მარიამ აფციაური 19.07.2016
თბილისის ავიამიმოსვლა ძვირდება. როგორც "ბიზნეს რეზონანსს" "ტავ ჯორჯიაში" განუცხადეს, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია 2017 წლის 1-ლი მარტიდან აეროპორტის მოსაკრებელს 2 დოლარით - 22 დოლარიდან 24 დოლარამდე - გაზრდის. 2023 წლის 1-ელ მარტს კი ტარიფი 25 დოლარი გახდება. ავიაკომპანიის წარმომადგენლები მოსალოდნელ ცვლილებას კრიტიკულად აფასებენ და ამტკიცებენ, რომ ეს მგზავრთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.07.2016
საქართველოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულის მოცულობა გაიზარდა. ფულადი გზავნილის შემცირება 2014 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა საქართველოში უცხოური ვალუტის შემცირებისა და ლარის გაუფასურების.
|
მარი ჩიტაია 16.07.2016
ირანი, სომხეთი, საქართველო, ბულგარეთი და საბერძნეთი - საქართველომ, შესაძლოა, სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულოს. ახალი დერეფნის გახსნა განსაკუთრებით საინტერესოა ახლა, ვინაიდან ირანი სანქციების რეჟიმიდან გამოდის.
|
მაკა ხარაზიშვილი 15.07.2016
1 თვეში იმპორტი 855 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ზუსტი მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, ამიტომ უცნობია, რა სახის რეკორდული რაოდენობის პროდუქტი შემოვიდა საქართველოში, რომელმაც იანვარ-ივნისში იმპორტის 30%-იანი ზრდა უზრუნველყო.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.07.2016
იმპორტიორები სურსათის მოსალოდნელ მკვეთრ გაძვირებაზე საუბრობენ. საერთაშორისო ბირჟებზე, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გაძვირდა. ამას ემატება ის, რომ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მყარდება, რაც საქართველოსთვის განკუთვნილი პროდუქტის ღირებულებას ზრდის. ყველაფერს "აგვირგვინებს" გაუფასურებული ლარი და, საბოლოო ჯამში, იმპორტირებული პროდუქტი საგრძნობლად გაძვირდება.
|
მარიამ აფციაური 14.07.2016
მთავრობა ზუგდიდის აეროდრომის მშენებლობისთვის ინვესტორს კვლავ ეძებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა გაიზარდა. კერძო სექტორის პასიურობიდან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრომ, აეროპორტების გაერთიანებამ ასევე გაამარტივა პირობები, ვალდებულებები, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებს. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ახალი აეროდრომების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით ჯერჯერობით სამუშაოების დაწყებას აეროპორტების გაერთიანებაში არ აპირებენ.
|
მარი ჩიტაია 14.07.2016
ოქროს გაძვირების ტენდენცია გრძელდება. 2016 წლის დასაწყისიდან ყვითელი ლითონი - 27%-ით, ხოლო ვერცხლი 47%-ით გაძვირდა. ზედიზედ რამდენიმე თვეა, უცხოურ ბაზარზე ძვირფასი ლითონის ფასი მატულობს. საერთაშორისო ცვლილებას ქართველი მოვაჭრეები დაგვიანებით პასუხობენ, თუმცა, რეალიზაციის სიმცირის გამო, ჯერჯერობით უმნიშვნელო გაძვირებას სჯერდებიან.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.07.2016
აზერბაიჯანი სასოფლო-სამეუნეო პროდუქტის იმპორტის შეზღუდვას გეგმავს, რაშიც საბაჟო გადასახადების გაზრდა იგულისხმება. ქვრთველი სპეციალისტები, ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ზარალს არ ელიან, იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანში არც ისე ბევრი ქართული აგროპროდუქტი გადის.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.07.2016
მონოპოლია თუ კონკურენციის ზრდა - საქართველოს საბანკო სექტორში დიდი ცვლილებებია. ჩინელმა ინვესტორებმა ქართულ საფინანსო სივრცეში ფეხის მყარად მოკიდება გადაწყვიტეს და "ბაზის ბანკის" შემდეგ მალე ფრანგული "სოსიეტე ჟენერალის" "რესპუბლიკასაც" მიიერთებენ. ამის შემდეგ, საქართველოში დარჩება 3 მსხვილი და რამდენიმე ე.წ. ბანკი, რომელთა მთავარი ფუნქცია მხოლოდ ფულის გატარებაა. ამ გადმოსახედიდან, კონკურენციის გაზრდა საბანკო მომხმარებლისთვის სახარბიელო პერსპექტივა ნამდვილად არ ჩანს, თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.07.2016
დღეს ლარის მომავალი ყველაზე მეტად გაურკვეველი და ბუნდოვანია. მთავრობა ცდილობს ხალხი 2,4-ის ნიშნულს შეაგუოს. ხალხი კი გაღიზიანებულია, ბიზნესი - დამფრთხალი, ხოლო ფინანსისტები - დაბნეულნი. არანაირი მინიშნება თუ რა შეიძლება მოხდეს ახლო ან თუნდაც შორეულ მომავალში, არ კეთდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.07.2016
ბოლო 10 წელიწადში ქვეყნიდან ვალის მომსახურებისთვის 24 მილიარდი დოლარი უნდა გავიდეს. კერძო სექტორს ყველაზე მეტი ვალი 2018 წლამდე აქვს გასასტუმრებელი. სწორედ ამიტომ ქვეყანა, პრაქტიკულად, ვერ ვითარდება და ყველაფერი ვალის გასტუმრებისკენ მიიმართება.
|
მარი ჩიტაია 12.07.2016
ავტომობილების გაქირავება საქართველოში ერთ-ერთი ძვირადღირებული სერვისია, რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა. იგი განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზეა პოპულარული. როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ეს სერვისი მთლიანად დამსვენებლებზეა გათვლილი. იშვიათ შემთხვევაში, ავტომობილებს სამშობლოში დროებით დაბრუნებული ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივებიც ქირაობენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|