მარიამ აფციაური 24.09.2016
პირველი ნოემბრიდან მიმოქცევაში ახალი 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოჩნდება. განახლებულ კუპიურას ხალხში, ასევე სპეციალისტებში უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები. პრეტენზიები ასეთია: ნაკლები დაცულობა (ზოგიერთმა რესპონდენტმა გაიხსენა გაყალბების შემთხვევებიც), ბანკნოტზე "საქართველოს" დასახელების მოშლა, ფინანსთა მინისტრის ხელმოწერის გაუქმება და მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერის დატანება. სპეციალისტების აზრით, ამ სახის ცვლილებები კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინებული.
|
მარი ჩიტაია 23.09.2016
ბოლო 4-5 წელიწადში კომერციული ფართის გაქირავების ფასი 25-30%-ით შემცირდა. ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა, ტენდენცია გაგრძელდეს, რამდენადაც ბაზარზე ჭარბი მიწოდებაა, ხოლო მოთხოვნა ნაკლებია, რის გამოც ფართები ხშირად თვეობით ქირავდება. რაც შეეხება კომერციული ობიექტების ყიდვა-გაყიდვას, მოთხოვნა თითქმის აღარ არის.
|
ელზა წიკლაური 23.09.2016
ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი რყევის თავიდან აცილების მიზნით, სებ-მა გუშინ ბაზარს 20 მლნ დოლარი მიაწოდა. შედეგად ერთი დოდარის ოფიციალური ღირებულება 2,3124 ლარამდე ჩამოვიდა და ბოლოდროინდელი მუდმივი გაუფასურება ცოტათი შეჩერდა. იმის გამო, რომ ახლა საგარეო ვალის მომსახურების პერიოდია, თანაც ყურძნის სუბსიდირების შედეგად მოსახლეობაში ლარის დამატებითი მასა გაჩნდა, გამორიცხული არ არის, რომ ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა კვლავაც გაგრძელდეს, ამიტომ სებ-ი თადარიგს იჭერს.
|
ელზა წიკლაური 23.09.2016
სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიგა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი წლების განმავლობაში მშპ-ში მისი წილი 8%-ს არ აღემატებოდა, 2016 წლის 2 კვარტლის დაზუსტებული მონაცემით, თითქმის 11%-ს აღწევს. აღნიშნული მონაცემის ზრდის მიზეზი ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტები გახდა. სპეციალისტთა აზრით, იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა უფრო წინ წავიდეს, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
|
მარი ლიკოკელი 23.09.2016
საქართველოს ავიასივრცე უცხოური გადამზიდავებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება. რაც დრო გადის, საერთაშორისო ავიაკომპანიების დაინტერესება მუდმივად იზრდება. ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალ რეისებს ამატებს უნგრული "ვიზ ეარი", ხოლო ჩინური ავიაკომპანია ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის რეგულარული მიმოსვლით დაკავდება.
|
ელზა წიკლაური 22.09.2016
სებ-ის მცდელობა დოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით მოკლევადიანი აღმოჩნდა. ორგანიზაციების ნაწილი ეროვნულ ვალუტაში მსხვილ გარიგებებს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდნენ, შემდგომ კი ისევ დოლარზე გადავიდნენ. ლარი დღესაც მხოლოდ გადასახადების გადახდისთვის და პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენისითვის გამოიყენება. ეკონომისტები თვლიან, რომ ლარიზაციის მცდელობა სამომავლოდაც უშედეგო იქნება, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკა ამის საშუალებას არ იძლევა.
|
მარიამ აფციაური 22.09.2016
"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი. სპეციალისტები დაპირებას რეალურად მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ ტურიზმს ამის პოტენციალი აქვს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები სეზონური სახის იქნება და ამ სფეროში მთავრობას მთელი წლის განმავლობაში ხალხის დასაქმება გაუჭირდება.
|
მარი ჩიტაია 22.09.2016
იპოთეკური სესხები და მოსახლეობის სხვა ფინანსური ვალდებულებები საარჩევნო პროგრამის მიღმა დარჩა. ეს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ვალებშია ჩაფლული. განსაკუთრებით იმ კატეგორიის მსესხებლებს უჭირთ, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ. ლარის გაუფასურებამ მათი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად შეარყია. შეიძლება, ვინმე ფიქრობს, რომ ეს ადამიანების კერძო პრობლემაა, მაგრამ იმდენად მასშტაბურია, წინასაარჩევნოდ ამ საკითხზე მინიმუმ აქცენტის გაკეთება მაინც შეიძლებოდა.
|
მარი ჩიტაია 22.09.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" შესაძლო გაყიდვა ენერგეტიკის მინისტრმა საბოლოოდ დაადასტურა. ილია ელოშვილი კომპანიის გასხვისების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს, მაგრამ არ მალავს, რომ ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ყაზახებს ქართული ბაზრიდან გასვლა მოუწევთ.
|
მარი ჩიტაია 21.09.2016
ნავთობის იმპორტიორები და მთავრობა შესაძლოა, მორიგდნენ. ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.
|
ელზა წიკლაური 21.09.2016
2016 წლის იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. სებ-ის ინფორმაციით, 8 თვეში კომერციულმა ბანკებმა 403,6 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ბიუჯეტში კი მხოლოდ 46,3 მლნ ლარი შეიტანეს. თუ ზრდის ასეთი ტემპი შენარჩუნდა, გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ბანკების მოგებამ ყველა რეკორდი მოხსნას და 600 მლნ ლარსაც კი გადააჭარბოს.
|
ელზა წიკლაური 20.09.2016
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების მოცულობა მაქსიმალურ ზღვრამდე გაზარდა. თუ ზაფხულში სებ-ი მუდმივმოქმედ და ერთდღიან სესხს, პრაქტიკულად, არ გასცემდა, აგვისტოს ბოლოდან ჯერ ერთდღიანის, შემდეგ კი დამატებით მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხების გაცემა დაიწყო. გასულ კვირას სებ-მა ჯამურად 830 მლნ ლარის სესხი გასცა. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა აქვთ.
|
|