მაკა ხარაზიშვილი
07.06.2016

 ყოველწლიურად მოსახლეობის გამოსაკვებად საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქტი შემოდის. ქვეყანა, ძირითადად, დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოების მოსავლიანობაზე. რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში თუკი ხორბლის კარგი მოსავალი მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ გადავრჩით. თანაც, ეროვნულმა ვალუტამაც არ უნდა გვიმტყუნოს, რათა გაღარიბებულ მოსახლეობას პური არ გაუძვირდეს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება, საქართველო სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით ჯერ კიდევ საგანგაშო ზღვარზეა.

ელზა წიკლაური
07.06.2016

მსოფლიოსთან ერთად, ჩრდილოვან ეკონომიკას თავს ვერც საქართველო აღწევს. განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ მასშტაბები უფრო მაღალია. თუ ევროპის ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ს დაახლოებით 20-40%-ს შეადგენს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია. სპეციალისტების აზრით, ვიდრე ქვეყანაში საგადასახადო ტვირთი არ შემცირდება და კანონი ყველასთვის არ იკანონებს, მანამდე ქვეყნის ეკონომიკაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი კვლავ მაღალი იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
07.06.2016

ანტიდემპინგური კანონი მიღებისთანავე მკვდრადშობილი გახდება. კანონპროექტში არ ჩანს აღსრულების მექანიზმი, გაუგებარია დემპინგური ფასის დადგენის კრიტერიუმები. მიუხედავად ამისა, მთავრობა იძულებულია ევროკავშირის კიდევ ერთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პარლამენტს ეს კანონიც მიაღებინოს, თუნდაც სხვა ბევრი კანონის მსგავსად უმოქმედო გახდეს.

ნატა გიორგაძე
07.06.2016

მთავრობა ყაზახური ინვესტიციების მოზიდვას კვლავ ცდილობს. ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით, ყაზახ ბიზნესმენებს ეკონომიკის მინისტრი ბიზნესფორუმზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ყაზახური და ქართული ბიზნესის დამეგობრება კიდევ ერთხელ მოხდება. ამ დროს კი "სილქ როუდ ჯგუფი" ბანკს ყიდის, ხოლო "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ყაზახთა დაბრუნება ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

მაკა ხარაზიშვილი
04.06.2016

სახელმწიფო ბიუჯეტში გეგმის ჩავარდნას აქციზის გადასახადი გადაარჩენს. 4 თვის ოფიციალური მონაცემებით, მთავარ გადასახადებში, რომელზედაც ქვეყნის ხაზინაა დამოკიდებული, მცირედი ჩამორჩენაა. ასევე ფულის ათვისების პრობლემაა აქვს რამდენიმე სამინისტროს, ხოლო ხელისუფლებას საერთაშორისო დონორები წელსაც არ სწყალობენ.

მაკა ხარაზიშვილი
03.06.2016

 მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოსთან გარიგებაშია ეჭვმიტანილი. სანამ ეს სასამართლო "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურობის საკითხს გაარკვევს, ვიცე-პრემიერი მანამდე აცხადებს, რომ ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დარჩენა უკვე "შეთანხმებულია". თუკი საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, იურიდიულ გაუგებრობამდე მივალთ.

მარი ჩიტაია
03.06.2016

მეაბრეშუმეობის დარგი ძალებს იკრებს, თუმცა რამდენიმე კერძო შემთხვევის გარდა, აბრეშუმი საქართველოში არ იწარმოება. სულ რამდენიმე თვეა, რაც ქვეყანაში 100 000 თუთის ნერგის იმპორტი განხორციელდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ დარგის განვითარებისთვის 12 მილიონი ნერგია საჭირო.

მარი ჩიტაია
02.06.2016

 საქართველოში თხევადი აირის ბაზარი მეტ კონტროლს მოითხოვს. აბსოლუტურად არ მოწმდება ავტოცისტერნებით შემოტანილი გაზის ხარისხი, რაც მომხმარებელს საფრთხეს უქმნის. გარდა იმისა, რომ იმპორტირებული პროდუქტი შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს, პრობლემაა წონასთან დაკავშირებითაც.

მაკა ხარაზიშვილი
02.06.2016

ივნისის შუა რიცხვებამდე მოსალოდნელია, რომ ლარმა დოლარის მიმართ კიდევ რამდენიმე პუნქტით გაიუმჯობესოს პოზიცია. ეროვნული ვალუტა ყოველი თვის პირველ ნახევარში მყარდება. ეს ტენედენცია უკვე მეოთხე თვეა, თვალშისაცემია.

მარიამ აფციაური
02.06.2016

 ტურისტული კომპანიების ექსპერტების ნაწილი ავიაკომპანიებს უპირისპირდება. ისინი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ავიაბილეთების ფასი ძალიან მაღალია, რაც ტურისტებისთვის არ არის მისაღები. ექსპერტები კი შედარებას მეზობელ ქვეყნებთან აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მათთან ავიაბილეთის ღირებულება გაცილებით დაბალია.

ელზა წიკლაური
01.06.2016

საქართველოს ეკონომიკა წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პარალელურად, საპროგნოზო მაჩვენებელს მთავრობაც ცვლის. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება. პირველი კვარტალის საშუალო ზრდამ 2,3% შეადგინა, რაც რეგიონის ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ამაზე მეტად - 4,4%-ით - მხოლოდ სომხეთის ეკონომიკა გაიზარდა. აზერბაიჯანსა და რუსეთში კი ვარდნა აღინიშნა.

მარი ჩიტაია
01.06.2016

საზღვარგარეთ ქართული რესტორნების რაოდენობა მატულობს. სხვა ქვეყნების სარესტორნო ბიზნესში მისი წილი 8-9%-ს შეადგენს, 2017 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 12%-მდე გაიზარდოს. ქართული სამზარეულოს პოპულარობა უკავშირდება ტურიზმის სექტორის განვითარებას და წარმატებულ კამპანიას, რასაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში ახორციელებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×