მაკა ხარაზიშვილი 10.08.2016
4 წელიწადში აჭარაში სამორინეების რიცხვი 23-ს მიაღწევს. შეზღუდვებზე საუბრის პარალელურად, ეს ბიზნესი უფრო და უფრო ფართოვდება. აჭარის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამორინეებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს, ვინაიდან ტურისტები ბათუმს ყველა სეზონზე სტუმრობენ.
|
ელზა წიკლაური 10.08.2016
წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი შენელდება, თუმცა, განსხვავებით სხვა წლებისგან, ვარდნა საგანგაშო არ იქნება. ინვესტორები კი, რომლებსაც საქართველოში ფულის დაბანდება აქვთ გადაწყვეტილი, ოქტომბრის ბოლომდე დაიცდიან. ანალიტიკოსების თქმით, ამის მიზეზი მშვიდი პოლიტიკური სიტუაციაა და ამასთან, მოლოდინი იმისა, რომ ძირეული ცვლილება პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მოხდება.
|
ელზა წიკლაური 09.08.2016
საქართველოს წლის ბოლომდე კიდევ 1,628 მლრდ დოლარის საგარეო ვალი აქვს გასასტუმრებელი. ეს თანხა მე-3 და მე-4 კვარტალში როგორც სამთავრობო, ასევე სხვა სექტორებმა კრედიტორებს უნდა გადაუხადონ. ამ მხრივ უმძიმესი პერიოდი გველის 2017 წლის დასაწყისშიც. მარტო პირველ კვარტალში ვალის მომსახურებისთვის ქვეყნიდან დამატებით 811 მლნ დოლარი უნდა გავიდეს. ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება კი ეროვნული ვალუტის კურსს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და გამორიცხული არ არის, რომ სექტემბრიდან ლარი კვლავ გაუფასურების გზას დაადგეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.08.2016
რუსეთიდან ავტომობილების იმპორტი იზრდება. ამ ფაქტს ორი მიზეზი აქვს. ერთია, რომ ემბარგოს მოხსნის შემდეგ ამ ქვეყანასთან სავაჭრო კავშირები უფრო გაღრმავდა, მეორე მხრივ რუსული რუბლის დოლართან გაუფასურებამ უცხოური წარმოების მეორადი ავტომანქანები გააიაფა და ქართველმა დილერებმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს.
|
ელზა წიკლაური 09.08.2016
რუსეთში ეკონომიკური კრიზისი მძაფრდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსახლეობის 41,4%-ს საკვებისა და სამოსის შესაძენად ფული უკვე აღარ ჰყოფნის, ისინი თავს ღარიბებად თვლიან. სოციალი მდგომარეობის დამძიმებას აღიარებს ოფიციალური მოსკოვიც, ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ თუ რადიკალური ეკონომიკური რეფორმები არ გატარდა, 2017 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ხელფასების გაცემა ვერ მოხერხდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 06.08.2016
ფარმაცევტულ ბაზარზე წვრილი აფთიაქების მომრავლებამ საფასო პოლიტიკა ვერ შეცვალა. ამ სექტორში "გადატრიალება", როგორც მთავრობა იმედოვნებდა არც "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლამ მოახდინა. ბაზარზე რამდენიმე მსხვილ კომპანიას საკმაოდ მძლავრად აქვთ ფეხი მოკიდებული, იმპორტიც თავად არიან დაკავებულნი და ადგილობრივ პროდუქტსაც აწარმოებენ.
|
ელზა წიკლაური 06.08.2016
საქართველოს ეკონომიკა წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პარალელურად, საპროგნოზო მაჩვენებელს მთავრობაც და ეროვნული ბანკიც ცვლის. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება. სებ-ის პროგნოზით კი, წელს მშპ 3.5%-ით მოიმატებს. მეორე კვარტლის საშუალო ზრდამ 2,9% შეადგინა, რაც რეგიონის ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ამაზე მეტად - 4,8%-ით - მხოლოდ სომხეთის ეკონომიკა გაიზარდა. აზერბაიჯანსა და რუსეთში კი ისევ ვარდნაა.
|
ელზა წიკლაური 05.08.2016
უბნის მაღაზიების შემდეგ, ფინანსური პრობელემები უმსხვილეს სუპერმარკეტებსაც შეექმნათ. სადისტრიბუციო კომპანიებში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა მიწოდებული პროდუქციის საფასურს ვერ იხდის, რაც დისტრიბუტორებს გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებს. ზოგიერთმა სასამართლოსაც მიაშურა, პროცესი მოიგო, თუმცა იმის გამო, რომ მაღაზიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და მის მფლობელ შპს-ზე ქონება არ ირიცხებოდა, ფულის დაბრუნება ვერ მოახერხეს.
|
ელზა წიკლაური 04.08.2016
საქართველოში მინიმალური საათობრივი ხელფასი, 0,42-0,45 ცენტს შეადგენს, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი კი 2,2 დოლარის ფარგლებშია. ამ დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღნიშნული მაჩვენებელი ჩვენთან შედარებით მაღალია. მაგალითად, სომხეთში მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,76 ცენტია, აზერბაიჯანში - 0,77 ცენტი, რუსეთში - 0,93 ცენტი, თურქეთში კი - 1 დოლარი.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.08.2016
საქართველო მხოლოდ ნედლეულის ექსპორტს ახორციელებს. მთავრობა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ადგილობრივი წარმოების რა დარგები შეიძლება განვითარდეს, რომლებიც ადამიანებს დაასაქმებს, პროდუქტი კი ექსპორტზეც გავა. რამდენიმე წელია გვესმის, რომ ქვეყანას აქვს დიდი შანსი, ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდეს, თუმცა რეალობა განსხვავებულია, წლიდან წლამდე ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება.
|
თამარ ლომიძე 04.08.2016
გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხში პრობლემა ვერ აღმოაჩინა. გიგლა აგულაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ სარეალიზაციო ქსელში არსებული ბენზინი და დიზელი სრულად შეესაბამება სტანდარტებს. ამგვარი დასკვნა გარემოსდამცველებში უნდობლობას იწვევს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი პიკზეა და ამაში მთავარი დამნაშავე ავტომობილებია, საწვავის მაღალხარისხიანობაზე საუბარი გადაჭარბებულია.
|
მაკა ხარაზიშვილი 03.08.2016
სავალუტო კრიზისის გამო, მეზობელ ქვეყნებში კომერციული ბანკები იხურება. საქართველოს საბანკო სისტემა კი, სავალუტო პრობლემების მიუხედავად, არნახულ მოგებაზე გადის. სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, ბანკები გაცემული სესხების დაბრუნებას მძიმე სოციალურ პირობებშიც კი ახერხებენ.
|
|