მარი ჩიტაია
31.08.2016

რუსული ბიზნესი, საქართველოს ტურისტული სექტორით ინტერესდება. მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის უსაფრთხო კურორტების პრობლემა დადგა, არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ქართული ტურიზმი გახდეს. სპეციალისტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ რუსი ბიზნესმენების მხრიდან ინტერესი დიდია. ისინი კიდევ უფრო აფართოებენ საკუთარ გავლენას მომსახურების თითქმის ყველა სექტორში. განსაკუთრებით კი სარესტორნო, სასტუმრო და სათამაშო ბიზნესში. ბოლო დროს ტაქსების ბაზარზეც გამოჩნდნენ, რასაც ჩვენი საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ელზა წიკლაური
30.08.2016

 22 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი შეიძინა, 25 აგვისტოს კი იგივე აუქციონზე ეს 20 მლნ დოლარი ისევ გაყიდა. სებ-ის მიერ 3 დღის ინტერვალში ბაზრისთვის ვალუტის ჯერ "გამოცლამ", შემდეგ კი ისევ მიწოდებამ ექსპერტულ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იმის გამო, რომ სებ-ი აღნიშნულ საკითხზე დეტალურ განმარტებას არ აკეთებს და მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება, რთულია იმის თქმა, თუ რა იყო სავალუტო აუქციონების გამართვის რეალური მიზეზი. სპეციალისტები თქმით, შესაძლოა, ეს იყო შეცდომა, ან სულაც ამ ქმედებით სებ-მა ეროვნული ვალუტა მკვეთრი რყევისგან დაიცვა.

მარი ჩიტაია
30.08.2016

 თურქეთიდან საქართველოში სარფის საბაჟოზე შემოსასვლელად მოქალაქეებს რიგში დგომა უწევთ. ერთ-ერთი ვერსიით, შეზღუდვა თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას უკავშირდება. თუმცა, ამ მოსაზრებას თურქული მხარე უარყოფს. ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულოში აცხადებენ, რომ შეფერხება მხოლოდ ზაფხულის სეზონს შეიძლება უკავშირდებოდეს, როცა მიმოსვლა ინტენსიურია.

მარიამ ხიდაშელი
30.08.2016

ხორცის იმპორტი მცირდება. ადგილობრივი წარმოება კი იზრდება. ფერმერების განცხადებით, ამ პროცესს ხელი შეუწყო ჯარის ადგილობრივი ხორცის კვებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ.

მარი ჩიტაია
30.08.2016

 საცხოვრებელი სახლების პროექტირება-დიზაინზე მოთხოვნამ წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით მოიმატა. სპეციალისტების განმარტებით, სტატისტიკა არაოფიციალურია, თუმცა არსებულ მდგომარეობასთან ძალიან ახლოსაა. მათი ინფორმაციით, საქართველოში ამ ტიპის მომსახურებაზე მოთხოვნამ ჯერ კიდევ 2008 წლიდან იკლო და მდგომარეობის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდა.

მარი ჩიტაია
27.08.2016

ქართულ ბაზარზე ბოლო სამი-ოთხი თვეა, ფქვილი იაფდება, პურის ფასი კი არ იცვლება. მეპურეებს ფასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ერთნაირი მოსაზრებები აქვთ. ისინი ერთსულოვნად აცხადებენ, რომ პროდუქტის გაიაფებას არ აპირებენ. თუმცა "ხორბლისა და პურ პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში" ფიქრობენ, რომ რეალურად პურის ფასზე ცვლილება შესაძლებელია, რადგან წელს მთელი მსოფლოს მასშტაბით ხორბლის უხვი მოსავალია.

მარიამ ხიდაშელი
27.08.2016

საქართველოში ჩინური ინვესტიციების შემოსვლა 2002 წლიდან დაიწყო, იმ პერიოდში ქვეყანაში მხოლოდ 2,5 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. აგვისტოს ომის შემდეგ 2010 წლამდე სტატისტიკა საქართველოდან ჩინური ინვესტიციების გადინებას აფიქსირებს. 2011 წლიდან ჩინელმა ინვესტორებმა საქართველოსკენ გული ისევ მოიბრუნეს. ჩინური ინვესტიციების რეკორდად 2014 წელი ითვლება, იმ პერიოდში ქვეყანაში 218 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 66 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2016 წლის პირველ კვარტალში ჩინელებს არაფერი შემოუტანიათ, პირიქით, საქართველოდან ჩინეთში 2,5 მილიონი დოლარის კაპიტალი გავიდა.

ელზა წიკლაური
27.08.2016

პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობა ეკონომიკური მაჩვენებლით რეფორმამდელ პერიოდს ვერ უბრუნდება. უკრაინელი ანალიტიკოსების თქმით, 25 - წლიან პერიოდში მარტო უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდა. ქვეყანაში შექმნილი მშპ-ის მოცულობით 1988 წლის დონეს ვერც საქართველო უახლოვდება და ვერც ბევრი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ეკონომისტების თქმით, ყველაზე კარგი სიტუაცია აზერბაიჯანშია, სადაც ეკონომიკა მანათის დევალვაციამდე დაახლოებით 30%-ით იყო გაზრდილი.

მარი ჩიტაია
25.08.2016

 კახეთში რთველისთვის აქტიური სამზადისი დაიწყო. შარშანდელთან შედარებით, გლეხები წელს ცოტა ნაკლებ მოსავალს ელოდებიან. თუმცა, რამდენი შეიძლება იყოს სხვაობა, წინასწარ ვარაუდი უჭირთ. ამ მაჩვენებლებს ჯერჯერობით ვერც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ასახელებენ, სადაც ადასტურებენ, რომ ვენახში გაჩენილი დაავადების გამო მოსავალი მცირედით შემცირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ყველა პირობაა, რომ სეზონი წარმატებით ჩატარდეს.

მარი ჩიტაია
25.08.2016

წინასაარჩევნო კამპანიამ სარეკლამო ბაზარი გამოაცოცხლა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკლამაზე მოთხოვნამ საგრძნობლად მოიმატა. ამ ცვლილების ამსახველი სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უდავოა, რომ სარეკლამო ბაზარმა ნახტომისებურად წაიწია წინ, რაც მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ონლაინ რეკლამებსა და გარე ბილბორდებზეა, რამაც სარეკლამო ბაზარზე ბოლო დროის ტენდენცია რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ.

მარიამ ხიდაშელი
25.08.2016

 ხელისუფლება მომდევნო 4 წელიწადში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რამდენიმე მილიარდი ლარის დახარჯვას აანონსებს. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ყველაზე მეტი თანხა გზების მშენებლობაზე იხარჯება და ამისთვის სახელმწიფო ასეულობით მილიონ დოლარს სესხულობს. სპეციალისტები სახელმწიფოს ურჩევენ ახალი პროექტების დაგეგმვასთან ერთად ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.

ელზა წიკლაური
25.08.2016

რამდენიმე ასეული სახელმწიფო შპს-ს, სსიპ-ის თუ ააიპ-ის შემდეგ მთავრობა კიდევ ერთ სახელმწიფო შპს-ს ქმნის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო უკვე არსებული შპს-ს დაქვემდებარებაში იქნება და თანაც, ის მხოლოდ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში იმუშავებს. ახალი შპს-ს ხელმძღვანელად კი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი დაინიშნება. ახალი შპს-ს შექმნას იურისტები გაუგებარს უწოდებენ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" კი სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ ჯაჭვლიანის წარდგენაში კორუფციის ნიშნებს ხედავენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×