მარი ჩიტაია
03.11.2016

 უახლოეს 2-3 წელიწადში საქართველოში 10-ზე ნაკლები ბანკი დარჩება. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სულ 17 ბანკია, თუმცა იანვრიდან მათი რიცხვი მინიმუმ ერთით შემცირდება. 2 თვეში ბანკი "რესპუბლიკა" საქმიანობას შეწყვეტს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბაზარზე კიდევ ერთი გარიგება იგეგმება, გაისად კიდევ უფრო ცოტა ბანკი დარჩება.

მარი ჩიტაია
03.11.2016

 მოგების გადასახადის დაბეგვრის ახლებურ მეთოდს, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდება, მოწინააღმდეგე უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი. სავალუტო ფონდთან ერთად, სპეციალისტების უმეტესობა "ესტონური მოდელის" იდეას იწუნებს. აუდიტორების შეფასებით, ახალი მექანიზმი დადებითად მხოლოდ მსხვილი მეწარმეების საქმიანობაზე აისახება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი ისევ დაზარალდება.

მარი ჩიტაია
02.11.2016

 შარშანდელთან შედარებით, ლარის მდგომარეობა გაუარესებულია. მართალია, ეროვნულ ვალუტას სერიოზული პრობლემა ჰქონდა წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ კურსი მთელი ამ ხნის განმავლობაში 2,39-2,40 ლარის ფარგლებში იყო შენარჩუნებული. ახლა კი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,4123-ია. შეიძლება ითქვას, ეროვნული ბანკის მმართველის შეცვლის დღიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნული. სავალუტო პუნქტებში, ოფიციალური კურსის გამოცხადების შემდეგ, ლარი 2,44-მდე ავარდა.

ნათია ლომიძე
02.11.2016

 მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში მოსალოდნელმა საკადრო ცვლილებებმა და გადაჯგუფებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება. საკადრო ცვლილებას საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების განახლებას უკავშირებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი გადაჯგუფება ლარის სტაბილურობისთვის აუცილებელია.

მარი ჩიტაია
01.11.2016

 რეფინანსირების სესხები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ამდენი ფული სებ-ს კომერციული ბანკებისთვის არასდროს უსესხებია. აგვისტოდან მოყოლებული, რეფინანსირება მკვეთრად გაიზარდა და დღეს იგი 1,3 მლრდ ლარის ფარგლებშია. ეროვნული ბანკი ამას სეზონური ფაქტორით ხსნის. სპეციალისტები კი დამნაშავედ ოლიგოპოლიურ ჯგუფის მიიჩნევენ, რომელიც კომერციული ბანკების, სებ-ისა და ფინანსთა სამინისტროსგან შედგება.

მარი ჩიტაია
01.11.2016

 უახლოეს 2-3 კვირაში, შესაძლოა, ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი დაიხუროს. ამის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსს" მსხვილმა იმპორტიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია. ჯერჯერობით დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა, როგორც ცნობილია, კომპანიას პრობლემა გაუსტუმრებელი ფინანსური ვალდებულებების გამო შეექმნა. საყურადღებოა, რომ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევა არ არის, მსხვილი სავაჭრო ქსელების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

მარი ჩიტაია
01.11.2016

 ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეალობა აბსოლუტურად აცდენილია. მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს იმედი აქვთ, რომ წლის ბოლოს მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 3%-ის გადააჭარბებს, არადა ყოველ თვე კლებაა. 2016 წლის ცხრა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 2,6 პროცენტია. ექსპერტები აცხადებენ, რომ სავალუტო ფონდის ნაწინასწარმეტყველევი 3,4%-იანი შედეგის მისაღწევად მთავრობას მომავალ 2 თვეში არანაირი შანსი არ აქვს.

მარი ჩიტაია
29.10.2016

 სარფის სასაზღვრო პუნქტზე მუდმივად პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, თურქეთის მიმართულებით გადაადგილება ჭირს. მსხვილ გადამზიდავებს პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნიათ, მაგრამ მცირე მეწარმეებს ტვირთის გადატან-გადმოტანა სერიოზულად უჭირთ. სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ არც რუსეთშია, სადაც, სატრანზიტო შეზღუდვების გამო, იმპორტიორებს ტრანსპორტირება გაუძვირდათ. პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე ტექნიკური ხარვეზი, რომლითაც საბაჟოზე არსებულ შეზღუდვებს ამართლებენ.

ნათია ლომიძე
29.10.2016

 დასავლეთ საქართველოში ხალხი კივისა და ფეიხოას მოსავლით უკმაყოფილოა. ამ ეტაპზე სუბტროპიკული ხილის საბაზრო ფასი არც ისე მაღალია, თუმცა სამეგრელოსა და გურიაში მოსავალი იმდენად ცოტაა, რომ მის გაყიდვას ადგილობრივები, წინა წლებთან შედარებით, მაღალ ფასად აპირებენ.

მარი ჩიტაია
28.10.2016

 არჩევნების მეორე ტურის წინ ლარის საქმე უკან-უკან მიდის. ბოლო ერთი თვეა, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზსაც ვერავინ აკეთებს. ლარი უკვე იმ მაჩვენებელზეა, როცა გამყარებაზე საუბარი აღარც მიდის. მინისტრები დრო და დრო აცხადებენ, რომ ლარი გამყარდება საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუმცა თვეები გადის და სასიკეთო ცვლილება სავალუტო ბაზარს არ ეტყობა. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა როგორმე დასტაბილურდეს. საუკეთესო შემთხვევაში ლარი გაჩერდება არსებულ ნიშნულზე ან ცოცვა-ცოცვით გააგრძელებს გაუფასურებას.

მარი ჩიტაია
27.10.2016

 ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილების გზას გადაუხვია. იმ დროს, როცა კურსი ეცემა და ინფლაციის რისკიც მაღალია, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება არჩია. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს არ არის ცუდი გადაწყვეტილება, მაგრამ უკვე დაგივანებულია. უკეთესი იყო, ასეთი ზომებისთვის სებ-ს გაცილებით ადრე მიემართა.

მარი ჩიტაია
26.10.2016

 ბიუჯეტს სერიოზული პრობლემა აქვს. 2016 წლის 9 თვის მონაცემიდან გამოჩნდა, რომ შიდა ვალის მოცულობა კატასტროფულად მატულობს, რაც პრობლემაა ეკონომიკისთვის და ლარის კურსისთვისაც. გამოდის, რომ მთავრობა ბიუჯეტს ბანკებისგან ნასესხები ფულით ავსებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×