მარი ჩიტაია 19.10.2016
მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის ზრდას ვალების ხარჯზე გეგმავს. დიდი ალბათობით, გაისად სახელმწიფო ვალის რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც არის მითითებული. ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, 2017 წელს 1,660 მლრდ დოლარის ვალის აღებაა გადაწყვეტილი. წლევანდლეთან შედარებით, საგარეო ვალდებულებები 300 მლნ ლარით იზრდება, ხოლო საშინაო ვალის მოცულობა - 100 მლნ ლარით. მატულობს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტიც, რომელიც დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბებს.
|
ნათია ლომიძე 19.10.2016
ბოლო პერიოდში სავალუტო პუნქტების მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსით მანიპულირება და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები, კურსი, რომელიც ბაზარზე არსებულ კურსს ძალიან ჰგავს და სინამდვილეში ბევრად დაბალია. პრობლემაა გადაცვლის ოპერაციის დროს საკომისიოს დაწესებაც. ამიტომ მომხმარებლები სავალუტო ჯიხურების კონტროლს ითხოვენ, რასაც ექსპერტებიც ეთანხმებიან. შექმნილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა რეგულაცია, რომლის საფუძველზეც გარე სავალუტო ბაზრის გაკონტროლება მოხდება.
|
მარი ჩიტაია 18.10.2016
ლარის გამყარების მოლოდინი საშუალოვადიან პერიოდშიც არ იკვეთება. იმაზე, რომ ეროვნულ ვალუტას ახალ წლამდე არაფერი არ ეშველება და გამყარება წარმოუდგენელია, ეკონომიკურ წრეებში არავინ დავობს. ის კი არა, მინიმუმ მომავალი წლის მარტამდე ეროვნული ვალუტის კურსს გაუმჯობესების პერსპექტივა არ აქვს. წინ იმდენად რთული პერიოდია, რომ არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.
|
ნატა გიორგაძე 18.10.2016
სექტემბერში ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია 22,4%-ით შემცირდა, სამაგიეროდ, 147%-ით გაიზარდა თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია და ამავე დროს, 131%-ით მოიმატა იმპორტმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ძვირი დენის წილი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წინ ცივი თვეები გველის, გამორიცხული არ არის, ელექტროენერგიის შეწონილი ფასი გაიზარდოს. სპეციალისტთა აზრით, შესაძლოა, ეს ელექტროენერგიაზე ტარიფის მატების ერთ-ერთი მიზეზიც გახდეს.
|
მარი ლიკოკელი 18.10.2016
"ქართული ოცნება" მოქმედი პარლამენტის პირობებში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის 15 ნოემბრამდე პლენარულ სხდომაზე გადატანასა და განხილვას არ აპირებს. ამის გაკეთებას კი მმართველ პარტიას "საბიუჯეტო კოდექსი" და პარლამენტის რეგლამენტი ავალდებულებს. რამდენად მოასწრებენ ნოემბრის დასაწყისში შეკრებილი პარლამენტარება ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გაცნობას ეს კიდევ ცალკე საკითხია. ასე რომ, ჯერჯერობით მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების ვადები უცნობია.
|
მარი ჩიტაია 15.10.2016
თურქული ვალუტის გაუფასურება ქართულ ბაზარზე იმპორტის მოზღვავებას გამოიწვევს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მომდევნო თვიდან, თუკი ლირა გაუფასურებას გააგრძელებს, თურქული პროდუქტის ჰეგემონობას საქართველოში წინ ვერაფერი დაუდგება. ბოლო მონაცემით, თურქული ვალუტა დოლართან მიმართების ისტორიულ მინიმუმამდე დაეშვა და ლარის გაუფასურების ტენდენციას საკმაოდ აჭარბებს.
|
მარი ჩიტაია 15.10.2016
წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3-4%-ით შემცირდა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საარსებო მინიმუმი უახლოესი თვეების განმავლობაში, შეიძლება, უმნიშვნელოდ შეიცვალოს, გაზაფხულიდან გეზს ზრდისკენ აიღებს, რაც სეზონური ცვლილებით იქნება გამოწვეული.
|
მარი ჩიტაია 14.10.2016
ქვეყანაში იმპორტი კატასტროფულად მატულობს. მარტო სექტემბერში იმპორტის მოცულობამ 1,471 მლრდ დოლარი შეადგინა. ასეთი უარყოფითი სავაჭრო სალდოც არასდროს დაფიქსირებულა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი მატულობს, სავაჭრო დეფიციტი საგანგაშო ნიშნულზეა და ქვეყანაში ეკონომიკური ფონი სულ უფრო მძიმდება. სწორედ ესაა ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზიც.
|
მარიამ აფციაური 14.10.2016
საქართველოში შიდა ავიამიმოსვლის გააქტიურებაზე მუშაობა მიმდინარეობს. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ნატახტარისა და თელავის აეროდრომის შემდეგ ამბროლაურის აეროპორტი გაიხსნა. მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, ექსპერტების აზრით, ბაზარი ამ მიმართულებით მოუწესრიგებელია. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგ შემთხვევაში მოთხოვნა არის მეტი, თუმცა თვითმფრინავების მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე, ეფექტურად მუშაობა ვერ ხერხდება. სპეციალისტების ნაწილი მაღალ ფასზეც საუბრობს. ქართველები სიძვირის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
|
მარი ჩიტაია 13.10.2016
საქართველოში კვირის ბოლოსკენ საწვავი გაძვირდება. იმპორტიორების უმეტესობა მოსალოდნელ საფასო ცვლილებაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ რამდენიმემ მაინც დაგვიდასტურა, რომ ნავთობპროდუქტების გაძვირება იგეგმება. სხვაობა ფასში მინიმუმ 5-10 თეთრი იქნება.
|
მარი ჩიტაია 13.10.2016
არჩევნების დასრულებისთანავე ლარის კურსი მაღლა დაიძრა. ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენიდან 2 დღეც არ გასულა, რომ ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ 40 მლნ დოლარი გაყიდა, კურსს ვერაფერი მოუხერხა და ერთბაშად 2 პუნქტით გადახტა. ჯერჯერობით შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობს და გამორიცხული არ არის, ქვეყანამ უმართავი სავალუტო კრიზისი მიიღოს.
|
მარი ჩიტაია 12.10.2016
ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უთანხმოების ჩამოვარდნის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება ურთიერთობის მოწესრიგებას რუსეთთან შეეცადა და მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის გაფორმებაც მოასწრო. "თურქული ნაკადის" პროექტის ხელმოწერით ანკარამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შოკში ჩააგდო. წლების განმავლობაში აშშ-მა ძალიან ბევრი გააკეთა, რომ თურქეთს ეს ნაბიჯი არ გადაედგა.
|
|