ნათია ლომიძე 10.12.2016
მთავრობის გეგმის ამოქმედების შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე ორი ფასი იმოქმედებს. გასაყიდი ბინების რეალური ღირებულება განისაზღვრება დოლარით, თუმცა ანგარიშსწორება ეროვნული ვალუტით მოხდება. ეს პროცესი გაურკვევლობას და უძრავ ქონებაზე ფასის მატებას გამოიწვევს.
|
მარი ჩიტაია 10.12.2016
ლარის კურსი მოსახლეობის გაღარიბების წინაპირობად იქცევა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის ყოველდღიურად რამდენიმე პუნქტით უფასურდება. სავალუტო პუნქტებში გაცვლითი 1 დოლარი 2,60 ლარის ფარგლებშია. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი გაუარესდება, ხოლო სპეციალისტების პროგნოზს თუ გავითვალისწინებთ, მდგომარეობა განსაკუთრებით იანვარ-თებერვალში დამძიმდება. საუბარია კომუნალური გადასახადების გაზრდაზეც, მასთან გასამკლავებლად მოსახლეობის უმრავლესობას, უბრალოდ, რესურსი არ ეყოფა.
|
მარი ჩიტაია 09.12.2016
ბოლო პერიოდში სახელმწიფო საწარმოების უეფექტო, წარუმატებელ საქმიანობას მკვლევარები ამ სტრუქტურებში გამეფებულ ნეპოტიზმს უკავშირებენ. "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ფოსტისა" და რამდენიმე მსხვილი საწარმოს ბოლოდროინდელი საქმიანობა მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო არ არის კარგი მმართველი და ვერ მართავს ვერც რკინიგზას და ვერც სხვა კომერციულ ორგანიზაციებს, რაც მათი საქმიანობის წარუმატებლობაზეც აისახება. სახელმწიფო საწარმოებში ნეპოტიზმის რისკი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბოლო კვლევითაც დასტურდება.
|
ნათია ლომიძე 08.12.2016
ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავის ფასი ბოლო ორი დღეა დიდი სისწრაფით მატულობს. ამას ლარის კურსის გაუფასურებაც ემატება. ნავთობიმპორტიორებმა საწვავი 5-7 თეთრით უკვე გააძვირეს. სანამ აქციზის გადასახადი მოიმატებს, საწვავის ღირებულება კიდევ გაიზრდება. ქვეყანაში მოულოდნელად ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ 3-4 კვირაში ყველაზე იაფი ბენზინის ფასი 2 ლარს გადააჭარბებს.
|
რეზონანსი 08.12.2016
ალბათ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც რაიმეს შესაძენად, სადმე დასასვენებლად წასასვლელად ან რაღაც სხვა მიზნისთვის მცირე თანხა გვაკლდება.
|
თამარ მუკბანიანი 08.12.2016
საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ჟურნალისტებისათვის მედიატური გამართა. ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტებმა სამეგრელოს რეგიონში წყალმომარაგების უკვე დასრულებული და მიმდინარე ობიექტები დაათვალიერეს.
|
მარი ჩიტაია 07.12.2016
დემპინგური ფასით შემოსულმა "იანდექს ტაქსმა" ქართული კომპანიები გაკოტრების პირას მიიყვანა. რუსული კომპანია კლიენტების "წართმევას" არ დასჯერდა და მძღოლებიც გადაიბირა, რის გამოც ადგილობრივი ფირმები საქმიანობას ვერ აგრძელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზარს რამდენიმე ტაქსის კომპანია ჩამოშორდა, მალე მათ რიგს, შესაძლოა, "ტაქსი 200-200" შეუერთდეს, რადგან კომპანია უკონკურენტო გარემოში საქმიანობამ გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა.
|
მარი ჩიტაია 07.12.2016
უცხოურ ბაზრებზე ხორბლისა და შაქრის ფასი სწრაფად მცირდება. საქართველოში კი საპირისპირო ტენდენციაა, ორიოდე კვირის წინ ფქვილი 2-3 ლარით გაძვირდა. ქვეყანაში პური არ გაძვირდება, მაგრამ არც გაიაფებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება შაქრის ფასს, ტენდენცია აქაც უცვლელია. ფასდაკლებების აქციაზეც, რომელსაც მსხვილი ქსელები მომხმარებელს სთავაზობენ, პროდუქტის ფასი 1,80 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა. უცხოურ ბაზრებზე კი შაქრის ღირებულება 12%-ის ფარგლებშია შემცირებული.
|
მარიკა გოგოხია 06.12.2016
წინა კვირას ლარის თავბრუდამხვევი მანევრი ერთ ფაქტს საეჭვოდ დაემთხვა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის დღეს ეროვნულმა ვალუტამ რამდენიმე საათის განმავლობაში არნახული ნახტომი შეასრულა ჯერ გაუფასურების, ხოლო შემდეგ გამყარების მიმართულებით. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ 1-ელ დეკემბერს მოხდა სპეკულაცია და შანტაჟი ბანკების მხრიდან.
|
მარი ჩიტაია 06.12.2016
2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მსხვილი ბიზნესის ნაცვლად, გადამხდელთა ძირითად ფუნქციას მოსახლეობა და წვრილი ბიზნესი ინაწილებენ. შემთხვევითი არ არის, რომ სპეციალისტების ყველაზე მეტი კრიტიკა ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში სწორედ გადასახადების ნაწილის მიმართაა.
|
მარიამ მაჭავარიანი 06.12.2016
ხელისუფლების არაერთგზის ცვლილების მიუხედავად, ციფრებით მანიპულირების მაამებლური პრაქტიკა უცვლელია. შესაბამისად, ყოველ დროში აქტუალურად რჩება მარკ ტვენის გამონათქვამი: "არსებობს სამი სახეობის ტყუილი: ტყუილი, უსირცხვილო ტყუილი და სტატისტიკა".
|
ნათია ლომიძე 06.12.2016
მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებს. ეს როგორც სახელმწიფო, ასევე საჯარო სექტორსაც ეხება. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯი 10-15%-ით მცირდება. უკვე გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მაღალი და დაბალი რანგის მოხელეებს ანაზღაურება ერთნაირი პროპორციით უმცირდებათ. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ლარის კურსის დასტაბილურებას აპირებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|