ნინო მეტრეველი 20.09.2016
საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების ოდენობა ერთ კვარტალში 0,7 მილიონი ტონით შემცირდა. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის დატვირტვის შემდეგ პორტები კიდევ უფრო მეტ ტვირთს დაკარგავენ. ამ ფონზე ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი რისკი შექმნას, რა თქმა უნდა, თუკი პორტის ასაშენებლად ინვესტიციების მოზიდვა მოხერხდა.
|
მარი ჩიტაია 20.09.2016
უცხოელი დამსაქმებლები ქართველი მოქალაქეების შრომის უფლებებს მასობრივად არღვევენ. სპეციალისტების ინფორმაციით, საქართველოში მოღვაწე ყოველი ათი კომპანიიდან ერთის დასახელებაც ჭირს, სადაც დასაქმებულების უფლებები დაცულია. შრომის კოდექსის უგულებელყოფაში ყველაზე მეტად თურქი, ჩინელი და ინდოელი დამსაქმებლები არიან შემჩნეული, თუმცა მათგან დიდად არც ევროპელები განსხვავდებიან, რომლებმაც შრომის საერთაშორისო სტანდარტი ყველაზე კარგად იციან, მაგრამ რატომღაც საქართველოში იგი ავიწყდებათ და თვითნებურად ცდილობენ ქართველი თანამშრომლების შევიწროებას.
|
ნატა გიორგაძე 20.09.2016
8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროვოკაციები თუკი პოლიტიკურ ექსცესებში გადაიზარდა, ეს საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს და ქვეყანა ცხოვრების არსებული რიტმიდან ამოვარდება. ასეთი სცენარი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ არჩევნების შემდეგ დამარცხებული პოლიტიკური ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გზას დაადგება.
|
ნატა გიორგაძე 20.09.2016
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. 6 ქარის ტურბინა თითოეული 3.45 მგვტ დადგმული სიმძლავრით, უკვე დამონტაჟებულია. ოქტომბერ-ნოემბერში კი ენერგიის გამომუშავების შემოწმების მიზნით ელექტროსადგურების ტესტირება განხორციელდება.
|
მარი ჩიტაია 17.09.2016
"ფრაზერის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველო რამდენიმე პოზიციით დაწინაურდა და 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. კვლევის ავტორების შეფასებით, ეს არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც ჩვენმა ქვეყანამ სხვადასხვა პუნქტების მიხედვით აჩვენა.
|
ნათია ლომიძე 17.09.2016
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვეც არ რჩება და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პრობლემად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს. ქვეყანაში ურთულესი სოციალური ფონია და ამას არავინ უარყოფს. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხალხისთვის მთავარ და უცვლელ პრობლემად რჩება. იმ დაპირებების, რომ ეს პრობლემა არჩევნების შემდეგ მოგვარდება, მოსახლეობას აღარ სჯერა.
|
მარიამ აფციაური 17.09.2016
ტაქსების ბიზნესი რეგიონებში, განსაკუთრებით კი საკურორტო ზონებში, სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მათ სიმრავლეზე სპეციალისტებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რეგიონებში ტაქსების რაოდენობა 20 000-მდე იქნება. ისინი გააქტიურების მიზეზად მოთხოვნის ზრდას ასახელებენ, რასაც ტურისტების მომატებამაც შეუწყო ხელი.
|
მარი ჩიტაია 17.09.2016
ქართულ-თურქულ სავაჭრო ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. შეზღუდვა, რომელიც ორიოდე თვის წინ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო დაწესდა, ფაქტობრივად, მალევე მოიხსნა. ამ ეტაპზე, როგორც იმპორტიორები და ფინანსისტები განმარტავენ, არანაირი შეზღუდვა არ არის, თუმცა სასაზღვრო პუნქტებთან ავტომობილების რიგის რეგულირება დღემდე ვერ ხერხდება. სპეციალისტების ინფორმაციით, ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია, რაც შეიძლება ტურისტულ სეზონთან იყოს დაკავშირებული.
|
მარი ჩიტაია 16.09.2016
სარკინიგზო მაგისტრალის მშენებელ ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო. სოფელ ზვარეში 100-მდე მუშამ დღეს შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" მუშაობა შეწყვიტა. თავის დროზე მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მასშტაბური ეკონომიკური პროექტის განხორციელება დაავალა გაურკვეველი წარმოშობის ჩინურ კომპანიას, რომლის პოზიციას შრომით პირობებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არ იცნობდა.
|
ელზა წიკლაური 16.09.2016
2-წლიანი "ჩავარდნის" შემდეგ, ბოლო 3 თვეა, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა პერმანენტულად მატულობს. ივნისში ტრანსფერის მოცლობა 4,9%-ით გაიზარდა, ივლისში - 10,4%-ით და უკვე აგვისტოში ზრდამ 25,3% შეადგინა.
|
მარიამ აფციაური 15.09.2016
მთავრობამ ქალაქ ზუგდიდში აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი ოპერირებისთვის ინვესტორი ვერ იპოვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თავდაპირველად წინადადების წარდგენის ბოლო ვადად 21 ივნისი დაასახელა. პასიურობიდან გამომდინარე, მთავრობა იძულებული გახდა, პირობები გაემარტივებინა და ვადა 11 ივლისამდე გადაეწია. მიუხედავად ამისა, ზუგდიდის აეროპორტის ოპერირების მსურველი დღემდე არ გამოჩენილა.
|
ელზა წიკლაური 15.09.2016
უხვმოსავლიანობის გამო მსოფლიოში ხორბლის ფასი 10-წლიან მინიმუმზეა. დღეს საერთაშორისო ბირჟებზე ერთი ბუშელი, საშუალოდ, 4 დოლარი ღირს. ამასთან, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 15 დოლარით შემცირდა საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ღირებულებაც. დღეს ფოთში შემოსული ერთი ტონა მარცვლეული 190 დოლარი ღირს. მიუხედავად ამისა, საბითუმო თუ საცალო ბაზარზე ერთი ტომარა ფქვილი 38-40 ლარად იყიდება. 33-35 ლარად ფქვილს მსხვილი პურის საცხობები ყიდულობენ და ისიც მხოლოდ წისქვილკომბინატებში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|