მაკა ხარაზიშვილი
09.07.2016

 წელს საქართველოში მოყვანილი ხორბლის მოსავალმა 250 ათას ტონას უნდა გადააჭარბოს, რაც ქვეყნის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 35%-ია. ფერმერები ხორბლის რეკორდულ მოსავალზე საუბრობენ. არის ერთი პრობლემაც. საქმე ისაა, რომ მთლიან მოსავალში სასურსათო ხორბლის წილი ცოტაა.

მაკა ხარაზიშვილი
09.07.2016

საქართველოს ინფლაციური ტალღა ემუქრება. მსოფლიოში ძირითადი სასურსათო პროდუქტების გაძვირება საერთაშორისო ორგანიზაცია აფწ-ს მიერ გამოქვეყნებული ინდექსებშიც დადასტურდა. ამ დროს ქართული ვალუტა დოლარის მიმართ ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია, რაც იმპორტირებულ პროდუქტის გაძვირებას ისედაც გარდაუვალს ხდის. სპეციალისტების აზრით, ლარის კურსი ამერიკული ვალუტის მიმართ მინიმუმ 2,1 ნიშნულამდე უნდა გამყარდეს, რათა იმპორტიორებს არსებული ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა მიეცეთ.

მარი ჩიტაია
09.07.2016

ლარის კურსიდან გამომდინარე პრობლემის შესამსუბუქებლად კომპანიები დიდ მარჟაზე მუშაობენ. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიზნესში არასტაბილურობის განცდაა. ვალუტის მორიგმა უეცარმა დევალვაციამ იმპორტიორებს სხვა გზა არ დაუტოვა. ფინანსური რისკის დაზღვევის ეს ხერხი საკმაოდ ნაცადია და კომპანიებს სავალუტო რყევებისგან იცავს. ე.წ. ფინანსურ ბალიშებს რისკის დაზღვევის მიზნით ან ჭარბი მოგების მისაღებად იყენებენ ნავთობპროდუქტებისა და მედიკამენტების იმპორტიორები. დაბალი კონკურენციის პირობებში ამ მეთოდს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარიც მიმართავს.

მარი ჩიტაია
08.07.2016

საზღვაო სეზონის ისევ აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტების იმედადაა. არ არის გამორიცხული, მათ რიცხვს ირანელი დამსვენებლებიც დაემატოს. რაც შეეხება რუს ტურისტებს, წლევანდელ ზაფხულს მათ ნაკლებად უნდა ველოდოთ. საეჭვოა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თურქეთის მიმართ დაწესებული აკრძალვა მოხსნა, ჩრდილოელი ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ. ცხადია, პოტენციურ ვიზიტორებად ვერც რუსი დამსვენებლების მცირე კატეგორია ჩაითვლება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიას პოლიტიკური დაძაბულობის გამო ტოვებს.

მაკა ხარაზიშვილი
06.07.2016

 ლარის კურსი 2,3 ნიშნულზე გაიყინა. მკვეთრი დევალვაციის ერთადერთ მიზეზად უზარმაზარი საგარეო ვალის გასტუმრება სახელდება. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ეს ვერ გათვალეს და 2,11-მდე გამყარებული ვალუტის ისევ სწრაფი გაუფასურება "მოახერხეს". მოსახლეობაში მათი ნდობა საბოლოოდ დასამარდა.

მაკა ხარაზიშვილი
05.07.2016

2016 წლის ბიუჯეტს უკვე 207 მილიონი ლარი აკლია. ფინანსთა სამინისტროში მიზეზად ვალების შემცირებას ასახელებენ. ისიც, ცხადია, რომ ეს ვალი კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად, ამ კუთხით შეფერხება გარდაუვალია, ამიტომ ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილშიც გარღვევაა. ამ მხრივ 244-მილიონიანი ჩამორჩენაა.

მარი ჩიტაია
05.07.2016

 ლარსის მთავარი საექსპორტო გზის ჩაკეტვამ ქართველ ექსპორტიორებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით ქართული ღვინის კომპანიები დაზარალდნენ. განსაკუთრებით ისინი, ლარსის გამშვები პუნქტით სარგებლობა ვისი პირდაპირი ვალდებულებაა.

მარი ჩიტაია
02.07.2016

 წელს ხორბლის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. კახეთში ალოობა მიმდინარეობს და წინასწარი მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი მოსავალია. მარტო ორ რაიონში - სიღნაღსა და დედოფლისწყაროში - მარცვლის ოდენობა 180-190 ათას ტონამდეა. შარშან კი მთლიანი მოსავლიანობა 170 ათას ტონას არ აღემატებოდა. როგორც მეხორბლეები აცხადებენ, წლევანდელი მოსავლის წყალობით, ქვეყანას ექნება რეალური შესაძლებლობა, რომ იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამციროს.

მარი ჩიტაია
02.07.2016

 ლარის უეცარმა გაუფასურებამ საბანკო სესხების მომხმარებლებს დამატებითი სანერვიულო გაუჩინა. ხალხს ძლივს შემცირებული ხარჯი ისევ გაეზარდა. როგორც ცნობილია, საკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების უმეტესობა უცხოურ ვალუტაშია, რაც მსესხებლებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. მით უმეტეს, რომ საბანკო სექტორში რისკის დაზღვევის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.

მარი ჩიტაია
01.07.2016

თხილის ფასი 3 ლარამდე დაეცა. ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა. რაც შეეხება ნედლ თხილს, ის 2 ლარი ღირს, თუმცა ჩამბარებელ პუნქტებში ახალ პროდუქტს ჯერჯერობით არ ყიდულობენ. შარშან ამ დროს თხილი 8 ლარი ღირდა. მეწარმეების ვარაუდით, წელს თხილის ფასი ამ მაჩვენებელს ვერ მიაღწევს. შესაძლოა, საშემოდგომოდ მისი ღირებულება 5-6 ლარამდე გაიზარდოს.

ელზა წიკლაური
01.07.2016

 ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან იწყება - ასე აფასებს რუსული მედია 6 თვის წინ დაწესებული სანქციების გაუქმებაზე რუსეთ-თურქეთის პირველი პირების შეთანხმებას. მოსკოვში ამბობენ, რომ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობა აღდგება და, შესაძლოა, გაყინული გაზსადენის პროექტის - "თურქული ნაკადის" მშენებლობაც კი განახლდეს. რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თურქული იმპორტი ქვეყანაში ფასების შემცირებას გამოიწვევს, თუმცა შეძლებს თუ არა თურქული პროდუქტი რუსულ ბაზარზე ძველი ნიშას დაბრუნებას, ამაზე ეკონომისტებს პასუხის გაცემა უჭირთ.

მარი ჩიტაია
30.06.2016

ლარსის მთავარი საექსპორტო გზის ჩაკეტვამ გლეხური მეურნეობები დააზარალა. ზოგიერთ რაიონში ხალხმა მოსავლის კრეფაზეც ხელი აიღო. ატმისა და ვაშლის ფასი დაეცა, ამიტომ ზედმეტი ხარჯის გაწევა არ უღირთ. ამასობაში კი ხილი ფუჭდება. რაც შეეხება ბოსტნეულს, მას პრობლემა არ აქვს, რადგან ექსპორტიორების უმეტესობა სარკინიგზო გადაზიდვით, ზოგიც პორტებით სარგებლობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×