მარი ჩიტაია 19.11.2016
საქართველო სატრანზიტო ფუნქციას ნელ-ნელა კარგავს. ბოლო 4 წელიწადში გადაზიდვები 20%-ით შემცირდა. ტენდენცია თუ გაგრძელდება, მომავალ 5 წელიწადში, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი განახევრდეს კიდეც. საფრთხეზე უკვე ექსპერტებიც ალაპარაკდნენ. ისინი მიზეზად ექსპორტისა და რეექსპორტის კუთხით არსებულ პრობლემას მიიჩნევენ და მთავრობას არაადეკვატურ ნაბიჯებში სდებენ ბრალს.
|
თეო გუდავაძე 18.11.2016
კა-2 კოეფიციენტის რამდენიმე თვის შეზღუდვამ დედაქალაქში პრობლემა ჯერჯერობით ვერ აღმოფხვრა. ამიტომ თბილისის მერიაში რეგულაციის ვადის გაგრძელებას აპირებენ. დედაქაალრის მერმა დავით ნარმანიამ ამ ყველაფერს, გარკვეულწილად, ადასტურებს კიდეც. პარალელურად მშენებლები აცხადებენ, რომ თბილისის ცენტრი იმდენად გადატვირთულია, რომ ადგილი აღარც არის დარჩენილი.
|
მარი ჩიტაია 18.11.2016
კახეთში, შარშანდელთან შედარებით, მზესუმზირის ფასი განახევრდა, სამაგიეროდ, წელს ძალიან კარგი მოსავალია და არც ხარისხია ურიგო. თუმცა, მიზერული ფასის გამო ხალხს რეალიზაციის პრობლემა შეექმნა. გადამამუშავებელი ქარხნები უმაღლესი ხარისხის პროდუქტში 1,10 ლარს ძლივს იხდიან, როცა შარშან 2,20 ლარზე იაფად მზესუმზირა არ გაყიდულა. ხალხი ეჭვობს, რომ ქვეყანაში იაფი ნედლეული შემოდის, რის გამოც ადგილობრივის ფასი დაეცა.
|
მარი ჩიტაია 17.11.2016
საქართველოს საბანკო სექტორში ფულის გათეთრების ნიშნები აშკარაა. ჯერჯერობით სახეზეა ერთი ფაქტი, რომელიც "კაპიტალ ბანკის" საქმიანობას ეხება და მისთვის ლიცენზიის გაუქმების მიზეზი გახდა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოში არალეგალური ფულის მოძრაობა მხოლოდ "კაპიტალ ბანკით" არ შემოიფარგლება. ფულის გათეთრების და სხვა უკანონო მაქინაციებში შეიძლება, სწორედ ამ ტიპის ბანკები იყვნენ ჩართული. ისინი ძალიან პასიურები არიან, არ ემსახურებიან ხალხს და, ძირითადად, ფულის გატარებით არიან დაკავებული.
|
ნათია ლომიძე 17.11.2016
სახელმწიფო მოხელეები ბოლო დროს ლარის გამყარებაზე თითქმის აღარ საუბრობენ და მხოლოდ მის დასტაბილურებაზე აკეთებენ აქცენტს. ბიზნესმენები და სპეციალისტები კი ამბობენ, რომ თუკი ეროვნული ვალუტა დღევანდელ ნიშნულზე "დასტაბილურდა", ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს თავს ვერ დააღწევს და ვერც მოსახლეობა ამოვა ჭაობიდან. ლარის დღევანდელ მაჩვენებელზე (2.48) შეჩერება აშფოთებთ იმპორტიორებსა და მსესხებლებს.
|
მარი ჩიტაია 16.11.2016
მთავრობის მიერ ლარის დევალვაციის შესაჩერებლად გაკეთებულმა განცხადებამ ექსპერტებს თავგზა აუბნია. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, დოლარში სესხების გაცემა აიკრძალოს ან უკიდურესად შეიზღუდოს. სპეციალისტები მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო ბანკების ასოციაციას და საქართველოს ეროვნული ბანკს ახლა ის დრო უდგათ, როცა ლაპარაკს დუმილს ამჯობინებენ.
|
ნათია ლომიძე 16.11.2016
ტურისტული სეზონი ახლოვდება და საკურორტო ზონები დამსვენებლების მისაღებად მზად არიან. წელსაც, ისევე როგორც შარშან, ზამთრის კურორტები ისევ უცხოელი ტურისტების იმედად რჩებიან. ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისთვის საკმარისი თავისუფალი სახსრები არ გააჩნია.
|
მარიამ მაჭავარიანი 15.11.2016
ლარის კურსის მორიგმა დევალვაციამ მსესხებლების მდგომარეობა მკვეთრად დაამძიმა. თუკი შარშან, ლარის გაუფასურების გამო, აღებული კრედიტის მომსახურების სანაცვლოდ მომხმარებელი 500 მილიონი ლარით ზედმეტს იხდიდა, წლეულს ეს თანხა, შესაძლოა, 900 მილიონს გაუტოლდეს.
|
მარი ჩიტაია 15.11.2016
დეკემბრიდან საქართელოს ეროვნული ბანკის საბჭოს რამდენიმე წევრი შეიცვლება და მისი სტრუქტურიდან ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული კადრები საბოლოოდ გაქრებიან. სებ-ი დღესდღეობით ერთადერთი უმაღლესი კატეგორიის სახელმწიფო უწყებაა, სადაც სააკაშვილის დროინდელი კადრები ჯერ კიდევ უმრავლესობაში არიან. სპეციალისტების აზრით, ეროვნულ ბანკში მოახლოებული ცვლილება ბევრს არაფერს შეცვლის და სებ-ის დამოუკიდებლობა მაინც საეჭვო იქნება.
|
თამარ ლომიძე 15.11.2016
საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები საპროტესტო აქციებს უკვე პერმანენტულად მართავენ. ისინი კუთვნილი ანაბრების დაბრუნებას ითხოვენ, მაგრამ რეალურად მათი პრობლემის მოგვარება ძალიან რთული იქნება თუ შეუძლებელი არა.
|
მარი ჩიტაია 15.11.2016
ქვეყანაში იმპორტი მუდმივად მატულობს. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, იმპორტი 31%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ექსპორტს, პირველ 10 თვეში საქართველოს საექსპორტო მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. პარალელურად იზრდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.
|
ნათია ლომიძე 12.11.2016
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეროვნული ვალუტა უფასურდება, ქვეყანაში ინფლაცია არ შეინიშნება. სავაჭრო ბაზარზე მხოლოდ შაქრისა და საწვავის ფასმა მოიმატა, დანარჩენი პროდუქტის ღირებულება ან იკლებს, ან უცვლელი რჩება. სპეციალისტები ორ ძირითად მიზეზს ასახელებენ: იმპორტიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება და საქართველოს მოსახლეობის არამსყიდველუნარიანობა. ამ ორი ფაქტორის გამო ინფლაცია ჯერჯერობით მიზერულია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|