ნათია ლომიძე
25.11.2016

 საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ვითარდება. მართალია დარეგისრირებული საწარმოთა რაოდენობა შთამბეჭდავ რიცხვს აღწევს, მაგრამ წარმატებული მაგალითები ნაკლებია. მეწარმეები ცდილობენ, თავიანთი საქმიანობა დედაქალაქში აწარმოონ, რაც რეგიონებისთვის დიდი პრობლემაა. ყველაზე სავალალო ისაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.

მარი ჩიტაია
25.11.2016

 სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა და ამით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვს. მშპ-ს მაჩვენებლის წარამარა ცვლით სავალუტო ფონდი აშკარად სასაცილო სიტუაციაში იგდებს თავს.

ნათია ლომიძე
24.11.2016

 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებების ჯერი დადგა და როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად ეკონომიკური ბლოკის მინისტრები გადააჯგუფეს. ეს დასტურია იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისში იმყოფება. საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი მთავრობა ვერ შეძლებს ეკონომიკის სწრაფად გაჯანსაღებას, რადგან ვითარება საკმაოდ რთულია. ბოლო დროს მუდმივად საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ ახალი მინისტრები ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას.

მარი ჩიტაია
23.11.2016

 საქართველომ ბიუჯეტის მხარდამჭერი უცხოური კრედიტების და გრანტების მიღება ვერ შეძლო. ჯერჯერობით მხოლოდ საგრანტო თანხაა ათვისებული, ისიც 6,2%-ით, რაც თანხობრივად 7,7 მლნ ლარია. 2016 წელს მისაღები გრანტის დაგეგმილი რაოდენობა კი 125 მლნ ლარია. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის სახით ქვეყანას 395 მლნ ლარი უნდა მიეღო, მაგრამ წლის ბოლო ახლოვდება და 1 თეთრიც არ არის შემოსული. რაც შეეხება საგარეო ფინანსურ ვალდებულებებს, 1,075 მლრდ ლარის ნაცვლად, 587 მლნ ლარია მიღებული. გამოდის, რომ გეგმის მხოლოდ ნახევარია შესრულებული.

მარიკა გოგოხია
23.11.2016

 საბანკო სექტორი ფარმაცევტულ ბაზარსაც გადასწვდა. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც "საქართველოს ბანკთან" ასოცირდება, ბაზრის სერიოზული მოთამაშე ხდება. ფაქტობრივად, არ დარჩა ეკონომიკის თითქმის არც ერთი მიმართულება, სადაც ბანკების დიდი გავლენა არ იგრძნობა. ყველგან, სადაც კი ამ სეგმენტმა შეაღწია, კონკურენციას სერიოზული საფრთხე შეექმნა.

მარიამ მაჭავარიანი
22.11.2016

 მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე შიმშილობს. საქართველოში, დაუბალანსებელი კვების გამო, ადამიანები ე.წ. "ფარულ შიმშილს" განიცდიან, ეძალებიან პურს და ამ დროს სხვა პროდუქტებიდან სიცოცხლისთვის აუცილებელ კალორიებს ვერ იღებენ. შედეგიც არ აყოვნებს. შემთხვევითი არც ის არის, რომ ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ საქართველოს აქვს.

მარიამ მაჭავარიანი
22.11.2016

 საქართველოში მცირე ავტოგასამართი სადგურების ბუმია. თუკი 2012 წლამდე ნავთობპროდუქტების ბიზნესს სულ რამდენიმე კომპანია აკონტროლებდა, 2012 წლის შემდეგ ბაზარი წნეხისგან გათავისუფლდა და ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების გვერდით არაბრენდირებულებმაც წამოყვეს თავი. შეიძლება ითქვას, მთელი საქართველოს მასშტაბით მცირე აგს-ების რიცხვი არითმეტიკული პროგრესიით იზრდება და ეს დარგი გაცილებით კონკურენტუნარიანი ხდება.

რეზონანსი
22.11.2016

 სათაურში გამოტანილი ფრაზის მნიშვნელობაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია გაიაროთ თბილისის ქუჩებში და ყურადღება მიაქციოთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არსებულ საკრედიტო ორგანიზაციებს. 

მარი ჩიტაია
22.11.2016

 საქართველოდან საექსპორტოდ გატანილი პროდუქციის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. გარდა იმისა, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ძალიან დიდია, ბოლო თვეების განმავლობაში ექსპორტი თავდაღმა მიექანება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ექსპორტი 1701 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 7 პროცენტით ჩამორჩება.

მარი ჩიტაია
22.11.2016

 სარეკლამო ბაზარი არჩევნებმა ცოტათი გამოაცოცხლა. პოლიტიკური რეკლამისთვის ყველაზე დიდი ასპარეზი ტრადიციულად სატელევიზო სივრცე აღმოჩნდა. წინა წლებისგან განსხვავებით, სარეკლამო ბაზარი სხვადასხვა ტელეარხებისთვის გათანაბრდა. ეს ერთადერთი ტენდენციაა, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეინიშნება.

ნათია ლომიძე
19.11.2016

 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე ცოტა დრო რჩება. მისი ფუნდამენტური გადამუშავება აუცილებელია, რათა წინა წლების მსგავსად მთავრობამ თავიდან აირიდოს ის საფრთხეები, რაც წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულებას მოსდევს, როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილი. ყოველ შემოდგომაზე მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ზედმეტად ოპტიმისტურად იგეგმება, ამიტომ სპეციალისტების აზრით, საჭიროა ყველა დეტალის სიზუსტით გაანგარიშება.

მარი ჩიტაია
19.11.2016

 მთავრობა საგადასახადო რეფორმაზე აქტიურ მუშაობას იწყებს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები 2017 წლის იანვრიდან შევა. რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოგების გადასახადით მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×