მარი ჩიტაია 11.02.2017
2016 წელს სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობას 14 963 ოჯახი შეემატა და 140 264 შეადგინა. სპეციალისტთა შეფასებით, ყოველი მეოთხე-მეხუთე ადამიანი სახელმწიფო დახმარების შემყურეა. გაჭირვებულთა რაოდენობის ზრდა ლარის გაუფასურებამ და ინფლაციამ გამოიწვია, რამაც დაბალშემოსავლიანი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა.
|
თამარ მუკბანიანი 11.02.2017
მიუხედავად იმისა, რომ კანონით აუცილებელია, ქართული წარწერის არსებობას პროდუქციაზე, ხშირად ეს ნორმა არ სრულდება. არის შემთხვევები, როცა ეტიკეტი მხოლოდ მწარმოებელი ქვეყნის მშობლიურ ენაზეა და არა ინგლისურად. მომხმარებლისათვის განსაკუთრებულ პრობლემას, მედიკამენტების უცხოენოვანი ანოტაცია წარმოადგენს.
|
ნათია ლომიძე 11.02.2017
ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ ტურისტული კომპანიები ბილეთების გაძვირებას აანონსებენ. მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, მოიმატებს ღირებულება, თუმცა ეს პირველ ეტაპზე მოხდება, შემდეგ კი სიტუაცია დარეგულირდება. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ბილეთებზე ფასის მატებას, ასევე ავიაკომპანიების საფასო პოლიტიკას უკავშირებენ.
|
მარი ჩიტაია 10.02.2017
გალარების პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა პროექტით გათვალისწინებულ მსესხებელთა 3%-ს არ აღემატება. ბოლო მონაცემებით, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობა 800 ადამიანს აქვს მიღებული. ეს ნიშნავს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბაკნის მცდელობა უშედეგოა.
|
მარი ჩიტაია 10.02.2017
რძისა და რძის პროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირება აგრარული ბაზრების მოვაჭრეებისთვის ახალი ვალდებულებაა. მათ ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რა წესების დაცვა მოუწევთ და არც ლაბორატორიებზე მიუწვდებათ ხელი. ცალკე პრობლემაა ფასიც. ფაქტია, რომ დამატებითი ხარჯის გაწევა რძის ნაწარმის ღირებულებაზეც აისახება.
|
ნათია ლომიძე 10.02.2017
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება, ანუ სულ რაღაც 10 თვეა დარჩენილი, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ავტომობილების ინსპექტირების საკითხი ვადაში ვერ ჩაეტიოს.
|
ნათია ლომიძე 09.02.2017
ისეთ კრიტიკულ თვეებში, როგორიც იანვარი და თებერვალია, ლარმა მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც დაიწყო გამყარება. პროცესი 5 იანვრიდან დღემდე მიმდინარეობს. ექსპერტთა ნაწილის ვარაუდი, რომ 2017 წლის პირველ 2 თვეში ეროვნული ვალუტა 2,80-ის ნიშნულს გადასცდებოდა, არ გამართლდა. დღესდღეობით ეკონომიკისთვის მისაღებ გაცვლით კურსად 2,20-2,30 სახელდება.
|
ნათია ლომიძე 09.02.2017
რუსი ტურისტებისათვის თურქეთის ბაზრის სრულფასოვნად გახსნა საქართველოს საზღვაო კურორტებს არც ისე მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ თურქეთსა და საქართველოს ტურისტების განსხვავებული სეგმენტი სტუმრობს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საზღვაო სეზონზე საქართველოს დიდი დანაკლისი არ ექნება.
|
მარი ჩიტაია 08.02.2017
საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული საწვავის წილი მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 50%-ს მიაღწია. თუკი აქამდე ბაზრის ძირითადი სეგმენტი ევროპულ საწვავს ეკავა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
|
მარი ჩიტაია 08.02.2017
თბილისში ბინის ქირის ფასი შემცირდა, მაგრამ მოთხოვნა აღარ არის. რაც შეეხება გირაოს, ვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო რთულია, რადგან ასეთი გარიგების საფასური ბინის რეალურ ღირებულებას თითქმის უტოლდება.
|
ნათია ლომიძე 08.02.2017
ენგურჰესი მუშაობას ორი კვირით, დაახლოებით, 15 დღეში შეწყვეტს. ამ პერიოდში კი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსულ და ქართულ მხარეს შორის გადანაწილდება. ჯერ კიდევ ბუნდოვანია რამდენად უსასყიდლოდ მიაწოდებს რუსეთი აფხაზეთს დენს და მოუწევს თუ არა ამ "ვალის" დაფარვა ქართულ მხარეს.
|
მარი ჩიტაია 07.02.2017
2013 წლიდან მოყოლებული, საქართველოში რკინიგზაზე ტვირთბრუნვა მუდმივად მცირდება. რამდენიმე ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენის გარდა, რადიკალურად არ უმჯობესდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა და არც დასაქმებულთა მდგომარეობა. ბოლო 4 წელიწადში შემოსავალმა თითქმის 50%-ით იკლო. მართალია, ამის ერთ-ერთ მიზეზად გლობალური ფაქტორი სახელდება, მაგრამ "საქართვლეოს რკინიგზას" სახარბიელო მდგომარეობა არც შიდა გადაზიდვების მხრივ აქვს, სადაც 15%-იანი კლებაა.
|