
საქართველოს საგარეო ვალი დიდი სისწრაფით იზრდება. იმის ნაცვლად, რომ ვალის ტვირთი შემსუბუქდეს, მთავრობა მიდგომას არ ცვლის და ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე უარს არ ამბობს. როგორც ჩანს, ხელისუფლების პრიორიტეტი არის არა ინვესტიციები და მეწარმეობის განვითარება, არამედ ვალის აღება. შესაბამისად, ქვეყანა "ვალების ეკონომიკის" მოდელს მიუბრუნდა.
|
თეო გუდავაძე 06.04.2017
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ გაძვირდება, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ავტოსადგურების მეპატრონეები. ისინი პირობას ყოველ წელს იძლევიან, მაგრამ უშუალოდ დღესასწაულების წინ რეგიონებში წამსვლელები ბილეთში მაინც მაღალ ფასს იხდიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სატრანსპორტო სფეროში კონკურენცია მკვეთრად გაიზარდა.
|
ნათია ლომიძე 05.04.2017
2-წლიანი უთანხმოების შემდეგ მთავრობამ და ლუდის მწარმოებლებმა, როგორც იქნა, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ლუდზე აქციზი 2017 წლის მაისიდან შეიცვლება და იგი დიფერენცირებული გახდება. ასეთ შემთხვევაში გაიაფდება ზოგიერთი დასახელების პროდუქციაც. დაბალალკოჰოლურ ლუდზე (1 ლიტრი) ფასი, სავარაუდოდ, 20 თეთრით დაიკლებს.
|
ნათია ლომიძე 05.04.2017
ლუდსახარში კომპანიების მსგავსად, აქციზის გადასახადის ზრდამ პროდუქციის ღირებულებაზე იმოქმედა თამბაქოსა და საწვავის შემთხვევაშიც. მოხმარება ორივე მიმართულებით შემცირდა. მიუხედავად ამისა, არც ერთი ბიზნესსექტორი ჯერჯერობით აქციზის განაკვეთის შეცვლას არ ითხოვს, განსხვავებით მელუდეებისაგან, რომლებიც, გადასახადის გაზრდის დღიდან მოყოლებული, უპირისპირდებოდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას.
|
მარი ჩიტაია 05.04.2017
საბანკო მიმართულებით წელს დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სექტორში განსაკუთრებული არაფერი მოხდება, თუ არ ჩავთვლით, რომ კომერციული ბანკების მოგება, წინა წელთან შედარებით, აშკარად მოიმატებს. ცვლილება უფრო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კუთხით არის მოსალოდნელი. მომხმარებლებს კი წელს ლარში სესხი გაუძვირდებათ.
|
ნათია ლომიძე 04.04.2017
ლარმა ყველაზე რთული პერიოდი გადალახა. უკან არის მოტოვებული ზამთრის თვეები და გამორჩეულად აქტიური მარტი. ახლა მთავარი ამოცანა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და სამომავლო პერსპექტივაა. როგორი იქნება ლარის კურსი უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში? ფინანსისტებმა "ბიზნეს-რეზონანსთან" ისაუბრეს, თუ რამდენად შეინარჩუნებს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარი სიმყარეს.
|
მარი ჩიტაია 04.04.2017
სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელ მოქალაქეებზე მიყიდვის აკრძალვის საკითხმა დიდი დაპირისპირება გამოიწვია. პარლამენტის წევრები მკაცრ რეგულაციას მეტ-ნაკლებად ემხრობიან, თუმცა იმის გამო, რომ პოზიციას ხშირად იცვლის, მთავრობის დამოკიდებულება გაურკვეველია. სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა კი იზიარებს აზრს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა, როგორც ფასდაუდებელი კაპიტალი, უცხოელებზე არ უნდა იყიდებოდეს.
|
მარი ჩიტაია 04.04.2017
ინფლაციის ნიშნული მარტში, თებერვალთან შედარებით, 10 წლის წინანდეი მაჩვენებელზე იყო. მარტში, წინა თვესთან შედარებით, შეინიშნებოდა დეფლაცია, მაგრამ ფასების ზრდის წლიურმა ინდექსმა მაინც 5,4 პროცენტს მიაღწია. სპეციალისტები მთელი წლის განმავლობაში მაღალ ინფლაციას ვარაუდობენ. შეიძლება წლის ბოლომდე ფასების საერთო დონე 7%-მდეც კი გაიზარდოს.
|
მარი ჩიტაია 01.04.2017
საქართველოს ავიაბაზრით ბოლო პერიოდში რამდენიმე უცხოური დაბალბიუჯეტიანი კომპანია დაინტერესდა. უკვე არსებულ ავიაკომპანიებს კი ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატების შესაძლებლობა მიეცათ. ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღებამ მგზავრთა ნაკადის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, თუმცა მოთხოვნა მანამდეც შესამჩნევი იყო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|