მარიამ ხიდაშელი
06.09.2016

 ლექტროენერგიის დეფიციტი ყოველთვიურად იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთის ელექტროენერგიაზე უფრო მეტად დამოკიდებული ხდება. ზამთარში ყველაზე საიმედო ჰიდროსადგურის - ენგურჰესის - დენი მთლიანად აფხაზეთის რეგიონს მიაქვს, დანარჩენი საქართველო კი დეფიციტს იმპორტით ივსებს.

ელზა წიკლაური
06.09.2016

რუსეთში სიმდიდრე ყველაზე არათანაბრადაა გადანაწილებული. იქ ქონების 88%-ს მილიარდერები და მილიონერები ფლობენ. ყველაზე თანასწორები იაპონელები არიან, სადაც მილიონერები ქვეყნის საერთო სიმდიდრის 22%-ს აკონტროლებენ. საქართველოში კი ქონების გადანაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ექსპერტული გათვლებით კი, უკვე გადანაწილებული ქონების მიხედვით, მილიონერები ქონების 40-45%-ს ფლობენ.

მარი ჩიტაია
06.09.2016

 ახალი სასწავლო წლის მოახლეობა სავაჭრო ობიექტებს ნაწილს დაეტყო, ნაწილი კი კვლავ კლიენტების გააქტიურებას ელის. ბავშვთა ტანსაცმლის მაღაზიებსა და ბაზრობებზე მოთხოვნამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10-15%-ით მოიმატა. საკანცელარიო ნივთების შეძენას კი მომხმარებელი ჯერაც არ ჩქარობს. ამ ბიზნესის წარმომადგენლები გაყიდვის სიმცირეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რეალიზაციის მაჩვენებლის გაუმჯობესება ჯერჯერობით ვერ შეძლეს.

მარი ჩიტაია
31.08.2016

ხელისუფლება ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს. როგორც აღმოჩნდა, მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე ავტობანი გაკეთდება, რაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს მნიშვნელოვნად განავითარებს და ტურიზმის სფეროს წახალისებასაც შეუწყობს ხელს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×