მაკა ხარაზიშვილი
14.05.2016

 ზაფხულში გაზსაცავის მშენებლობის პირველი ეტაპი უნდა დაიწყოს. სახელმწიფოს კი ჯერ ვერც დაფინანსების წყარო მოუძებნია და ვერც მართვის ფორმაზე ჩამოყალიბებულა. სპეციალისტები კატეგორიულად აცხადებენ, რომ გაზსაცავის, როგორც სტრატეგიული ობიექტის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს მფლობელობაში უნდა იყოს.

ელზა წიკლაური
13.05.2016

 წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფიოში "შავ ოქროზე" ფასი თითქმის 70-74%-ით გაიზარდა. თუ იანვარში ბრენტის ტიპის საწვავი 27-29 დოლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 45-47 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ნავთობის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა, უმნიშვნელოდ, საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზით, წლეულს მისი ფასი 50 დოლარს არ გადააჭარბებს.

მარი ჩიტაია
13.05.2016

 გარეუბნებში ახალი კორპუსების მშენებლობება აქტიურდება. სამშენებლო სფეროში ლ2 კოეფიციენტთან დაკავშირებული შეზღუდვის შემდეგ კომპანიების ნაწილს პრიორიტეტის შეცვლა მოუწევს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, აქცენტი გარეუბნებზე გაკეთდება. რაც შეეხება რეგიონებს, პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, რადგან მშენებლობა მსხვილ რეგიონულ ცენტრებშიც კი სარისკოა ცხოვრების დაბალი დონის გამო.

მარი ჩიტაია
12.05.2016

 უცხოურ ბაზრებზე ადგილობრივი წარმოების საადრეო ხილ-ბოსტნეულზე მოთხოვნამ მკვეთრად მოიმატა. ექსპორტიორების ინფორმაციით, პრიორიტეტი კვლავ ევროპაა, თუმცა ქართული პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის. არნახულად გაიზარდა ინტერესი ჩირის მიმართ. გადამამუშავებელ საწარმოებში აცხადებენ, რომ შეკვეთებს ვერ აუდიან, რის გამოც წელს წარმოების მასშტაბის ზრდას გეგმავენ. ექსპორტიორების ინფორმაციით, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მწარმოებლებს მიწოდების პრობლემა აქვთ. შეკვეთაა თითქმის ყველაფერზე, რაც საქართველოში იწარმოება.

მაკა ხარაზიშვილი
12.05.2016

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნელ-ნელა წინ მიიწევს. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი 3,4%-ს გვიწინასწარმეტყველებს. ქართველი ფინანსისტები გაცილებით ოპტიმისტურ განწყობაზე არიან. მათი აზრით, წელს ქართულმა ეკონომიკამ შეიძლება, 5%-იან ზღვარსაც კი მიაღწიოს. ოფიციალური პროგნოზი კი 3%-ია.

მაკა ხარაზიშვილი
12.05.2016

 საქართველოში სურსათი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ამ დროს, ჩვენთან 3,7 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონზე მეტი ღატაკად თვლის თავს. ამასთანავე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სიდიდით ამერიკა 10-ჯერ უსწრებს საქართველს, ევროკავშირი კი - 9-ჯერ. ამიტომაც არის, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა.

ელზა წიკლაური
11.05.2016

 საქართველოში 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, 20-50 წლამდე ადამიანების რიცხვი კი 4%-ით შემცირდა. თუ 2006-ში 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა რაოდენობა 29%-ს შეადგენდა, წელს მათი რაოდენობა უკვე 34%-ია. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში შრომისუნარიან მოსახლეობაზე დატვირთვა უფრო გაიზრდება და სახელმწიფოს საპენსიო ასაკის ადამიანების შენახვა და მათ მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება.

მაკა ხარაზიშვილი
11.05.2016

საარჩევნოდ ქვეყანაში ასეული მილიონობით ლარი ტრიალებს, ფული იხარჯება, ლეგალურად თუ არალეგალურად. საარჩევნო ფინანსების თვალყურის დევნებაში დახელოვნებული ადამიანები აღნიშნავენ, რომ საარჩენო ხარჯი მხოლოდ ის არ არის, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ან აუდიტის სამსახური აჩვენებს. დაფინანსება იზრდება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიაში იდება უფრო მეტი რეკლამა.

მარი ჩიტაია
11.05.2016

ლარის შედარებითი გამყარებით მცირე და საშუალო ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლის შანსი მიეცა. სპეციალისტების შეფასებით, დევალვაციის გამო ყველაზე მეტად სწორედ ამ სექტორმა იზარალა. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეწარმეები დაზარალდნენ. პრობლემა შეექმნა თითქმის ყველა ბიზნესმენს, რომელსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს. ზოგადი მონაცემებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მოკლევადიან კრედიტებში "გადაყრილი" თანხა 500 მილიონ ლარამდეა.

ელზა წიკლაური
10.05.2016

 43%-იანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე კვირაა, ყოველდღიურად მყარდება, თუმცა ლარის რევალვაცია ქვეყნის ეკონომიკას ჯერჯერობით არ დატყობია. გამყარების ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში, წელიწადნახევრიანი დევალვაციური შოკიდან გამოსვლას ზუსტად ამდენივე დრო დასჭირდება. ანალიტიკოსთა პროგნოზით, სწორედ ეს დროა საჭირო, რომ ლარის გამყარება ეკონომიკამ, ფინანსურმა სექტორმა და რიგითმა მოქალაქეებმა სერიოზულად იგრძნონ.

მაკა ხარაზიშვილი
10.05.2016

 უნგრეთი საქართველოს ინვესტიციების დაცვის გარანტიას სთხოვს. თუკი მთავრობა ამ მოთხოვნას ოფიციალურად გააფორმებს, შემოდგომისთვის სოფლის მეურნეობაში "ექსიმბანკის" საშუალებით უნგრული პროექტების განხორციელება დაიწყება. წინა კვირას საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის კომისარი გიულა ბუდაი სტუმრობდა. კონკრეტულად რა საკითხებზე ესაუბრა იგი მთავრობის წარმომადგენლებს და რას ითხოვს უნგრეთი საქართველოსგან, "ბიზნეს-რეზონანსი" გიულა ბუდაისთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

მაკა ხარაზიშვილი
10.05.2016

წინასაარჩევნოდ ხელისუფლება "დიდ საგადასახადო ამნისტიას" იწყებს. ძველი დავალიანება, თავისი ჯარიმა-საურავებით 100 ათასამდე გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერება. მართალია, აქედან ბევრი უკვე მკვდარი ფირმაა, მაგრამ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ამ ინიციატივას სახიფათოდ მიიჩნევენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×