ნატა გიორგაძე
04.10.2016

 ხელისუფლების წევრთა არაერთი განცხადების მიუხედავად, ეროვნული ვალუტის კურსი არასტაბილურობის ზენიტშია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი თითქმის არ გამყარებულა. ეს მაშინ, როცა მთავრობის წევრები ეროვნულ ვალუტას მუდმივად გამყარებას უწინასწარმეტყველებდნენ.

მარი ჩიტაია
01.10.2016

 ჰიბრიდული ავტომანქანების წილი ქართულ ბაზარზე 10%-ს ვერ აღწევს. ელექტრომობილების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი საერთოდ მიზერულია. მიუხედავად მოსალოდნელი საგადასახადო შეღავათებისა, ჰიბრიდულ მანქანებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. შეიძლება, ეს ინფორმაციის სიმცირეს უკავშირდებოდეს. მომხმარებლებმა არ იციან მთავრობის ინიციატივის შესახებ.

მარი ჩიტაია
01.10.2016

 2016 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 486.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ მდგომარეობა უმძიმესია და არ ჩანს არანაირი ნიშანწყალი, რომ ვითარება გაუმჯობესდეს. ერთადერთი, რაც საგადასახდელო ბალანსში დადებითი მაჩვენებლით გამოირჩევა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებია, თუმცა ეს ზღვაში წვეთია.

მარი ჩიტაია
30.09.2016

 დაახლოებით 2-3 კვირაში საქართველოში, შესაძლოა, ნავთობპროდუქტები გაძვირდეს. ჯერჯერობვით უცნობია, რამდენით მოიმატებს ფასი, თუ იმპორტიორების მოსაზრებას გავითვალისწინებთ, სხვაობა ფასში 5% იქნება. ეს ყველაფერი უკავშირდება ალჟირში გამართულ გუშინდელ შეხვედრას, სადაც ოპეკის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ნათია ლომიძე
30.09.2016

 ბოლო დროს საბანკო სექტორში დიდმა გადაჯგუფებამ მოსახლეობაში არასტაბილურობის განცდა გააჩინა. მართალია, სპეციალისტები განსხვავებულად ფიქრობენ და ბანკებისადმი ნდობის ხარისხში ეჭვი არ შეაქვთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მომხმარებელი ამ ყველაფერს დაძაბული ადევნებს თვალს. ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ბანკებთან სხვადასხვა ვალდებულება გააჩნია და ლარის კურსიც ხალხის საწინააღმდეგოდ თამაშობს.

მარი ჩიტაია
30.09.2016

 საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი საკუთარი ქარხანა ექნება. ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის საკითხს აქტიურად განიხილავდა. ახლა ის ეტაპია, როცა ყველა კითხვა მოიხსნება და ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის რეალობად იქცევა.

მარი ჩიტაია
29.09.2016

 ბოლო 1 წელიწადში ფქვილი 30%-ით გაიაფდა, მაგრამ პურპროდუქტებზე ფასის დაწევას არავინ ჩქარობს. პურის ქარხნებში გაიაფება თავში აზრადაც არავის მოსვლია.

ნატა გიორგაძე
29.09.2016

 ქართული ლარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 6 პუნქტით გაუფასურდა მაშინ, როდესაც ჩვენს სამეზობლოში თითქმის ყველა ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს. პრობლემა მხოლოდ თურქულ ლირას აქვს, თუმცა გაუფასურების მასშტაბი ჩვენთან შედარებით მცირეა. მთავრობასა და ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ ლარის კურსის შემდგომი დაცემა აღარ მოხდება, ეკონომისტები კი უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი.

მარი ჩიტაია
28.09.2016

 წონასწორობის ერთი წერტილი ლარისთვის უკვე აღარც არსებობს. ეროვნულ ვალუტას ვერც მთავრობა და ვერც ეროვნული ბანკი ვერ შველის. უშუალოდ არჩევნების წინ უმძიმესი ვითარება შეიქმნა. სებ-ი დიდი ოდენობით დოლარს ყიდის, მაგრამ ლარის დევალვაციის შეჩერება ვერ ხერხდება.

ელზა წიკლაური
27.09.2016

 მსოფლიო საბანკო სისტემა ახალი გამოწვევის წინაშეა - აზერბაიჯანში რამდენიმე ბანკს ლიცენზია უკვე გაუუქმდა, რუსეთშიც რეგულატორმა წელს 48 ბანკი დახურა. გარდა ამისა, პრობლემა აქვს გერმანულ "დოიჩე ბანკსაც", რომლის ხელმძღვანელიც ფინანსურ დახმარებას ითხოვს. დახურვის წინაშეა უკრინული და ევროპის სხვა ქვეყნებში მოქმედი ფინანსური ორგანიზაციებიც. საქართველოში კი ჯერჯერობით საბანკო სექტორში რამე ნეგატიური ცვლილება არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ბანკის გამსხვილებას.

ნინო კვირკველია
27.09.2016

 კომერციული ბანკები ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთებს ამცირებენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ლარიზაციის გაზრდაზე საუბრობს. იმისთვის, რომ ბანკებმა სესხები ეროვნულ ვალუტაში გასცენ, ლარის რესურსი უნდა მოიზიდონ. ამისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გზაა დეპოზიტების მოცულობის გაზრდაა. მომხმარებელი კი ლარში ანაბარს მხოლოდ იმ შემთხვევაში განათავსებს, თუკი საპროცენტო განაკვეთი მიმზიდველი იქნება. ყველაფერი კი პირიქით ხდება.

მარი ჩიტაია
24.09.2016

 საავტომობილო ზეთების ბაზარზე ვითარება აბსოლუტურად უკონტროლოა. სპეციალისტების ინფორმაციით, ფალსიფიკაციის მასშტაბი წლიდან წლამდე იზრდება. სარეალიზაციო ზეთების უმეტესობა, გარდა იმისა, რომ ფალსიფიცირებულია, ტოქსიკურად საშიშ ნივთიერებებს შეიცავს და მისი გამოყენება როგორც მძღოლებს, ასევე გარშემომყოფებსაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის.  ბოლო 2-3 წელია, ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები საცხებ-საპოხი მასალების სპეციალურ მარკირებასაც კი მოითხოვენ, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანაში ჯერჯერობით არავინ ჩქარობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×