ელზა წიკლაური
23.06.2016

ლარი დიდი სისწრაფით დაბლა ეშვება. ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა თითქმის 10 პუნქტით გაუფასურდა. მთავრობა, რომელიც ათიოდე დღის წინ ლარის გამყარებით თავს იწონებდა და დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებდა, დუმს. კომენტარს არ აკეთებენ ეროვნულ ბანკშიც. არადა, მოსახლეობა უკვე პანიკის ზღვარზეა. ხალხი შიშობს, რომ კურსი, შესაძლოა, ისევ ძველ, 2,4-ის ნიშნულს დაუბრუნდება.

მარი ჩიტაია
23.06.2016

 კონკურენციის სააგენტომ "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" საქმის შესწავლა დაიწყო. რამდენიმე თვეში გაირკვევა, აქვს თუ არა ადგილი კომპანიის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. სააგენტოში საქმის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ და არც იმას ახმოვანებენ, თუ როდის გამოქვეყნდება დასკვნა.

მარი ჩიტაია
22.06.2016

 ლარის მოულოდნელმა გაუფასურებამ იმპორტიორებს თავგზა აუბნია. კურსის მყისიერი ავარდნის გამო, ბევრმა პროდუქტის გაიაფება გადაიფიქრა, არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა შემოტანილი საქონელი გააძვიროს კიდეც. ნავთობისა და დიზელის ფასმა უკვე მოიმატა. ამაში სავალუტო კურსის "დამსახურება" დიდია. იმპორტიორების ვარაუდით, სავალუტო რყევის გამო, პროდუქტის გაძვირება მოუწევთ, რადგან ფასები საერთაშორისო ბაზრებზეც მატულობს.

ელზა წიკლაური
22.06.2016

2016 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულებას, შესაძლოა, პრობლემა შეექმნას. ფინანსთა სამინისტროს 5 თვის მონაცემების მიხედვით, შემოსულობები 2 კვარტლის გეგმის 79,6%-ს, ხოლო გადასახდელები 77,9%-ს შეადგენს. იანვარ-მაისის საშუალო მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არ არის, რომ 6 თვის ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონი ლარით გაირღვეს.

ელზა წიკლაური
21.06.2016

 მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, ბრუნვაში ლარის მასის ზრდას და სავალუტო ინტერვენციების შედეგად ბაზრიდან 260 მლნ-მდე დოლარის ამოღებას ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოჰყვა. ძლივს გამყარებული ლარი მეორე კვარტალსაც ვარდნით ასრულებს. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეროვნულ ბანკს ზედმეტი მოუვიდა და თავისი არასწორი ქმედებით ლარის მორიგ ვარდნას შეუწყო ხელი.

მარი ჩიტაია
21.06.2016

თურქეთის მოქალაქეები თხევად აირს (LPG) საზღვრისპირა რეგიონში, აჭარაში, აქტიურად ყიდულობენ. მართალია, მეზობელი ქვეყანა ნათობპროდუქტების დეფიციტს არ განიცდის, მაგრამ თურქეთში, აქციზის მაღალი გადასახადის გამო, ეს პროდუქტი ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ ისინი საქართველოში გადმოდიან, გაზის ბალონებს ავსებენ და უკან ბრუნდებიან. იგივე ხდება ენგურთან ახლოს, სადაც თხევადი აირის მომხმარებლები გალის რაიონის მოსახლეობაა.

ელზა წიკლაური
21.06.2016

ექსპორტი 2011 წლის მაჩვენებელს ჩამოსცდა. ფაქტობრივად, ქვეყანას ამ მიმართულებით 5-წლიანი უკუსვლა აქვს. შარშანდელ იანვარ-მაისთან შედარებით კი ექსპორტი 12%-ითაა შემცირებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ექსპორტის ხელშესყობის მიზნით მთავრობის მიერ აქამდე განხორციელებულმა პროექტებმა მარცხი განიცადა. ამიტომაც უახლოეს მომავალში მთავრობა საზღვარგარეთ კომერციული ატაშეების დანიშვნის პარალელურად, ქვეყანაში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური ინსტიტუტის შექმნას აპირებს.

ელზა წიკლაური
21.06.2016

საბიუჯეტო სტრუქტურაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მოცულობით, საქართველოს პოსტსაბჭოთა 6 ქვეყანას შორის ლიდერის პოზიცია უკავია. ჩვენთან შედარებით, სახელმწიფო უწყებებში საშუალო ანაზღაურება მაღალი მხოლოდ რუსეთშია, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი შედარებით მცირეა. თუ განვთიარებულ ქვეყნებში ჩინოვნიკების საშუალო ხელფასის წლიური სიდიდე მშპ-სთან მიმართებით 80-100%-ზეა, საქართველოში ეს მაჩვენებელი 160-170%-ზეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის შენახვა რიგით გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

ელზა წიკლაური
18.06.2016

მონეტარული პოლიტიკის შერბილების შემდეგ, ეროვნული ვალუტა გუშინ ერთბაშად 4 პუნქტით გაუფასურდა და ერთი დოლარი ნაცვლად 2,13 ლარისა, უკვე 2,18 ლარი ღირს. ეს უცაბედი შოკი აღმოჩნდა ხალხისთვის, რომელიც ბოლო თვეებში ლარის სტაბილურობასა და გამყარებას შეეჩვია. მთავრობის წევრები კი რამდენიმე დღის წინ თითქმის ერთ ხმაში გვარწმუნებდნენ, რომ ქართული ვალუტა გამყარების ტენდენციას სამომავლოდაც შეინარჩუნებდა.

მარი ჩიტაია
18.06.2016

 "გაზპრომსა" და ქართულ კომპანია "გაზკო პლუსს" შორის კონტრაქტის გაფორმებამ საზოგადოება გააღიზიანა. ცალკე მთავრობა, ცალკე კერძო სექტორი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ამ თემაზე საუბრობდა, თუმცა სიმართლე-სიცრუის გარჩევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. როგორც "გაზპრომის" განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, "გაზპრომის" პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია "გაზკო პლუსის" კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი.

მარი ჩიტაია
17.06.2016

აზერბაიჯანში "ევრო 4"-ის სტანდარტთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვის შემდეგ ავტომობილების რეექსპორტი, შესაძლოა, პაკისტანისა და ირანის მიმართულებით განხორციელდეს. ამ მხრივ გაცილებით მეტი პოტენციალი გვაქვს პაკისტანში, სადაც რეექსპორტის რამდენიმე შემთხვევა უკვე აღინუსხა. ქართველმა იმპორტიორებმა ამ ბაზარზე შეღწევა დამოუკიდებლად მოახერხეს. თუკი სახელმწიფოს მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა და აღნიშნულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობა გამარტივდება, საავტომობილო ბაზარს, შესაძლოა, ეშველოს კიდეც.

ელზა წიკლაური
17.06.2016

 მსოფლიოში 2-წლიანი ძვირი დოლარის ეპოქა დამთავრდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. წლის დასაწყისიდან დღემდე ამერიკული ფული სხვა ვალუტების მიმართ პოზიციებს სისტემატურად თმობს, თუმცა უმნიშვნელოდ. 6 თვის განმავლობაში დოლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, ერთადერთი ბრიტანული სტერლინგია, რომელმაც ამ პერიოდში პოზიციები 2 პუნქტით დათმო, იენი და ევრო კი გამყარდა. დოლარის შესუსტების ერთ-ერთი მიზეზი ფედერალური სისტემის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც საბაზისო საპროცენტო განაკვეთი უკვე რამდენიმე თვეა 0,25-0,5%-ს შეადგენს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×