მარიამ აფციაური
18.08.2016

 ავიაკომპანია "პეგასუსმა" შვიდ აგვისტოს რეისი თბილისიდან თურქეთის მიმართულებით ორსაათიანი დაგვიანებით შეასრულა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. რესპონდენტები კომპანიას საკუთარი უფლებების დარღვვევაში ადანაშაულებენ. ფრენის გაჭიანურების ფაქტს ადასტურებენ "პეგასუსში" და "რეზონანსთან" საუბრისას მომხდარის მიზეზს განმარტავენ. მათი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, რეისის დაგვიანების შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

ელზა წიკლაური
17.08.2016

 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, შესაძლოა, ისევ გადავადდეს. ამ დროისთვის არც თურქეთის, არც აზერბაიჯანის და არც საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებული არ არის. რკინიგზის მშენებლობის ტემპებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ აზერბაიჯანელი ექსპერტები და მხარეებს სამუშაოს დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. არადა, აქამდე როგორც ბაქოში, ასევე ანკარაში ირწმუნებოდნენ, რომ რკინიგზა 2016 წლის ბოლოს გაიხსნებოდა და მომავალი წლის დასაწყისიდან უკვე სრული დატვირთვით ამუშავდებოდა.

მაკა ხარაზიშვილი
17.08.2016

ივლისში, იანვართან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 34 მილიონი დოლარით გაიზარდა. მთლიანობაში 7 თვეში უცხო ქვეყნებიდან 626 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. შარშანდელი კრიზისის შემდეგ გზავნილების მოცულობამ მცირედით მოიმატა, თუმცა კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება. ტრადიციულად, ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ირიცხება, მას მოსდევს ამერიკა და იტალია.

მაკა ხარაზიშვილი
16.08.2016

 ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული წლიური შემოსავალი მხოლოდ 66 მილიონი ლარია. არადა, სპეციალისტების გათვლებით, ამ ბიზნესის ბრუნვა რამდენიმე ასეული მილიონი ლარია. აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი, გაუმჭირვალე და მოსახლეობისთვის სახიფათო ბიზნესია.

მარი ჩიტაია
16.08.2016

 სექტემბრიდან იმპორტირებული პროდუქტი, როგორც სასურსათო, ასევე არასასურსათო სექტორში, 7-15%-ის ფარგლებში გაძვირდება. იმპორტიორთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით მოლოდინი გაუცრუვდათ. უცხოურ ბაზრებზე ფასი იზრდება, რაც ცვლილებას ადგილობრივ ბაზარზეც გამოიწვევს. არის განსხვავებული მოსაზრებაც. იმპორტიორების მეორე ნაწილი ამბობს, რომ საფასო ცვლილებისთვის ამ ეტაპზე საბაბი არ არის და თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდა, გაძვირების გზას არ დაადგებიან.

ელზა წიკლაური
16.08.2016

 ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში მყარდება. "ბლუმბერგის" პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულება 2,35-იდან უკვე 2,33-ის ნიშნულზე ჩამოვიდა, რაც სებ-ის ოფიციალურ კურსზეც აისახა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ლარი გამყარების ტრენდს, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს და მალე, შესაძლოა, 2,25-საც კი ჩამოსცდეს. წინასაარჩევნოდ ლარის გამყარება კი, თავის ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესებში შედის, რადგან დღეს არსებული კურსით "ოცნებას" ამომრჩევლის შენარჩუნება ნამდვილად გაუჭირდება.

ელზა წიკლაური
16.08.2016

 საქართველოში წყლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა და სასმელი წყლის ექსპორტის საკითხი ისევ გადაუწყვეტელია. ასევე უცნობია, როდის დაიწყება ირანში, ურმიის ტბის ამოსავსებად წყლის საქართველოდან გადაქაჩვა, ორივე საკითხი ჯერჯერობით გაყინულია. არადა, სპეციალისტების თქმით, საქართველოს იმის ბუნებრივი რესურსი, რომ მსოფლიო მტკნარი სასმელი წყლით მოამარაგოს, რეალურად გააჩნია. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანას 18 მლრდ კბ/მ მტკნარი წყლის მარაგი აქვს, საიდანაც მხოლოდ 5%-ია ათვისებული.

მაკა ხარაზიშვილი
13.08.2016

7 თვეში ქვეყნის შიდა ვალი 241 მილიონი ლარით გაიზარდა. წლის ბოლომდე მისი საერთო მოცულობა 2,5 მილიარდს მიაღწევს. ამაში არ შედის ე.წ. ისტორიული ვალები, რომელიც თითქმის მილიარდამდეა.

მარი ჩიტაია
13.08.2016

 წელს სიმინდის კარგი მოსავალია. მართალია, სეზონის დასაწყისში ხშირი წვიმა იყო და ზოგ რაიონში სიმინდის ყანები გააფუჭა, მაგრამ დიდი ნაწილი გადარჩა. ამიტომ უხვმოსავლიანობაზე საუბრობენ როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

მაკა ხარაზიშვილი
12.08.2016

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების უმოქმედობა ზონების ოპერატორებს ბრალდება. თიზ-ებს შორის ყველაზე პერსპექტიული ფოთის ზონა იყო, რომელიც უპატრონოდ არის მიგდებული, თუმცა ინვესტორები დიდად საქართველოში მიმოფანტულ არც სხვა ზონებს სწყალობენ.

მარი ჩიტაია
11.08.2016

 თხილმა გაძვირება დიდი სისწრაფით დაიწყო. ახალი მოსავლის ფასი ძველს გაუტოლდა - დასავლეთ საქართვლელოში 1 კგ თხილი 4,5-5 ლარის ფარგლებში იყიდება. ექსპორტიორების განმარტებით, პროდუქტის გაძვირება თურქეთში მოსავლიანობის შემცირებას უკავშირდება.

მარი ჩიტაია
10.08.2016

 უკრაინიდან იმპორტის შეზღუდვა საქართველოში პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. არ არის გამორიცხული, მარაგის მხრივ დეფიციტიც შეიქმნას, რაზეც იმპორტიორები უკვე ალაპარაკდნენ. უცნობია, როდის დაიძვრება უკრაინის ილიჩევსკის პორტში გაჩერებული ტვირთი და რა საშუალებას მიმართავენ ბიზნესმენები, რომელთაც, ალტერნატიული გზის გამოყენების შემთხვევაში, საბაჟო გადასახადი 12%-ით გაუძვირდებათ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×