მარიკა გოგოხია
09.09.2016

 საბანკო ბაზარზე კომერციული ბანკების ტოტალური გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, დაახლოებით 1-2 წელიწადში საქართველოს ბაზარზე ადგილი მხოლოდ 5-6 ბანკისთვის დარჩება, დანარჩენებს აბარგება მოუწევთ.

ელზა წიკლაური
09.09.2016

 იმ დროს, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ერთიმეორეს მიყოლებით იხსნება, რაიონულ ცენტრებში მათი სიმცირე ყველასთვის თვალშისაცემია. მართალია, საავადმყოფოს შენობა ყველა პატარა ქალაქშია, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად მუშაობს ის და სრულყოფილ მომსახურებას იღებენ თუ არა პაციენტები. ჯანდაცვის სამინისტროში ყველა რაიონულ ცენტრში მრავალპროფილური კლინიკის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

ელზა წიკლაური
09.09.2016

 საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ორი კვარტალის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე შემოვიდა 834 მლნ აშშ დოლარი, რაც 2015 წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრა მაინც არ მომხდარა, ინვესტიციების მოცულობა არც სამუშაო ადგილებს, არც ეკონომიკის ზრდას და არც ლარის კურსს დასტყობია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ელზა წიკლაური
08.09.2016

 ნავთობკომპანიებისა და კონკურენციის სააგენტოს დავა 1 წლისა და 2 თვის შემდეგაც პირველი ინსტანციის სასამართლოს ჯერ არ გასცდენია. იმის გამო, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითია, სასამართლოში მისი განხილვის დროში გაწელვა არც კომპანიებისთვის და არც ეკონომისტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამას ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე მოსამართლეების მცირე რაოდენობა ემატება. აფბა-ში არ გამორიცხავენ, რომ პროცესი არათუ პირველ, არამედ მეორე და მესამე ინსტანციაშიც კი ძალიან გაიწელოს.

მარი ჩიტაია
08.09.2016

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, ძირითადი საშუალებების იმპორტი დღგ-ს გადასახადისგან სრულად გათავისუფლდეს, სპეციალისტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით, ქვეყანაში სამეწარმეო გარემო შეიძლება გაუმჯობესდეს, თუმცა დღგ-ს გადასახადის დიფერენცირება გახდება საჭირო. განსახვავებული მოსაზრებით კი, "საგადასახადო კოდექსში" ახალი ჩანაწერი რეალურად ვერ გამოასწორებს სიტუაციას, პირიქით, შეიძლება ამით სამეწარმეო გარემო დამძიმდეს კიდეც.

მარი ჩიტაია
08.09.2016

 რეგიონებში უძრავი ქონების ბაზარზე ფასიც და მოთხოვნაც შემცირებულია. ერთადერთი გამონაკლისია ბათუმი, სადაც სამშენებლო სექტორი განვითარებას ახერხებს და ისიც უცხოელი მოქალაქეების ხარჯზე. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, საცხოვრებელი ბინების გაყიდვის ნახევარი უცხოელ მოქალაქეებზე მოდის. 

მარი ჩიტაია
07.09.2016

 მიწის რეგისტრაციის რეფორმის პირველი ეტაპი წარმატებული აღმოჩნდა. 1-ლი აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა. მიღწეული შედეგით, რომელიც ჯერჯერობით 1 თვის მონაცემს ასახავს, იუსტიციის მინისტრი კმაყოფილია და მის განწყობას ქართველი ექსპერტებიც იზიარებენ, თუმცა პროექტთან დაკავშირებით სკეპტიკურ დამოკიდებულებას მაინც იჩენენ. 

ელზა წიკლაური
07.09.2016

საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, არაბრენდული ავტოგასამართი სადგურების რიცხვი თითქმის მსხვილი კომპანიების მფლობელობაში არსებულის აგს-ების რაოდენობას გაუტოლდა.  კონკურენციამ მოიმატა ფარმაცევტულ ბაზარზეც, არაბრენდული აფთიაქები დედაქალაქის ყველა უბანში იხსნება. მანამდე თბილისში ერთიმეორეს მიყოლებით ჩნდებოდა ახალი სუპერმარკეტებიც.

მარი ჩიტაია
07.09.2016

 სამომხმარებლო ბაზარზე ფასლიფიკაციის რისკი დიდია, მაგრამ გამოვლენილი ფაქტები სულ რამდენიმეა. სურსათის სფეროში ძნელად მოიძებნება ისეთი მიმართულება, სადაც ეს პრობლემა არ არის. სპეციალისტების შეფასებით, ფალსიფიკაციის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა ყავა, თაფლი და ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი, რომლის დიდი ნაწილი სამომხმარებლო ბაზარზე სუროგატი ნედლეულისგან არის დამზადებული.

მარი ჩიტაია
06.09.2016

 საქართველოში ავტოგაზის ფასი თვითნებურად მატულობს. ყველა გაზგასამართ სადგურში ბუნებრივი აირი 10 თეთრით გაძვირდა.  კომპანიების უმეტეს ნაწილში არ იციან, რატომ გაზარდა მომწოდებელმა ტარიფი, როცა მის გაიაფებასაც კი ელოდნენ. მით უმეტეს, როდესაც ბოლო დროს ბენზინის ფასმა დაიკლო და ლარმაც შედარებით სტაბილურობისკენ აიღო კურსი. 

რეზონანსი
06.09.2016

 საქართველოს რეგიონების ნაწილი უწყლობის გამო იტანჯება, ხოლო ვისაც წყალი აქვს, ზემაღალი ტარიფის გამო ჩივის. ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს 1 კბ/მ წყალში 50 თეთრის გადახდა უწევს. სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში იმაზე ბევრად მეტი რესურსია, ვიდრე მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, წყალი გაცილებით იაფი უნდა ღირდეს. თუმცა, არასწორად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო, ტექნიკური დანაკარგი მაღალია, რაც ტარიფის ზრდას იწვევს.

ელზა წიკლაური
06.09.2016

 წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის გულის მოგებას გულუხვი დაპირებებითა და "მოსახლეობის კეთილდღეობაზე მორგებული" სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებით ცდილობენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი დაპირებები უტოპიურია.  წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების დიდი ნაწილი გამოკვეთილ მემარცხენეებად იქცევიან და მოქალაქეებს თუ ბიზნესს საგადასახდო ტვირთის მკვეთრად შემცირების პირობას აძლევენ. ისედაც მწირი ბიუჯეტის მქონე ქვეყნისთვის ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×