ნათია ლომიძე
26.10.2016

 მთავრობა ლარის დასტაბილურებას მხოლოდ სიტყვიერად ცდილობს, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს. როგორც კი რომელიმე მინისტრი გამოვა და ვალუტის კურსის დარეგულირების თაობაზე განცხადებას გააკეთებს, ლარი მაშინვე იწყებს გაუფასურებას. მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ვერც ერთმა გადადგმულმა ნაბიჯმა შედეგი ვერ გამოიღო. სპეციალისტების აზრით, ქვეყნის ეკონომიკა სულს ღაფავს და სასწრაფოდ შველა სჭირდება.

ნათია ბექაური
25.10.2016

 უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირების ფონზე, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი მაინც იზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მიზნობრივი სოციალური დახმარების, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 18%-ით გაიზარდა და 480 783 ადამიანი შეადგინა. როგორც ირკვევა ასეთი მკვეთრი მატება საარჩევნო წლებში ხდება. 2012 წელსაც უმწეოთა ბაზა 14,6%-ით გაიზარდა. ჩნდება ეჭვი, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობას არჩევნების წინ ხელოვნურად ზრდიან.

მარი ჩიტაია
25.10.2016

 რძის პროდუქტების დასახელებაში "მსგავსი" და "ებრი" დღესაც გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო სავაჭრო ობიექტებს ინტენსიურად ამოწმებს, დარღვევები მაინც შეინიშნება, განსაკუთრებით, მცირე მარკეტებში. დარღვევებს არც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ აგვისტოს შემდეგ შემოწმებული პროდუქციიდან დარღვევის მხოლოდ 2-3 შემთხვევაა დაფიქსირებული, ისიც პროდუქტის შემადგენლობის ეტიკეტთან შეუსაბამობის გამო.

მარი ჩიტაია
25.10.2016

 არასამთავრობო ორგანიზაციები საავტომობილო გზებზე სატვირთო ტრანსპორტისთვის გადასახადის დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება სატრანსორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა. მათი აზრით, ყველაზე საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული სახმელეთო გზების 55-60% ტვირთების გადაზიდვის პროცესშია ჩართული.

მარი ჩიტაია
25.10.2016

 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში მთავარი ცვლილება ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდება. სპეციალისტების ინფორმაციით, წინასაწარ დაანონსებული პროექტების დასაფინანსებლად ხარჯი გაიზრდება, რაც მოგვიანებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტშიც დაადასტურეს.

თამარ ლომიძე
25.10.2016

 მთავრობასა და მენავთობეებს შორის მორიგებას ჯერ პირი არ უჩანს. ამიტომ ნავთობიმპორტიორებსა და კონკურენციის სააგენტოს შორის სასამართლო დავა ისევ გრძელდება. "სოკარის" შემდეგ პირველ ინსტანციაში "ლუკიოლ ჯორჯიაც" გამტყუვნდა და ახლა ისიც სააპელაციოში აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.

მარი ჩიტაია
22.10.2016

 საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული სსიპ-ების და აიპ-ების რაოდენობა მკვეთრდა გაზრდილია. ოფიციალური მონაცემით, მათი რაოდენობა ქვეყანაში 293-ს შეადგენს, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეალურად მათი რიცხვი 2000-ს აჭარბებს. პრობლემას ქმნის ისიც, რომ დაფინანსების მიმღები სსიპ-ებთან დაკავშირებული ინფორმაცია დახურულია და მასზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც კი ნაკლებად მიუწვდება ხელი.

მარი ჩიტაია
22.10.2016

 საქართველოს ავიაბაზარზე ადგილობრივი კომპანიების წილი მიზერულია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია მძაფრია, უცხოური გადამზიდავები ბაზრის 91%-ს აკონტროლებენ. სპეციალისტების აზრით, ქართული კომპანიები ავიაციის საერთაშორისო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, რადგან სახელმწიფოს მხარდაჭერა არ აქვთ. გარდა ამისა, ქვეყანაში მეორადი ბაზარიც არ არსებობს, რის გამოც ადგილობრივი კომპანიები ვერ ვითარდებიან და, შესაბამისად, ბაზარზე ფეხის მოკიდება უჭირთ.

მარიკა გოგოხია
21.10.2016

 სულ რამდენიმე დღის წინათ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოეწერეს გადაწყვეტილებას, რომ შავი ზღვის ფსკერზე აუცილებლად გაივლის გაზსადენის ორი ახალი მილი, რომლის მშენებლობაც 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი აცხადებს, რომ გაზსადენ "ტანაპს" ალტერნატივა არ აქვს.

ნათია ლომიძე
21.10.2016

 დაკარგული ანაბრების თემა დღემდე აქტუალურია. მოსახლეობა ვალის დაბრუნებას სახელმწიფოსგან მუდმივად ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ საბჭოთა კავშირის დროინდელი ანაბრები შიდა ვალად აღიარა, დღემდე არ მომხდარა მისი ინდექსაცია. სპეციალისტები ვალის დაბრუნების სხვადასხვა გეგმაზე ახლაც საუბრობენ, თუმცა პრობლემის გადაჭრისა და დაზარალებულთა დაკმაყოფილების იმედი არ აქვთ.

მარი ჩიტაია
21.10.2016

 უახლოეს პერიოდში საქართველო საწვავის შემოტანას ირანიდანაც დაიწყებს. აქამდე იმპორტიორი კომპანიებისთვის ერთადერთი ბარიერი პროდუქტის ხარისხი იყო. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ირანი უკვე იწყებს ევროსტანდარტთან შესაბამისი საწვავის წარმოებას, რის შემდეგაც იგი ქართული კომპანიებისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება გახდება. მოსალოდნელია, რომ საწვავის იმპორტში რუსული, თურქმენული და უკრაინული საწვავის წილიც თვალშისაცემად მოიმატებს.

ნათია ლომიძე
20.10.2016

 საპოლიციო გამოსახლების გაუქმების მიუხედავად, ვალებით დამძიმებული ადამიანებისათვის ვითარება დიდად არ შეცვლილა. მსესხებლები, კრედიტორებისგან დამატებით დროს, ხოლო კრედიტორები სასამართლოს გზით გაჭიანურებული საქმეების დროულად მოგვარებასა და საპოლიციო გამოსახლების კანონის აღდგენას ითხოვენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეალური ცვლილება კანონის შეცვლის შემდეგ არ მომხდარა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×