მარი ჩიტაია 17.01.2017
სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, სავალუტო ცვლილებების გამო, ქართული საექსპორტო პროდუქტის ფასი 15-16%-ის ფარგლებში შემცირდა. სხვადასხვა ვალუტების გაუფასურებამ ყველაზე მეტად ღვინის ექსპორტზე იმოქმედა. შარშან, 2015 წელთან შედარებით, 1 ბოთლი ღვინის ფასი 16%-ით არის შემცირებული, თუმცა მას საექსპორტო პროდუქციის რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია.
|
ნათია ლომიძე 17.01.2017
მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ქართული ლარი მეტ-ნაკლებად გამყარებულია, თუმცა არც იმდენად, რომ სავაჭრო ურთიერთობაში რამე ცვლილება მოახდინოს. 5 იანვრიდან დღემდე ლარის გამყარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები იმპორტზე მოთხოვნის კლებას ასახელებენ, რამაც დოლარზე მოთხოვნა შეამცირა.
|
მარი ჩიტაია 14.01.2017
თურქმენული ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს დაუბრუნდება. ეს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ბიუჯეტს დამატებით 60 მლნ ლარს მოუტანს. მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებით საქართველო განებივრებული არ არის. როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, თურქმენული ნავთობის ტრანზიტის შესრულებით ქვეყნის მიმართ ნდობა გაიზრდება და გაჩნდება მეტი შესაძლებლობა, რომ საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით მეტმა ტვირთმა გაიაროს.
|
ნათია ლომიძე 14.01.2017
5 იანვრიდან ლარი მყარდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი სადისტრიბუციო კომპანიების მიერ წინასაახალწლოდ შემოტანილი დიდი მარაგია. ბიზნესმენებმა ვალუტის მერყეობის და პროდუქციის გაძვირების შიშით დეკემბერში დიდი ოდენობით საქონელი დაასაწყობეს და ამ ეტაპზე იმპორტის განხორციელების საჭიროება აღარ აქვთ. ამის გამო დოლარზე მოთხოვნა შემცირდა. სპეციალისტთა ნაწილი აცხადებს, რომ ლარის გამყარება რამდენიმე დღე გასტანს და სამომავლოდ სავალუტო ბაზარზე რყევა გამორიცხული არ არის.
|
მარი ჩიტაია 14.01.2017
საფონდო ბირჟის რეფორმის პროცესში ეროვნული ბანკის მონაწილეობა სპეციალისტებს დაუშვებლად მიაჩნიათ. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ სებ-ი და თბილისის საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმას იწყებენ. ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ რეფორმაში სებ-ის ჩართვით საბანკო სექტორი საფონდო ბირჯაზე დომინანტ ფუნქციას შეინარჩუნებს, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და შედეგად ქვეყანა ფორმალურ რეფორმას მიიღებს.
|
ნათია ლომიძე 13.01.2017
დოლარის კურსის ზრდამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სამომხმარებლო ბაზარზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი წლიდან საქართველოში მოქმედმა იმპორტიორმა კომპანიებმა საქონელი გააძვირეს. მიზეზად კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ძველი მარაგების ამოწურვას ასახელებენ. ბიზნესის წარმომადგენლები შექმნილ სიტუაციას უმართავს უწოდებენ და კომპანიის შენარჩუნებისთვის ზარალსაც არ ერიდებიან.
|
მარი ჩიტაია 13.01.2017
ქვეყანაში ექსპორტი მკვეთრად მცირდება. ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენცია აშკარა და თვალსაჩინოა, რასაც "საქსტატის" მონაცემებიც ადასტურებს. წლევანდელი შედეგი, სავარაუდოდ, ბოლო 2011 წლის მონაცემებსაც ვერ გაუტოლდება.
|
რეზონანსი 13.01.2017
თუ თქვენი ფინანსური პრობლემის მოგვარებას სჭირდება თანხა 50-დან 650 ლარამდე, მაშინ მისი მოგვარება Vivusge-სბლოგი დახმარებით შეგიძლიათ. რადგან ჩვენ გთავაზობთ onlainsesxi - ს ყველაზე დაბალ პროცენტში, პირველი sesxi კი ჩვენთან საერთოდ უპროცენტოა.
|
მარი ჩიტაია 13.01.2017
ბანკებს აშკარად ლიკვიდობის პრობლემა აქვთ. მართალია, ფინანსურ სტრუქტურებში ამას არ აღიარებენ, თუმცა საბანკო სფეროს სპეციალისტები კომბანკების გასაჭირზე დამაჯერებლად საუბრობენ. ზოგიერთი ორგანიზაციის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ კაპიტალში ზარალის პრობლემასაც განიცდის. აქედან გამომდინარე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე წელს საბანკო სექტორი მინიმუმ 2 ბანკით შემცირდეს.
|
მარი ლიკოკელი 12.01.2017
მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა გალარების კამპანიის დაწყებას სტარტი მისცეს. კომერციულ ბანკებში 40 000 დოლარამდე სესხის ლარში გადატანის პროცესის დაწყება შესაძლებელი იქნება. კომერციული ბანკები 17 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხებათ.
|
მარი ჩიტაია 12.01.2017
"გაზპრომთან" ჭიდილში საქართველომ პოზიციები საბოლოოდ დათმო. რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმა იქნება ისეთი, როგორიც რუსულ მხარეს აწყობს. საქართველო მიიღებს ფულს, მაგრამ რამდენად ეყოფა იგი დამატებით ბუნებრივი აირის შესაძენად, ეს ჯერ კიდევ უცნობია.
|
მარი ჩიტაია 11.01.2017
სეპარატისტულ აფხაზეთს "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არ ყოფნის. ამის მიზეზი დენის მოხმარების არანორმალურად გაზრდილი მაჩვენებელია, რის შეკავებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ტენდენცია თუ გაგრძელდება, აფხაზეთის ჩაბნელების საფრთხე გარდაუვალია.
|