მაკა ხარაზიშვილი
27.07.2016

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დათბა. ორივე მხარე მზადაა, "თურქული ნაკადის" პროექტი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. პროექტი ორივე ქვეყნისთვის ხეირის მომტანია. რუსეთს სურს, რომ ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისას უკრაინაზე დამოკიდებულება შეამციროს და ალტერნატიული გზები გაჭრას. თურქეთს კი ეს პროექტი დიდი ხნის ოცნებას აუსრულებს - ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით.

ელზა წიკლაური
26.07.2016

 ეროვნული ვალუტა ბოლო 3 კვირაა 2,34-2,35-ის ფარგლებში ტრიალებს და შესაბამისად, გამოდის, რომ ლარმა ახალი წონასწორობის კურსი იპოვა. თუკი ტურისტულად და ეკონომიკურად აქტიურ სეზონზე ლარს გამყარების მეტი რესურსი არ გააჩნია, შემოდგომისთვის სავარაუდოდ, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება.

მაკა ხარაზიშვილი
26.07.2016

 წინასაარჩევნო დაპირებების სეზონი გრძელდება. სეზონი ახალია, დაპირებები კი უცვლელი - პენსიის, ხელფასის, სოციალური დახმარებისა და დასაქმების ზრდა. ბიზნესისთვის გადასახადების გაუქმება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიზნესმენებმა ეს დაპირება დაიჯერონ, მაგრამ სოციალურად მოწყვლადი ფენისთვის პენსიებისა და შემწეობების გაზრდა დღემდე მომგებიან საარჩევნო ტრიუკად ითვლება.

ელზა წიკლაური
26.07.2016

 საქართველოში მომსახურების ფასების მიხედვით ყველაზე ძვირი კურორტი ბათუმია, მას ქობულეთი და ბორჯომი მოსდევს. პროდუქტი, რომელიც ამ ქალაქებში არასაკურორტო სეზონზე შედარებით იაფია, ტურისტების მოზღვავების შემდგომ მნიშვნელოვნად ძვირდება. ფასი იმატებს გასართობ ცენტრებიც და ატრანქციონებზეც. სპეციალისტები ამის მიზეზად მოთხოვნა-მიწოდების თანაფართობას ასახელებენ. აღნიშნულ კურორტებზე ტურისტი ბევრია, რაც ხშირად გარკვეულ პროდუქციის, მათ შორის განთავსების ობიექტების დეფიციტს ქმნის. ტურისტული პროდუქციის მწარმოებელი კი ამით სარგებლობს და შესაბამისად, ფასსაც ზრდის.

მაკა ხარაზიშვილი
23.07.2016

ქართული ექსპორტი ისევ ჩიხშია. წლის პირველ ნახევარში სულ ორად ორი პროდუქტის ექსპორტი გაიზარდა - სპილენძის მადანი და ღვინო. დანარჩენი პროდუქტის მომავალი ისევ ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.

ელზა წიკლაური
23.07.2016

 რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური და დაძაბული პოლიტიკური ვითარება საქართველოს ეკონომიკაზეც ნეგატიურად აისახება. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში ვითარება არ დალაგდა, იქ დასაქმებული ქართველები იძულებული იქნებიან, სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც უმუშევართა არმიას კიდევ უფრო გაზრდის. ლირის გაუფასურების გამო პრობლემები შეექმნება ქართულ ექსპორტს, შემცირდება ფულადი გადმორიცხვაც.

ელზა წიკლაური
22.07.2016

მოსკოვმა, შესაძლოა, ქართულ ღვინოს და მინერალურ წყლებს ისევ "წითელი" აუნთოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის მთავრობა დეპუტატების რეკომენდაციას გაითვალისწინებს. ისინი კი თვლიან, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას დაეთანხმა, აუცილებლად უნდა "დაისაჯოს". რუსი დეპუტატების ამ მოსაზრებას არასწორს უწოდებენ მოსკოვში, თბილისში კი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებას არ ელოდებიან.

მაკა ხარაზიშვილი
22.07.2016

 "რეზონანსის" ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან გუშინდელი დღის მთავარ მოვლენად იქცა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი ეროვნული ვალუტის კურსია. ამ პრობლემის მოგვარების მთავარ გასაღებს კობა გვენეტაძე დედოლარიზაციაში ხედავს. მისი განმარტებით, მოსახლეობამ სესხი უნდა აიღოს იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც შემოსავალი აქვს, ანუ "მიეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას", რათა კურსის მერყეობა მისთვის ასეთი მტკივნეული აღარ აღმოჩნდეს.

მაკა ხარაზიშვილი
21.07.2016

 ლარის კურსი დოლარის მიმართ - ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც მოსახლეობა მწვავედ განიცდის. ეროვნული ბანკი ამ საკითხის მოგვარებას დოლარიზაციის შემცირებით ცდილობს. კონკრეტულად, რა არის მთავარი გამოწვევები ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტისთვის და როგორ აპირებს დიდ პრობლემებთან გამკლავებას, "რეზონანსი" კობა გვენეტაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

ელზა წიკლაური
20.07.2016

 არშემდგარმა სამხედრო გადატრიალებამ თურქეთის ეკონომიკას პრობლემა უკვე შეუქმნა - ლირა გაუფასურდა, საფონდო ბირჟებზე თურქული კომპანიების აქციების ღირებულება შემცირდა, ტურისტებმა ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს, ზოგმა კი ჯავშანი გააუქმა. მართალია, ანკარაში ირწმუნებიან, რომ "ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს საფრთხე არ ემუქრება", თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე სკეპტიკურ პროგნოზებს აკეთებენ. თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა, ქართულ ეკონომიკაზე, პირდაპირი თუ არა, ირიბი ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

მაკა ხარაზიშვილი
20.07.2016

სამკურნალო საშუალებების იმპორტმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი თავდაყირა დააყნა. 6 თვეში კანადიდან 1,486 მილიარდი დოლარის ს-ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები შემოვიდა, რამაც სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებელი კატასტროფულ ნიშნულზე აიყვანა (67%).

მაკა ხარაზიშვილი
19.07.2016

ივნისში ექსპორტი ისევ შემცირდა, არადა გაუფასურებულ ლარს მეწარმეები უნდა წაეხალისებინა მათი რეალიზაციის მაჩვენებელი უნდა გაზრდილიყო. ბიზნესმენები კი ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებისგან მიღებული შედეგი უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×