მარი ჩიტაია
28.01.2017

 სომხეთი რუსეთში ტვირთების გატანის ალტერნატიულ მარშრუტს ეძებს. ასეთი საჭიროება, როგორც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე არსებულმა კლიმატურმა პრობლემამ წარმოშვა. სომხებს თვალი ე.წ. სამხერთ ოსეთისკენ უჭირავთ, მაგრამ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ სომხური ტვირთებისთვის ალტერნატიული გზა მხოლოდ შავ ზღვაზე გადის.

ნათია ლომიძე
27.01.2017

 სამშენებლო კომპანიები ბაზრიდან მუდმივად ქრებიან და მათ სხვა დეველოპერები ენაცვლება. მთავარი მიზეზი მათი საქმისადმი არაპროფილური მიდგომაა. ამის გამო კომპანიები კონკურენციას ვერ უძლებენ და "თამაშიდან" გადიან.

მარი ჩიტაია
27.01.2017

 უალკოჰოლო სასმელების მარკირების დაფინანსება მთავრობის მხრიდან ზედმეტი ხარჯია, რომელიც ბიუჯეტიდან უცხოური კომპანიის სასარგებლოდ იფლანგება. ვერც ბიზნესმენები გარკვეულან, ვერც ექსპერტები და მით უმეტეს, ვერც საზოგადოება, თუ რა მიზნით ეწევა ამ ხარჯს სახელმწიფო და საბოლოოდ რას ემსახურება ამით.

მარი ჩიტაია
26.01.2017

 ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ბიზნესმენთა ნაწილი ქართულ წარწერებს უპირისპირდება. მათ მიაჩნიათ, რომ აბრებზე სასაქონლო ნიშნის ქართულ ენაზე დაწერის ვალდებულება ბიზნესს პრობლემებს უქმნის. იმის ნაცვლად, რომ საქართველოში მშობლიურ ენას პატივი სცენ და ეს განწყობა ქართული აბრევიაციით გამოხატონ, ბიზნესმენებს კანონით ნაკისრი ვალდებულების "სიმძიმე" აშფოთებთ.

ნათია ლომიძე
26.01.2017

 2014 წლიდან მოყოლებული, ბანკებს არაპროფილური ბიზნესი ხელიდან არც გაუშვიათ. საბანკო სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ მსგავსი საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს და ამაზე პასუხისმგებლობას სებ-ს აკისრებენ. კომერციულ ბანკებს ისეთ საქმიანობაში აქვთ ცხვირი ჩაყოფილი, ბევრი ვერც კი წარმოიდგენს. ფაქტობრივად, არ არის დარჩენილი დარგი, სადაც ბანკების ქოლგის ქვეშ მომუშავე კომპანიები "წარმატებით არ მუშაობდნენ".

მარი ჩიტაია
26.01.2017

 სამომხმარებლო ბაზარზე საკვები პროდუქტის ფასი მაღლა-მაღლა მიიაწევს. იმპორტირებული სურსათის პარალელურად, ადგილობრივი პროდუქტიც ძვირდება, რასაც სპეციალისტები ლარის გაუფასურების გარდა, მარაგის ამოწურვასაც უკავშირებენ. ხალხი შიშობს, რომ უკვე გაძვირებული საქონელი, სამომავლოდ, ლარის კურსის გამყარების შემთხვევაშიც, შეიძლება აღარ გაიაფდეს.

მარი ჩიტაია
25.01.2017

 საქონლისა და ღორის ხორცის ფასი იანვარში, შარშანდელთან შედარებით, 35%-ით გაძვირდა. ამის მიზეზი თურქების მხრიდან ქართულ ხორცზე გაზრდილი მოთხოვნაა. გარკვეული გავლენა ლარის დევალვაციამაც მოახდინა, რის გამოც პროდუქტის ფასმა ერთბაშად 1,50-2 ლარით მოიმატა. სამცხე-ჯავახეთში მდებარე სასაკლაოებში იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივ სოფლებში ხალხს საქონელი აღარ შერჩა, რადგან თურქებს რეგიონიდან პირუტყვი მასობრივად გაჰყავთ.

ნათია ლომიძე
25.01.2017

 თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მკვეთრად გაძვირების გამო, საქართველოში სიგარეტის არალეგალურად შემოტანის შემთხვევებმა ერთბაშად მოიმატა. მარტო ერთ კვირაში არადეკლარირებული პროდუქტის შემოტანის 3 მცდელობა გამოვლინდა. გადასახადის მატებასთან ერთად, თამბაქოს იმპორტიორები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანაში კონტრაბანდის გაზრდის საშიშროება გაიზრდებოდა და ეს დადასტურდა კიდეც.

ნათია ლომიძე
25.01.2017

 დადასტურდა ინფორმაცია, რომ კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან თანხებს არასწორად იღებდნენ. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამ ყველაფრის მკაცრად გაკონტროლებას აპირებს. დარგის სპეციალისტებს გახმაურებული შემთხვევები უცნაურად არ ეჩვენებათ, რადგან მთავრობას ამის შესახებ კარგა ხანია აფრთხილებდნენ.

მარი ჩიტაია
24.01.2017

 ფინანსისტების ნაწილი ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გაზრდას ურჩევს, რასაც პროგნოზირებენ კიდეც. იმის გამო, რომ ინფლაცია სწრაფად გაიზარდა, სებ-ს ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუმცა წინასწარ თქმა, რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი, არც ისე იოლია.

მარი ჩიტაია
24.01.2017

 2017 წლის ბიუჯეტს, შესაძლოა, პრობლემა შეექმნას. სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბრუნვის შემცირება, რისი ტენდენციაც წელს აშკარად გამოიკვეთა, ბიუჯეტის შემოსავლებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ კომპანიები ბიუჯეტში თანდათან ნაკლებს გადაიხდიან.

მარი ჩიტაია
21.01.2017

 2016 წელს საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასი არ გაზრიათ - ამ მოსაზრებას სპეციალისტები მთავრობის განცხადებას უპირისპირებენ. მათი განმარტებით, ხელფასის რეალური მაჩვენებელი თავსმოხვეულ სტატისტიკას 50-60%-ით ჩამორჩება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×