მარი ჩიტაია
12.10.2016

 ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უკვე აღარ არსებობს. "რაკია ჯორჯიამ" თიზ-ის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს გადასცა, რითაც პროექტმა, შეიძლება ითქვას, არსებობა შეწყვიტა. სპეციალისტების ვარაუდით, ფოთის ზონის ბედს დანარჩენი თიზ-ებიც გაიზიარებენ, რადგან მათი უმეტესობა დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს და ელემენტარულად, ინვესტორის მოზიდვის შანსიც არ აქვს.

მარი ჩიტაია
11.10.2016

 არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, გაძვირების ტალღა დაიწყოს. იმპორტიორების ინფორმაციით, 2-3 კვირაში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი 10-15%-ის ფარგლებში გაძვირდება. ფასი ადგილობრივ ნაწარმზეც მოიმატებს, რასაც სეზონური ცვლილება გამოიწვევს. ზოგიერთი პროდუქტი უკვე გაძვირდა კიდეც. შაქარი, წიწიბურა და ზეთის ფაის მაღლა მიდის. სულ მალე საწვავის ჯერი დადგება.

ნატა გიორგაძე
11.10.2016

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების მოცულობა მაქსიმალურ ზღვარამდე გაზარდა. თუ ზაფხულში სებ-ი მუდმივმოქმედ და ერთდღიან სესხს, პრაქტიკულად, არ გასცემდა, აგვისტოს ბოლოდან ჯერ ერთდღიანის, შემდეგ კი დამატებით მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხების გაცემა დაიწყო. წინა კვირას კომერციული ბანკების მიერ სებ-იდან აღებული სესხის მოცულობამ 1,210 მლრდ ლარს მიაღწია. ბაზარზე ჭარბი რაოდენობით ლარის მიწოდებამ კი პრობლემა შეუქმნა გაცვლით კურსს და მისი სტაბილურობისთვის სებ-ი იძულებული გახდა სავალუტო ინტერვენცია განეხორციელებინა.

მარი ჩიტაია
11.10.2016

 არჩევნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში, შესაძლოა, გაჯანსაღების ნიშნები გაჩნდეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება, რაც პოზიტიურ შედეგს მოიტანს. პოლიტიკური გაურკვევლობის პერიოდმა უკვე გაიარა და ახლა საზოგადოების მთელი გულისყური ეკონომიკური პროცესებისკენ იქნება მიმართული - რამდენად სწორად მოახდენს ქვეყნის ეკონომიკა არჩევნების შედეგზე რეაგირებას და როგორი იქნება ცვლილება ამ მიმართულებით.

მარი ჩიტაია
11.10.2016

 შარშანდელთან შედარებით, წელს ციტრუსის ნაკლები მოსავალია. სეზონზე აჭარაში 55-60 ათას ტონამდე მოსავალს ელიან, რაც წინა წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. საექსპორტო მანდარინს სეზონზე დაამზადებს 40-მდე ციტრუსის მიმღები დამხარისხებელი საწარმო, რომელთა ჯამური სიმძლავრე 30 000 ტონას აღმატება.

მარი ჩიტაია
08.10.2016

 შაქრის თავბრუდამხვევი გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარებითაა გამოწვეული. მსოფლიო ბირჟებზე 1 ტონა თეთრი შაქრის ღირებულება 600 დოლარის ფარგლებშია. ასეთი მაღალი ფასი 2012 წლის მეორე კვარტალის შემდეგ აღარ ყოფილა. ბოლო 1 წელია, შაქარი შეუჩერებლივ ძვირდება. 2015 წლის ივნისიდან მოყოლებული ფასი თითქმის გაორმაგდა.

მარი ჩიტაია
08.10.2016

 კომერციული ბანკებისთვის განათლება და სოფლის მეურნეობა ისევ არაპრიორიტეტულია. შემთხვევითი არაა, რომ საკრედიტო პორტფელში ყველაზე დაბალ წილს სწორედ ტრანსპორტი, ჯანდაცვა და განათლება იკავებს. დაკრედიტების მაჩვენებელი მცირეა ასევე სოფლის მეურნეობასა და სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესში.

ნათია ლომიძე
07.10.2016

 ახალი წლიდან ექსპორტის მაჩვენებელი შეიძლება გაუარესდეს. ექსპორტ-იმპორტს შორის დისბალანსი ისედაც ძალიან მაღალია და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სამომავლოდ კიდევ მოიმატებს. აზერბაიჯანსა და რუსეთში ქართული პროდუქტის მოხმარება შეიძლება შემცირდეს. პერსპექტივა ამ მხრივ საკმაოდ ბუნდოვანია.

მარი ჩიტაია
07.10.2016

 ეროვნული ბანკისა და მთავრობის მცდელობა, არჩევნების წინ ლარის კურსი დაიჭიროს, კვლავ უშედეგოა. ბოლო 10 დღეში სებ-მა 100 მილიონი დოლარი გაყიდა და კურსი მაინც დაბლა ეშვება. დიდია ალბათობა, რომ არჩევნების შემდეგ გაქცეულ ლარზე კონტროლი დიდი ხნით დაიკარგოს.

მარი ჩიტაია
06.10.2016

 ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყნიდან დიდი ოდენობით კაპიტალი გაედინება და ამან ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითად იმოქმედა. საბანკო სექტორში მსხვილი გადაჯგუფების გამო, რასაც ცალკეულ ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემაც დაემატა, საქართველოდან "კაპიტალი გარბის". სპეციალისტები ერთხმად ადასტურებენ, რომ მსხვილმა გადარიცხვებმა საზღვარგარეთ კურსზე უარყოფითად იმოქმედა. მართალია, ეროვნული ბანკი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ოფიციალური განცხადებით, ირიბად ადასტურებს, რომ ლარის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინი.

მარი ჩიტაია
05.10.2016

 ბიუჯეტის 3 კვარტლის მონაცემების მიხედვით, შემოსულობების ნაწილში გარღვევაა. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასახდელების კუთხით. ხარჯების გეგმის შესრულებას 298 მილიონი ლარი აკლია, ხოლო შემოსულობების გეგმას - 142 მილიონი ლარი. ფინანსთა სამინისტროში თავს იწონებენ, რომ ბიუჯეტის გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს, მაგრამ ეს მხოლოდ შემოსავლების ნაწილს ეხება, სრულ ბიუჯეტს კი პრობლემა აქვს.

მარი ჩიტაია
04.10.2016

 საქართველოს მთავრობას ლარის კურსის შედარებით გამყარების იმედი აქვს, რაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ნათლად გამოჩნდა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ლარის გაცვლითი კურსი დოლართან - 2.30. წლევანდელ ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი 2,40-ია და აშკარაა, რომ მთელი წელი კურსიც დაახლოებით ამ მაჩვენებელის ფარგლებში ტრიალებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×