მარი ჩიტაია 12.11.2016
ლარი კრიტიკულ ნიშნულზე რჩება. სპეციალისტების აზრით, ძალიან ახლოს ვართ რეალობასთან, როცა ლარის კურსმა შეიძლება ფსიქოლოგიურ ნიშნულს გადააბიჯოს და 2,60-2,70-ს მიაღწიოს, რაც განაჩენი იქნება ეკონომიკისთვის. ეროვნულმა ვალუტამ უკვე ყველა ნორმა დაარღვია, ახლა საუბარია იმაზე, რომ კურსი საბედისწერო ზღვრამდე არ მივიდეს. ასეთ სცენარს ეკონომისტების უმეტესობა დასაშვებად მიიჩნევს.
|
ნათია ლომიძე 11.11.2016
2017 წლიდან სიგარეტი კიდევ გაძვირდება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, თამბაქოს პროდუქტი, 40-50 თეთრით გაძვირდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე იაფი სიგარეტის (სტანდარტული კოლოფის) ფასიც კი 2,5 ლარს გადააჭარბებს. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან იმპორტიორები, რომლებიც მთავრობას საკუთარ გეგმას თავაზობენ. ისინი უფრო ნაკლები განაკვეთის დაწესებას მოითხოვენ.
|
მარი ჩიტაია 11.11.2016
ლარის კურსი პანიკის ზღვარზეა. იმის ნაცვლად, რომ შემაკავებელი ღონისძიებები მიეღო და კატასტროფული ვარდნა შეეჩერებინა, ეროვნულმა ბანკმა 1,350 მილიარდი ლარი გაასესხა, რითაც რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი დამყარდა. ფაქტია, რომ ბანკებს დოლარზე ნადირობა აქვთ გამოცხადებული და ბაზარზე არანორმალური მოთხოვნაა.
|
მარი ჩიტაია 10.11.2016
ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევამ მსოფლიო ბირჟებზე დიდი რყევა გამოიწვია. აშშ დოლარის კურსი ყველა მსხვილ ვალუტებთან მიმართებით ეცემა. გაიაფდა ნავთობი, მაგრამ გაძვირდა ოქრო. გლობალური სავალუტო ცვლილება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე უმნიშვნელოდ აისახება. შეიძლება ითქვას, რომ ლარი კვლავ შიდა ფაქტორების ტყვეობაში რჩება.
|
მარი ჩიტაია 09.11.2016
2016 წლის ჩამთავრებამდე ცოტა დრო რჩება, მაგრამ ლარისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი სწორედ ახლა იწყება. გამყარებაზე საუბარი ზედმეტია, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მთავარი გამოწვევაა, რომ არსებული კურსი შეინარჩუნონ. მომავალი 6 კვირა ეროვნული ვალუტისთვის ყველაზე მძიმე იქნება.
|
მადლენ მაჭარაშვილი 08.11.2016
ლარის კურსის ცვალებადობამ ერთნაირად დააზარალა მოსახლეობაც და ბიზნესმენებიც. თუ პირველი კატეგორია სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტს ვერ ყიდულობს, მეორე ჩივის, რომ მათ ბიზნესს პრობლემა შეექმნა და გაჭირვებული მომხმარებელი მათი საქონლის შეძენაზე უარს ამბობს.
|
მარი ჩიტაია 08.11.2016
კომერციული ბანკები მოსახლეობის ანაბრებზე სარგებელს პერმანენტულად ამცირებენ. ტენდენცია აგვისტო-სექტემბერში დაიწყო და ცვლილება ყველა ბანკმა მოახდინა. სპაციალისტების შეფასებით, ბანკების გადაწყვეტილება ლარის პრესტიჟზე უარყოფითად აისახება და დოლარიზაციის სამომავლო მაჩვენებელზეც იმოქმედებს. დიდი ალბათობით, იგი კიდევ უფრო გაიზრდება
|
მარი ჩიტაია 05.11.2016
დასავლეთ საქართველში თხილის ფასი არ იმატებს, ხოლო ნიგოზი კატასტროფულად ძვირია. თხილის შემთხვევაში, დაბალი ფასი მოსავლის ხარისხმა განსაზღვრა. რაც შეეხება ნიგოზს, მომხმარებელს პროდუქტი დეფიციტის გამო გაუძვირდა. თუ ასე გაგრძელდა, საახალწლოდ ნიგვზის ფასმა ქვეყნის დასავლეთ რაიონებში, შესაძლოა, 40 ლარსაც მიაღწიოს.
|
მარი ჩიტაია 05.11.2016
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც ქვეყანას რეალურად სჭირდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წელს მშპ-ს 3,4%-ით, 2017 წელს კი 3,9%-ით გაზრდას პროგნოზირებს. სპეციალისტების შეფასებით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ვარაუდი რეალობას მეტ-ნაკლებად ასახავს.
|
ნათია ლომიძე 05.11.2016
კერძო და საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასის ზრდამ, შესაძლოა, დასაქმებულთა რაოდენობა შემციროს. დამსაქმებლები ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ვალდებულებებს და მიზერული ხელფასის გაცემით დაკმაყოფილდნენ. აქვს თუ არა საშუალება, აბსოლუტურად ყველა დამფინანსებელი ხელფასის გაზრდის მოთხოვნის წინააღმდეგია.
|
მარი ჩიტაია 04.11.2016
ლარის მიმართ ხალხმა ნდობა დაკარგა. უკვე არავის სჯერა ფუჭი დაპირებების, რომელსაც ლამისაა, ყოველდღიურად ვისმენთ. მთავრობა და ეროვნული ბანკი მუდმივად არასწორ პროგნოზს აკეთებენ, როდესაც ლარის კურსთან დაკავშირებით დამაიმედებელ განცხადებებს ავრცელებენ. არც ერთი მათ მიერ გაკეთებული პროგნოზი არ გამართლებულა. ამ მხრივ განსაკუთრებით მთავრობა სცოდავს. ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკის მინისტრისა და გნებავთ, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ლარი გამყარდება, მოსახლეობის დასაშოშმინებლად გამოგონილი სატყუარაა.
|
ნათია ლომიძე 03.11.2016
საქართველოში საფინანსო კომპანიების მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა რიცხვი იზრდება. ისინი რეკორდულად მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ მეანაბრეებს და ფინანსურ პირამიდას ქმნიან. ასეთი საქმიანობა სახელმწიფოს მიერ არ რეგულირდება, რაც "პირამიდის მაშენებლებს" სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მოსახლეობა კი მთავრობის მხრიდან მკაცრი ზომების გატარებას და მეტ ყურადღებას მოითხოვს. სიტუაცია უკონტროლოა და ვითარება სამომავლოდ კიდევ უფრო დამძიმდება.
|
|